დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ხულოს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 32 |
დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.136.016191 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2015 - 28/01/2016)
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 91-ე მუხლის თანახმად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №32 დადგენილება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი
|
თავი I
ხულოს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 10 413 200 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 827 000 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9 238 193 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 348 007 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6 203 700 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4 209 500 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 209 500 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 10 413 200 ლარით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0 ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 60 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა – მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის გამართვა-კეთილმოწყობის, გარე განათების, გამწვანების, სანიტარული დასუფთავების, ასევე განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.1 კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 04) კურორტი ბეშუმი თავისი ტერიტორიული მდებარეობით და კლიმატით ერთ-ერთი საუკეთესო და მიმზიდველია დამსვენებელთათვის, სადაც წლის განმავლობაში სტუმრობს შვიდი ათას დამსვენებელზე მეტი, მაგრამ ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით საგზაო ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად მოშლილია იგი უარყოფითად მოქმედებს დამსვენებელთა გემოვნებასა და ინტერესზე კურორტის მიმართ, რის გამოც შეიმჩნევა დამსვენებელთა კლების ტენდენცია. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილია კურორტ ბეშუმის შიდა გზების აღდგენა და მოასფალტება, რაც მოგვცემს დამსვენებელთა მარტივი და კომფორტული გადაადგილების საშუალებას, ასევე გაიზრდება დამსვენებელთა ნაკადი და მათი კმაყოფილების დონე. 2.2 ა(ა)იპ „ხულო-თაგო”-ს ბაგირგზა (პროგრამული კოდი 03 02) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა თავისი რთული რელიეფური მდებარეობით, მათ შორის განსაკუთრებულად დიდ სირთულეს წარმოადგენს სოფელ თაგოს მოსახლეობისათვის დაბა ხულოსთან დამაკავშირებელი გზით სარგებლობა, რამაც შექმნა „ხულო-თაგო”-სატვირთო-სამგზავრო ბაგირგზის არსებობის აუცილებლობა. აღნიშნული ტრანსპორტით სარგებლობს, როგორც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ასევე დიდ მოწონებას და ინტერესს იწვევს ტურისტულ ჯგუფებშიც. ბაგირგიზის ექსპლოატაციას და ობიექტის გამართულ მუშაობას უზრუნველყობს ა(ა)იპ „ხულო-თაგოს“ ბაგირგზა. ბაგირგზის მცირე შემოსავლების გამო (20 თეთრი) მის ფუნქციონირებას ფინანსურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. 2.3 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, წყლის სისტემების მოვლის ღონისძიებები, საპროექტო-საკადასტრო სამუშაოები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები და ქუჩების მოვლის ღონისძიებები. 2.3.1 გარე განათების მოვლა-ექპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს „გარე განათების მოვლა-ექპლოატაციის“ პროგრამით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელების სრულყოფას, ენერგიის დაზოგვისაკენ მიმართული ღონისძიებების დანერგვა, განათების თანამედროვე წყაროების, ახალი მასალების გამოყენება, ღამით უსაფრთხოებისათვის ხელის შეწყობა. გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 77 დასახლებულ პუნქტში 3928-მდე წერტილის მომსახურება. 2.3.2 სანიტარიული დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 03 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო და ეკოლოგიურად სუფთა სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის დაბის და თემის ცენტრებში ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება, ასევე მწვანე საფარის დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. ზამთრის პერიოდში განხორციელდება ტერიტორიის დასუფთავება ჭარბი თოვლისა და ყინულისაგან. 2.3.3 უპატრონო და მაწანწალა ცხოველების გაუვნებლობის პროგრამა (პროგრამულიკოდი 03 03 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო და მაწანწალა ცხოველების რაოდენობა ბოლო წლებში მატულობს, რაც საშიში დაავადებების გავრცელების საფრთხეს ქმნის. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების იზოლირება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.3.4 ა(ა)იპ – ხულოს წყალკანალი (პროგრამული კოდი 03 03 05) ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“ ახორციელებს დაბა ხულოსა და მუნიციპალიტეტში არსებული 26 წყალსადენის მოვლასა და წყლის შეუფერხებლად მიწოდებას. დღეის მდგომარეობით ყველა წყალსადენი 24-საათიანი რეჟიმით უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას. 2016 წლიდან ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“ ასევე უზრუნველყობს დაბის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხების მოვლა-შენახვა და დაბისა და თემის ცენტრებში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების დასუფთავებას. 