„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმინობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმინობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 22/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 300.250.000.05.001.001.416
  • Word
3154
05/12/2003
სსმ, 32, 22/12/2003
300.250.000.05.001.001.416
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმინობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

              მუხლი 1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ.9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აეროგადაღებითი და კოსმოსურ გადაღებითი სამუშაოები;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგში გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და მართვა;“;

დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ზოგადგეოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, სასწავლო, საცნობარო და სხვა დარგთაშორისი დანიშნულების თემატიკური რუკებისა და ატლასების დაგეგმვა, შედგენა და გამოცემა;“;

ე) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს ეროვნული მეურნეობის დარგების, ქვეყნის თავდაცვის, მეცნიერების და განათლების სისტემის გეოდეზიური მონაცემებითა და კარტოგრაფიული პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით შესასრულებელი ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები;“;

ვ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საერთო საზღვაო-სანაოსნო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზღვებსა და ოკეანეებში შესასრულებელი გეოდეზიური სამუშაოები;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების დაკვეთით სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შესრულება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის მეტროლოგიური უზრუნველყოფა

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

4. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოების შემსყიდველი ორგანიზაციები იმ სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც ფინანსდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან, ვალდებულნი არიან აღნიშნული სამუშაოების შესყიდვებზე ტენდერის გამოცხადებამდე საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიიღონ წერილობითი ინფორმაცია სამუშაო ობიექტის გეოდეზიური შესწავლილობის შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამუშაოების დუბლირება და სახელმწიფო სახსრების უყაირათოდ ხარჯვა.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი (შემდგომში – საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალები და მონაცემები) იქმნება გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული გეოდეზიური, კარტოგრაფიული, ტოპოგრაფიული, გრავიმეტრიული, აეროგადაღების და კოსმოსური გადაღების მასალებისა და მონაცემებისაგან, მათ შორის, ციფრული ფორმით, და ინახება საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტში.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. „საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შესახებ“ დებულებას შეიმუშავებს „საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.“;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოების შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდს გადასცენ აღნიშნული სამუშაოების შესრულების შედეგად მიღებული მრავალჯერადი გამოყენების პროდუქცია, კერძოდ: აეროფირები (დედანი), გეოდეზიური მონაცემების, კარტოგრაფიული მასალებისა და სხვა დოკუმენტების ასლების (დისკეტების) თითო ეგზემპლარი. ამასთან, ამ პროდუქციის შემქმნელებს, თუ მათზე ვრცელდება საავტორო უფლება, ეს უფლება შენარჩუნებული ექნებათ.“;

დ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში გადასაცემი გეოდეზიური მონაცემების, კარტოგრაფიული მასალებისა და სხვა დოკუმენტების ასლების დამზადებისა და დანიშნულებისამებრ გაგზავნის ხარჯებს გაიღებს საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი.“;

ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გეოდეზიური და კარტოგრაფიული მასალებისა და მონაცემების გადაცემაზე, შენახვასა და გამოყენებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი.“;

ვ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სახელმწიფო სახსრებით და სსრ კავშირის დროს შექმნილი გეოდეზიური მონაცემების, აეროფოტოგადაღების მასალებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის კოპირება (ციფრირება) და გამრავლება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათი რეალიზაციის ან მესამე პირზე გადაცემის მიზნით აკრძალულია აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოს თანხმობის გარეშე, რომლის გამგებლობაშიც იმყოფება ეს მონაცემები და მასალები.“;

ზ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული მასალებისა და მონაცემების სარგებლობისა და სარეალიზაციო ფონდში არსებული კარტოგრაფიული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული სახსრები გამოიყენება საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისათვის, აგრეთვე სამეურნეო საქმიანობისა და თანამშრომელთა წახალისებისათვის.“.

6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. საავტორო უფლება კარტოგრაფიულ პროდუქციაზე

საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში არსებული, აგრეთვე სსრ კავშირის დროს საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი გეოდეზიური მონაცემების, კარტოგრაფიული პროდუქციის აეროგადაღებისა და კოსმოსური გადაღების მასალებისა და მონაცემების გამოყენების განსაკუთრებული უფლების მფლობელია სახელმწიფო, ხოლო ამ უფლების მართვას ახორციელებს საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი.“.

7. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოში ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ, კარტოგრაფიულ და აეროგადაღებით საქმიანობაზე (გარდა თემატიკური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა) ნებართვები გაიცემა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“;

ა.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სახელმწიფო გეოდეზიური ქსელის პუნქტების აღრიცხვა;“;

ა.დ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ე) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის საზღვრების, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებებისა და ადგილზე წარმოქმნილი ცვლილებების მორიგე საცნობარო რუკებზე ასახვის კონტროლი;“;

ა.ვ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) განახორციელოს კონტროლი ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი საქმიანობის ნებართვის პირობების შესრულებაზე.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოსთხოვოს სახელმწიფო სახსრებით განხორციელებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოების შემსყიდველ ორგანიზაციებს ამ სამუშაოების შესრულების შედეგად მიღებული მასალებისა და მონაცემების თავმოყრის, აღრიცხვის, შენახვის, გამოყენებისა და რეალიზაციის პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა;“.

8. 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოს სამხედრო ძალების მთავარი შტაბის სამხედრო ტოპოგრაფიულ სამსახურს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე

თბილისი,

2003 წლის 5 დეკემბერი.

№3154_Iს