"გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3886-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 22/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 300250000.05.001.016086
  • Word
3886-IIს
07/12/2010
სსმ, 72, 22/12/2010
300250000.05.001.016086
"გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998,    გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კარტოგრაფია – სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის ურთიერთობათა სფერო, რომელიც წარმოიქმნება კარტოგრაფიული პროდუქციის შესწავლის, შექმნისა და გამოყენების პროცესში და რომლის მთავარი ნაწილია კარტოგრაფიული გამოსახულება;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი – გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად შექმნილი მასალებისა და მონაცემების ერთობლიობა, გეოდეზიური პუნქტების კოორდინატები და სიმაღლეები, რომლებიც განკუთვნილია ხანგრძლივი შენახვისათვის შემდგომი გამოყენების მიზნით;“;

გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) გასხვისებას დაქვემდებარებული მასალები – საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული გეოდეზიური მასალები და კარტოგრაფიული მონაცემები, რომლებიც არ შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას და ექვემდებარება გასხვისებას, კერძოდ: სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიული, ზოგადგეოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, სასწავლო, საცნობარო და სხვა დარგთაშორისი დანიშნულების თემატიკური რუკები, აგრეთვე აეროკოსმოსური გადაღების მასალები და ორთოფოტოგეგმები, გეოდეზიური პუნქტების კოორდინატები და სანიველირო ნიშნების სიმაღლე;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა შესრულების აუცილებლობაც განისაზღვრება შესაბამისი ორგანოების მოთხოვნილებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს ეროვნული მეურნეობის დარგების, ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების სფეროს, მეცნიერებისა და განათლების სისტემის, ფიზიკური და იურიდიული პირების გეოდეზიური მონაცემებითა და კარტოგრაფიული პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით შესასრულებელი ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები;“;

გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საერთო საზღვაო-სანაოსნო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესასრულებელი გეოდეზიური სამუშაოები;“.

3. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში

1. საქართველოს კონსტიტუციით გეოდეზია და კარტოგრაფია განეკუთვნება მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას.

2. საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის კოორდინირება ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის გატარების მიზნით;

გ) საქართველოში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების კოორდინირება;

დ) კოორდინატებისა და სიმაღლეების, გრავიმეტრიული გაზომვების, აგრეთვე სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების, მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემის დადგენა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეოდეზიური და   კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში თავის საქმიანობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.

4. საქართველოს სხვა სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციებისა და  დაწესებულებების კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

5. მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალები და მონაცემები იქმნება გეოდეზიური, კარტოგრაფიული, ტოპოგრაფიული, გრავიმეტრიული, აეროგადაღებისა და კოსმოსური გადაღების საქმიანობის განხორციელების შედეგად და ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები შეიცავს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საერთო-სახელმწიფოებრივი, დარგთაშორისი მნიშვნელობის მასალებსა და მონაცემებს, რომელთაც განკარგავს საქართველოს იუსტიციის  სამინისტრო.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. „გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ ინსტრუქციას ერთობლივი ნორმატიული აქტით ამტკიცებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, კარტოგრაფიული და  აეროგადაღებითი სამუშაოების „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან საქართველოს იუსტიციის სამინიტროს უსასყიდლოდ გადასცენ აღნიშნული სამუშაოების შესრულების შედეგად მიღებული მრავალჯერადი გამოყენების პროდუქცია, კერძოდ: აეროფირები (დედანი), გეოდეზიური მონაცემების, კარტოგრაფიული მასალებისა და ორთოფოტოგეგმების ასლების (მყარ საფუძველზე ან/და ციფრული სახით) თითო ეგზემპლარი. ამასთანავე, თუ ამ პროდუქციის შემქმნელებზე ვრცელდება საავტორო უფლება, იგი მათ შეუნარჩუნდებათ.“;

ე) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-10 და 101 მუხლები ამოღებულ იქნეს.

8. მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი სამინისტროები.

2. თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ურთიერთმოქმედება განისაზღვრება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებენ ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელები.“.

9. მე-17 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, მფლობელები და მოსარგებლენი, რომელთა ნაკვეთებზედაც მდებარეობს გეოდეზიური პუნქტები, ვალდებული არიან გეოდეზიური სამუშაოების მწარმოებელს მისცენ გეოდეზიურ პუნქტებთან ტრანსპორტით ან ფეხით მისვლის საშუალება.“.

10. 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

11. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 22 ივნისის №23–№404 ერთობლივი ბრძანება;

ბ) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 27 ივნისი – 1 ივლისის №500–№360 ერთობლივი ბრძანება.

2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოცემულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება;

ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 7 დეკემბერი.

№3886-IIს