გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

  • Word
გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 28/04/1998
სარეგისტრაციო კოდი 300.250.000.05.001.000.345
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1345
28/04/1998
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 28/04/1998
300.250.000.05.001.000.345
გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/05/1999 - 08/05/2003)

საქართველოს კანონი

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

ეს კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში მონაწილე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა). მისი მიზანია სახელმწიფოს, ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება გეოდეზიურ მონაცემებსა და კარტოგრაფიულ პროდუქციაზე, აგრეთვე გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საქმიანობის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა შორის ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა.

თავი I

ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1. გამოყენებული ტერმინების განმარტება

გამოყენებული ტერმინების განმარტება:

ა) გეოდეზია _ სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის ურთიერთობათა სფერო, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ფორმის, ზომების, გრავიტაციული ველის, დედამიწის ზედაპირზე წერტილების კოორდინატებისა და მათი დროში ცვლილებების განსაზღვრის პროცესში;

ბ) კარტოგრაფია _ სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის ურთიერთობათა სფერო, რომელიც წარმოიქმნება კარტოგრაფიული პროდუქციის შესწავლის, შექმნისა და გამოყენების პროცესში;

გ) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა _ სამეცნიერო, ტექნიკური, საწარმოო და მმართველობითი საქმიანობა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში;

დ) გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები _ გეოდეზიური და კარტოგრაფიული პროდუქციის, მასალებისა და მონაცემების შექმნის პროცესი;

ე) კარტოგრაფიულ-გეოდეზიური ფონდი _ გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად შექმნილი მასალებისა და მონაცემების ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია ხანგრძლივი შენახვისათვის შემდგომი გამოყენების მიზნით;

ვ) გეოდეზიური პუნქტები _ დედამიწის ზედაპირზე ხანგრძლივი დროისათვის შენარჩუნების მიზნით სპეციალური კონსტრუქციული მოწყობილობით დამაგრებული წერტილები, რომლებიც შეიცავენ კოორდინატების, სიმაღლეებისა და გრავიმეტრიული მონაცემების ინფორმაციას, და რომელთა მდებარეობა განისაზღვრება �საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი კოორდინატებისა და სიმაღლეების ათვლის ერთიან სისტემებში;

ზ) დედამიწის დისტანციური ზონდირება _ დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე პროცესებისა და მასზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების შესახებ მფრინავი აპარატების მეშვეობით ინფორმაციის მიღება, რომელიც ემყარება საკუთარ ან არეკლილ ელექტრომაგნიტური და სითბური გამოსხივების რეგისტრაციასა და ანალიზს;

თ) გეოინფორმაციული სისტემა _ დედამიწის ზედაპირზე არსებული ტოპოგრაფიული ობიექტებისა და მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გადამუშავება, შენახვა და შემდგომი გამოყენება, რომელიც წარმოდგენილია კომპიუტერული ტექნიკის სისტემაში;

ი) მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემა _ ტოპოგრაფიული რუკების მასშტაბების დადგენილი თანამიმდევრობა;

კ) კარტოგრაფიული პროდუქციისა და გეოდეზიური მონაცემების სარეალიზაციო ფონდი - სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, თემატიკური და სხვა დანიშნულების რუკები, გეოდეზიური პუნქტების კოორდინატები და სიმაღლეები, რომლებიც ექვემდებარება რეალიზაციას;

ლ) ადგილმდებარეობის ობიექტები _ დედამიწის ზედაპირზე განლაგებული ყველა ბუნებრივი (რელიეფის გარდა) და ხელოვნური წარმოშობის ობიექტები.

��� მუხლი 2. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის პროცესში წამოჭრილი და მასთან დაკავშირებული პირადი ქონებრივი და არაქონებრივი ურთიერთობანი წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.

3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი წესები.

��� მუხლი 3. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა მოიცავს:

ა) საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა შედეგებსაც აქვთ საერთო-სახელმწიფოებრივი და დარგთაშორისი მნიშვნელობა;

ბ) სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა განხორციელების აუცილებლობა განისაზღვრება ცალკეული დარგების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებებით.

2. საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს განეკუთვნება:

ა) დედამიწის ფორმისა და ზომების განსაზღვრა და ამ მიზნებისათვის გარე გრავიტაციული ველის შესწავლა;

ბ) სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების გრაფიკული, ციფრული და სხვა ფორმებით შექმნა, განახლება და გამოცემა;

გ) სახელმწიფო გეოდეზიური გეგმური და სიმაღლური საყრდენი ქსელების შექმნა, განვითარება და მუშა მდგომარეობაში დაცვა;

დ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით დედამიწის დისტანციური ზონდირება;

ე) აერო და კოსმოსურ გადაღებათა სამუშაოების წარმოება;

ვ) გეოდეზიური და კოსმოსური გაზომვების ბაზაზე გეოდინამიკური გამოკვლევები;

ზ) სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდების შექმნა და მართვა;

თ) სახელმწიფო დანიშნულების გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და მართვა;

ი) ზოგადგეოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, სამეცნიერო-საცნობარო, სასწავლო და სხვა დარგთაშორისი დანიშნულების თემატიკური რუკებისა და ატლასების დაგეგმვა, შედგენა და გამოცემა;

კ) საქართველოს ეროვნული მეურნეობის დარგების, ქვეყნის თავდაცვის, მეცნიერებისა და განათლების სისტემის გეოდეზიური მონაცემებითა და კარტოგრაფიული პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების წარმოება;

ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის, დემარკაციის და სახელმწიფო საზღვრის ხაზის გატარების სისწორის შესამოწმებლად, აგრეთვე საქართველოს საზღვაო სივრცეების დელიმიტაციისათვის ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემებითა და მასალებით უზრუნველყოფა;

მ) საქართველოს კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების ტერიტორიებისა და მსოფლიო ოკეანეებისა და ზღვების კარტოგრაფირება, მათ შორის ტოპოგრაფიული და საზღვაო რუკების შედგენა საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი წესით;

ნ) საერთო საზღვაო-სანაოსნო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზღვებსა და ოკეანეებში გეოდეზიური სამუშაოების წარმოება;

ო) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების მეტროლოგიური უზრუნველყოფა;

პ) კარტოგრაფიულ პროდუქციაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სწორი ასახვა;

ჟ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება და გეოდეზიური და კარტოგრაფიული ტექნიკით უზრუნველყოფა.

3. სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს განეკუთვნება:

ა) ტოპოგრაფიული გეგმების შედგენა და განახლება, რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა ობიექტების სამშენებლო უბნებზე გენერალური გეგმების შესადგენად, მიწისქვეშა ქსელების, შენობებისა და ნაგებობების სამშენებლო მოედნებთან მისაბმელად, აგრეთვე სხვა სპეციალური სამუშაოების შესასრულებლად;

ბ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და წარმართვა;

გ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების თემატიკური რუკების, გეგმების, სამეცნიერო-საცნობარო ატლასების გრაფიკული, ციფრული და სხვა ფორმებით შედგენა და გამოცემა;

დ) შენობებისა და ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის, საინჟინრო ძიების, მიწების გამიჯვნის, მიწის კადასტრის წარმოებისა და სხვა სპეციალურ სამუშაოებზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების წარმოება;

ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება.

��� მუხლი 4. სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტები და ობიექტები გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტები არიან საქართველო, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები და სხვა ტერიტორიული ერთეულები, ფიზიკური და იურიდიული პირები.

2. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს სახელით, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების სახელით მონაწილეობენ შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

3 ფიზიკური და იურიდიული პირები, მათ შორის უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა, ამ კანონის, საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

4. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სამართლებრივ ურთიერთობათა ობიექტებს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორია, დედამიწის სფეროს სახმელეთო ნაწილი, მსოფლიო ოკეანეები და ზღვები, მათ შორის კუნძულები და კოსმოსური სივრცე, ბუნებრივი ციური სხეულების ჩათვლით.

თავი II

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელება და მოწესრიგება

��� მუხლი 5. საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში

1. საქართველოს კონსტიტუციით გეოდეზია და კარტოგრაფია განეკუთვნება მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას.

2. საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებაა, რომლის კომპეტენციაში შედის:

ა) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში (გარდა თემატიკური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა) განმკარგულებელი, აღმასრულებელი, ზედამხედველობითი და სხვა ფუნქციების განხორციელება;

ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის კოორდინირება ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის გატარების მიზნით;

გ) საქართველოში გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების კოორდინირება;

დ) სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების დაკვეთით სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;

ე) კოორდინატებისა და სიმაღლეების, გრავიმეტრიული გაზომვების, აგრეთვე სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების, მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემის დადგენა;

ვ) �აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანო-ბის წესის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

3. სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფენ შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

��� მუხლი 6. ნორმატიული აქტები გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში ნორმატიული აქტების (რომლებიც ადგენენ ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების ორგანიზაციულ წესრიგს, მათდამი ტექნიკურ მოთხოვნებსა და მათი შესრულების ნორმებსა და წესებს) მომზადება და გამოცემა ხორციელდება �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტები სავალდებულოა შესასრულებლად ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შემსრულებელი ყველა სუბიექტისათვის, განკუთვნილია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის მოსაწესრიგებლად და წარმოადგენს სახელმწიფო და სხვა სახის ექსპერტიზის ჩატარების, გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობაზე სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის განხორციელების, აგრეთვე სხვა საკითხების გადაწყვეტის საფუძველს.

