„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3923-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 300250000.05.001.017857
3923-რს
08/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
300250000.05.001.017857
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 9) მე-9 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებებს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული მასალების ასლები საავტორო უფლების დაცვით გადაეცემათ თავიანთი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამასთანავე, ამ ასლების დამზადების ხარჯებს გაიღებს შესაბამისი სახელმწიფო უწყება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3923-რს