„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 02/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 300.250.000.05.001.001.273
  • Word
2257
08/05/2003
სსმ, 13, 02/06/2003
300.250.000.05.001.001.273
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კანონი

„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ.9) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12, მე-13 და 131 მუხლები:

     „მუხლი 12. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობა

1. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აერო-გადაღებითი საქმიანობა, გარდა თემატიკური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, საჭიროებს ნებართვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროების და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ უწყებების მიერ იქმნება არათავდაცვითი დანიშნულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული პროდუქცია.    

    მუხლი 13. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი საქმიანობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო პირობები

1. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი საქმიანობის ნებართვის მისაღებად პირი ვალდებულია, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის სახელზე წარადგინოს წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს:

     ა) ფიზიკური პირისათვის – დაბადების ადგილსა და თარიღს, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართებს; ინდივიდუალური მეწარმისათვის – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს;

ბ) იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის) – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს;

გ) მითითებას, თუ რომელი ნებართვის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი.

2. განცხადებას უნდა ერთვოდეს შესაბამისი სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

3. აეროგადაღებითი სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე განცხადების წარდგენისას ნებართვის მაძიებელმა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტს წერილობით უნდა აცნობოს თავის მიერ განსახორციელებელი აეროგადაღების დანიშნულება და ვადები, ტექნიკური პირობებით გათვალისწინებული პარამეტრები და გადასაღები ტერიტორიის საზღვრები.

4. იმ სამუშაოების შესრულებაზე ნებართვის მისაღებად, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემებისა და მასალების გამოყენებასთან, ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს უშიშროების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დაშვება.

5. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი აეროგადაღებითი საქმიანობის ნებართვის გაცემამდე აეროგადაღების ვადებს, ტექნიკურ პირობებსა და გადასაღები ტერიტორიის საზღვრებს ათანხმებს საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროებს და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან. შესაბამისი სახელმწიფო საუწყებათაშორისო შეთანხმების ფორმა და წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტს წერილობით აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

7. სანებართვო მოწმობას აქვს შემდეგი ფორმა:

გერბის ადგილი

საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის

სახელმწიფო დეპარტამენტი

გკ №____                                   __ _____ 20.. წ. ქ. თბილისი

(სერია და ნომერი)

სანებართვო მოწმობა

ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი

საქმიანობის განხორციელებაზე

ეძლევა ____________________________________________________________________

                                           (ÌÄßÀÒÌÄ ÓÖÁÉÄØÔÉÓ ÓÒÖËÉ ÓÀáÄËßÏÃÄÁÀ)

_____________________________________________________________________________

                                           (ÉÖÒÉÃÉÖËÉ ÌÉÓÀÌÀÒÈÉ ÃÀ ÓÀÉÃÄÍÔÉ×ÉÊÀÝÉÏ ÊÏÃÉ)

 

მასზედ, რომ მას უფლება აქვს, განახორციელოს _________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

_________________________________________________________________ საქმიანობა

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

ყოველი მომდევნო წლის 15 თებერვლამდე წარმოდგენილი უნდა იქნეს წლიური ანგარიში ობიექტების, სახეობებისა და მოცულობების ჩვენებით.

ნებართვა ძალაშია ________________________ 20.. წლამდე.

დეპარტამენტის თავმჯდომარე _____________________ .

          

ბ.ა.

    მუხლი 131. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

1. აეროგადაღებითი საქმიანობის ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, შესაბამისი ვადით.

2. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით.

3. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა განახორციელოს ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან.

4. ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.“.

2. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. 2003 წლის 1 დეკემბრამდე მიღებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ტერიტორიის აეროგადაღებითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი სახელმწიფო საუწყებათაშორისო შეთანხმების წესის შესახებ.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 8 მაისი.

№2257_IIს