��� მუხლი 7. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის მეტროლოგიური უზრუნველყოფა

გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტს ეკისრება გეოდეზიური გაზომვების ერთიანობის უზრუნველყოფა, გეოდეზიურ გაზომვათა საშუალებების საგამომცდელო საქმიანობის განხორციელება, აღნიშნული საშუალებების სტანდარტიზაციის სამუშაოებში მონაწილეობა, გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული პროდუქციის აუცილებელი სერტიფიკაცია, აგრეთვე გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში მეტროლოგიური კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.

��� მუხლი 8. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის დაფინანსება

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო დაკვეთით, ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან.

2. სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული სამუშაოები, რომლებიც სრულდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით, ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტებიდან.

3. დარგის განვითარების მიზნით სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, აგრეთვე ნორმატიული აქტების შემუშავება და გამოცემა ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან.

4. სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების სახელმწიფო დამკვეთია გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოებისა _ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოები.

5. სხვა მიზნებისათვის განსახორციელებელ გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობას აფინანსებენ გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული პროდუქციის დამკვეთი ფიზიკური და იურიდიული პირები.

6. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სუბიექტები � დამკვეთები ან გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შემსრულებლები, იმ სამუშაოების შესრულებისას, რომელთა დაფინანსებაც ხდება შესაბამისად ცენტრალური ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯზე, ვალდებულნი არიან გამოიყენონ ადრე შექმნილი გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემები და მასალები.

��� მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი

1. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი (შემდგომში _ საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ -კარტოგრაფიული ფონდის მასალები და მონაცემები) იქმნება გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული გეოდეზიური, კარტოგრაფიული, ტოპოგრაფიული, გრავიმეტრიული, აერო- და კოსმოსური გადაღების მასალებისა და მონაცემებისაგან, მათ შორის ციფრული ფორმით და ინახება გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტში ან მისდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში.

2. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალები და მონაცემები სახელმწიფო საკუთრებაა და პრივატიზებას არ ექვემდებარება.

3. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შემადგენლობაში შედის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ -კარტოგრაფიული ფონდები.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები შეიცავენ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საერთო - სახელმწიფოებრივ, დარგთაშორისი მნიშვნელობის მასალებსა და მონაცემებს და იმყოფება გეოდეზიისა და კარტოგაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში.

5. თავდაცვის სფეროში არსებული გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი იმყოფება თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში.

6. საუწყებო (დარგობრივი) გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები შეიცავენ მხოლოდ სპეციალური (დარგობრივი) მნიშვნელობის მასალებსა და მონაცემებს და იმყოფებიან შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების გამგებლობაში.

7. �სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შესახებ� დებულებას და გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში მოსათავსებელი მასალებისა და მონაცემების ჩამონათვალს შეიმუშავებს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

8. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალები და მონაცემები ინახება �ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად.

9. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალებისა და მონაცემების გამოყენებისას ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან საფასურს, რომელიც შეიცავს მითითებული მასალებისა და მონაცემების შერჩევის, ასლების დამზადების, მომსახურებისა და მათი დანიშნულებისამებრ გადაგზავნის დანახარჯებს, რომლის ოდენობაც განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალებითა და მონაცემებით სარგებლობა ხორციელდება �სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად.

11. გეოდეზიური და კარტოგრაფიული (გარდა თემატიკური სამეცნიერო-კვლევითი) სამუშაოების შემსრულებელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდს, საავტორო უფლების შენარჩუნებით, უსასყიდლოდ გადასცენ მათ მიერ შექმნილი, სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შესახებ დებულებით განსაზღვრული კარტოგრაფიული მასალებისა და გეოდეზიური მონაცემების ასლების თითო ეგზემპლარი.

12. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ გეოდეზიური და კარტოგრაფიული მასალებისა და მონაცემების სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში გადაცემაზე, ამ მასალებისა და მონაცემების შენახვასა და მათ გამოყენებაზე სახელმწიფო გეოდეზიურ ზედამხედველობას ახორციელებს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი.

13. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალებითა და მონაცემებით მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ მასალებისა და მონაცემების დაცვა და მათი დადგენილ დროში დაბრუნება.

14. სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შექმნისა და წარმართვის სამუშაოები ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან.

15. ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფის მიზნით გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი ქმნის კარტოგრაფიული პროდუქციისა და გეოდეზიური მონაცემების სარეალიზაციო ფონდს.

16. კარტოგრაფიული პროდუქციისა და გეოდეზიური მონაცემების სარეალიზაციო ფონდში არსებული კარტოგრაფიული პროდუქციის ღირებულება განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

17. სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული მასალებისა და მონაცემების გამოყენებისა და სარეალიზაციო ფონდში არსებული კარტოგრაფიული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული სახსრები გამოიყენება სახელმწიფო და სარეალიზაციო ფონდების ფორმირების, წარმართვისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისათვის.

��� მუხლი 10. საავტორო უფლება კარტოგრაფიულ მასალებზე

საავტორო უფლების საკითხები კარტოგრაფიულ პროდუქციაზე, ტოპოგრაფიული, აერო- და კოსმოსური გადაღების მასალების ჩათვლით წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.

��� მუხლი 11. სახელმწიფო საკუთრება გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ პროდუქციაზე

ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე შესრულებული გეოდეზიური და კარტოგრაფიული პროდუქცია, მათ შორის გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად მიღებული გეოდეზიური, კარტოგრაფიული, ტოპოგრაფიული, აერო- და კოსმოსური გადაღებისა და გრავიმეტრიული მასალები, სახელმწიფო საკუთრებაა.

��� მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისი კანონი №2009 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ. 85

��� მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისი კანონი №2009 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.85

��� მუხლი 14. გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობაზე სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის განხორციელება

1. გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობაზე (გარდა თემატიკური სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა) სახელმწიფო გეოდეზიურ ზედამხედველობას ახორციელებს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი.

2. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელებაზე სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფო დანიშნულების ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ სამუშაოებზე შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა;

ბ) საქართველოში ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის ლიცენზირება;

გ) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განმახორციელებელ ყველა სუბიექტზე გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საქმიანობის სფეროში არსებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობა;

დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს ტერიტორიის კარტოგრაფიულ მასალებზე სწორად ასახვის ზედამხედველობა;

ე) გეოდეზიური პუნქტების აღრიცხვა;

ვ) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელების დროს მეტროლოგიური უზრუნველყოფის შემოწმება;

ზ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის საზღვრების, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებებისა და ადგილზე წარმოქმნილი ცვლილებების მორიგე საცნობარო რუკებზე ასახვა;

თ) გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების რეგისტრაცია, რომლის წესი განისაზღვრება �სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის შესახებ� დებულებით.

3. სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის განხორციელების დროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტს უფლება აქვს:

ა) შეაჩეროს ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა, რომლებიც ულიცენზიოდ ან მასში მითითებული პირობების დარღვევით ახორციელებენ ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს;

ბ) მოითხოვოს გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების ორგანიზაციისა და შესრულების, აგრეთვე მითითებული სამუშაოებისა და აეროკოსმოსური გადაღების განხორციელების შედეგად მიღებული გეოდეზიურ-კარტოგრაფიული მასალებისა და მონაცემების თავმოყრის, აღრიცხვის, შენახვის, გამოყენებისა და რეალიზაციის პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა;

გ) ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებებიდან, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებიდან საკუთრების ფორმის მიუხედავად.

4. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი ვალდებულია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სუბიექტებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, მისცეს შესაბამისი ინფორმაცია იმ ადგილმდებარეობის გეოდეზიური და კარტოგრაფიული შესწავლის შესახებ, სადაც დაგეგმილია სამუშაოები.

5. �სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის შესახებ� დებულებას გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

6. საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის განხორციელების წესი განისაზღვრება ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.

��� მუხლი 15. საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით წარმოებული გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა

1. საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობას ახორციელებენ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი და თავდაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2. თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობისას თავდაცვის სამინისტროსა და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის ურთიერთმოქმედება განისაზღვრება �საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს სამხედრო ძალების მთავარი შტაბის სამხედრო-ტოპოგრაფიულ სამსახურს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ� დებულებით, რომელსაც ამტკიცებენ ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელები.

��� მუხლი 16. ადგილმდებარეობის ობიექტების შესახებ ინფორმაციის გადაცემა

1. ფიზიკური და იურიდიული პირები, მათ შორის უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ადგილმდებარეობის ობიექტების შესახებ ფლობენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც უნდა აისახოს გეოგრაფიულ, ტოპოგრაფიულ და სხვა რუკებსა და გეგმებზე, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნით გადასცემენ მას ამ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ასლებს.

2. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი ანაზღაურებს მითითებული საბუთების ასლების დამზადებისა და დანიშნულებისამებრ გაგზავნის ხარჯებს.

��� მუხლი 17. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვა

1. ასტრონომიულ-გეოდეზიური, გეოდეზიური, სანიველირო და გრავიმეტრიული პუნქტები, ასეთი პუნქტების მიწისზედა ნიშნები და მიწისქვეშა ცენტრები, მათ შორის განლაგებული მნათობ შუქურებზე, სანავიგაციო ნიშნებზე და სხვა საინჟინრო კონსტრუქციებზე, რომლებიც აგებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მათ სახელმწიფო იცავს.

2. გეოდეზიური პუნქტების გარე ნიშნების მოხსნა ან ცენტრების სხვა ადგილზე გადატანა ხდება მხოლოდ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვით.

3. მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, მფლობელები და მოსარგებლენი, რომელთა ნაკვეთებზედაც მდებარეობენ გეოდეზიური პუნქტები, ვალდებულნი არიან აცნობონ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტს ან მის ტერიტორიულ ორგანოს გეოდეზიური პუნქტების ყოველგვარი დაზიანების ან მათი მოსპობის შესახებ, აგრეთვე მისცენ გეოდეზიურ პუნქტებთან ტრანსპორტით ან ფეხით მისვლის საშუალება გეოდეზიური სამუშაოების წარმოების დროს.

4. გეოდეზიური პუნქტების განლაგების მიზნით მიწის ნაკვეთების გამოყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. გეოდეზიური პუნქტების დაცვის ზონაა ამ პუნქტების ცენტრიდან სამი მეტრი რადიუსის მქონე მიწის ნაკვეთები.

6. გეოდეზიური პუნქტების დაცვის ზონაში აკრძალულია ისეთი სამუშაოების წარმოება, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებს პუნქტების შენარჩუნებაზე.

7. გეოდეზიური პუნქტების დაცვა ხორციელდება �სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად.

��� მუხლი 18. პასუხისმგებლობა გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

კანონმდებლობის დარღვევა გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

��� მუხლი 19. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის დროს ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონებისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება კანონით დადგენილი წესით.

თავი III

საერთაშორისო ურთიერთობა გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში

��� მუხლი 20. გეოდეზიურ-კარტოგრაფიული სამუშაოების განხორციელება უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ

უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, კონტრაქტის საფუძველზე, ეძლევათ გეოდეზიურ-კარტოგრაფიული სამუშაოების შესრულების უფლება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

თავი IV

გარდამავალი დებულებანი

��� მუხლი 21. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება �გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობაზე სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის შესახებ;�

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება �საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ;�

გ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება �სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შესახებ;�

დ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება �სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის შესახებ;�

ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება �საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოს სამხედრო ძალების მთავარი შტაბის სამხედრო-ტოპოგრაფიულ სამსახურს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე.

თავი V

დასკვნითი დებულება

��� მუხლი 22. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 28 აპრილი.

№1345-IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2009 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.85

17. 13/06/2023 - საქართველოს კანონი - 3117-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 16. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2559-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 15. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6985-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 14. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3594-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 13. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3570-Iს - ვებგვერდი, 20/11/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3226-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 11. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3923-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 10. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1278-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 07/12/2010 - საქართველოს კანონი - 3886-IIს - სსმ, 72, 22/12/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1925 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 200 - სსმ, 17, 28/07/2008 6. 27/04/2007 - საქართველოს კანონი - 4685 - სსმ, 4685, 07/05/2007 5. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3160 - სსმ, 19, 01/06/2006 4. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 873 - სსმ, 6, 19/01/2005 3. 05/12/2003 - საქართველოს კანონი - 3154 - სსმ, 32, 22/12/2003 2. 08/05/2003 - საქართველოს კანონი - 2257 - სსმ, 13, 02/06/2003 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2009 - სსმ, 20(27), 09/06/1999