2.3.5 წყალსადენების რეაბილიტაცია-რემონტი, სახანძრო ავზების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 06) - კურორტი ბეშუმი გამოირჩევა თავის ტერიტორიაზე არსებული სუფთა და ანკარა წყაროს წყლების არსებობით, რომელსაც სჭირდება სრულყოფილი ათვისება და რაციონალური ხარჯვა. დღეს არსებული სასმელი წყლის სისტემა კი თითქმის მოშლილია და საჭიროებს აღდგენას. ქვეპროგრამა ითვალისწინებს კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას და დამსვენებლებზე სუფთა და ხარისხიანი წყლის მიწოდებას. ყოველივე ეს დადებითად იმოქმედებს კურორტის მიმართ დამსვენებელთა ინტერესზე, გაიზრდება მათი კმაყოფილების დონე. - ვერნების წყალსადენის რეაბილიტაცია – სოფლის მოსახლეობას დღემდე არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით სასმელი წყალი. აღნიშნული ღონისძიების განხორციელებით შესაძლებელი იქნება სოფლის მოსახლეობის 70 კომლის უზრუნველყოფა 24-საათიანი სასმელი წყლის მიწოდება. - მუნიციპალიტეტის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში დაგეგმილია სახანძრო ავზების მოწყობა, რაც სწრაფი მანევრის საშუალებას მოგვცემს და შესაძლებელს გახდის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებას, მათი შედეგების ლიკვიდაციას, მოსახლეობისა და გარემოს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მშენებლობა გათვალისწინებულია 5 სოფელში, დიოკნისში, ბეღლეთში, ქვედა ვაშლოვანში, თაგოსა და აგარაში. - საციხურის წყლის სისტემის რეაბილიტაცია და გამანაწილებელი კაპტაჟის მოწყობა – არსებული წყლის სისტემა თითქმის მოშლილია და საჭიროებს რეაბილიტაციას. შედეგად მივიღებთ სასმელი წყლის გამართულ ქსელს, რითაც შესაძლებელი იქნება წყლის რესურსის მაქსიმალური ათვისება და სოფლის მოსახლეობის უზრუნველყოფა სასმელი წყლით. 2.3.6 საპროექტო-საკადასტრო აზომვები და საექსპერტო მომსახურების სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დასარეგისტრირებელი შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოები, მიმდინარე და შემდგომი წლის პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, ასევე საპროექტო დოკუმენტაციის საექსპერტო მომსახურება. 2.3.7 სანიაღვრე არხების და კანალიზაციის რეაბილიტაციის და მოვლა-შენახვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 08) - ქვეპროგრამა ითვალისწინებს კურორტ ბეშუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას. - კურორტ ბეშუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია – ითვალისწინებს კურორტ ბეშუმის წყლისა და კანალიზაციის როგორც არსებული სისტემების რეაბილიტაციას, ასევე ახალი შტოების მოწყობას, რომელიც უზრუნველყოფს კურორტზე არსებული კოტეჯებისა და საზოგადოებრივი ობიექტების სრულ მომსახურებას. კურორტ ბეშუმში დღემდე არსებული წყლმომარაგებისა და კანალიზაციის საკომუნიკაციო ქსელი და მასთან დაკავშირებული ნაგებობები ამორტიზებულია, ხოლო ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში საერთოდ არ არსებობს. აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს კურორტის დამსვენებელთა სრულფასოვან მომსახურებას, შესაბამისად აუცილებელია მათი რეაბილიტაცია ან ახლის მოწყობა, რითაც შესაძლებელი იქნება კურორტის შემდგომი განვითარება. 2.3.8 ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები, ასევე ზამთრის პერიოდში დაბის ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა. 2.4 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ფერდსამაგრი სამუშაოების და დაბის ქუჩების მოასფალტების სამუშაოების განხორციელება, ასევე სკვერების და ქუჩების გამწვანების სამუშაოები, ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა კურორტ ბეშუმში. 2.4.1 მუნიციპალური სკვერების, ქუჩებისა და ფასადების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 04 01) - ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ფერდსამაგრი სამუშაოები. იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტში ხშირია ეროზიული პროცესები, აუცილებელი გახდა ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რაც ცოტათი მაინც შეაჩერებს აღნიშნული პროცესების განვითარებას და გაიზრდება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის შესაძლებლობა. - დაგეგმილია დაბის ქუჩების მოასფალტება. დაბა ხულოს ტერიტორიაზე არსებული ქუჩები თითქმის მთლიანად რებილიტირებული და მოასფალტებულია, დარჩენილია მხოლოდ ნაწილი ქუჩების მოკლე მონაკვეთები, რომლების საჭიროებენ რეაბილიტაცია-მოასფალტებას, რის შემდეგაც დაბა ხულოს ქუჩები მთლიანად იქნება კეთილმოწყობილი ასფალტის საფარით. 2.4.2 დაბა ხულოსა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული პარკების, სკვერების და მოედნების გამწვანება მოვლა-შენახვა, შადრევნების მოვლა-შენახვა, ერთწლიანი სეზონური ყვავილების შეძენა-მოვლა, ხეებისა და ბუჩქების გასხვლა-გაფორმება, სხვადასხვა სახის დეკორატიული მცენარეების შეძენა და განაშენიანება. 2.4.3 მუნიციპალური შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04 03) - ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა კურორტ ბეშუმში – კურორტ ბეშუმში არ არის არცერთი სახის ადმინისტრაციული შენობა, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც ზაფხულის ისე ზამთრის პერიოდში ა(ა)იპ კურორტი ბეშუმის თანამშრომლებისათვის სამუშაო ოფისით უზრუნველყოფა, რადგან მათზე სრულყოფილი სამუშაო გარემოს შექმნა ხელს შეუწყობს და დადებითად აისახება კურორტის სრულყოფილ მუშაობასა და დამსვენებელთა კმაყოფილების დონეზე. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი მშენებლობა-რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1 ა(ა)იპ ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს 14 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით სკოლამდელ განათლებას მიიღებს 555 ბავშვი. მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, უზრუნველყოფს სხვადასხვა ინვენტარით და ტექნიკით, რათა ბავშვებს მიეცეთ ნორმალური და სრულყოფილი განვითარების საშუალება. 3.2 საბავშვო ბაღების მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების მშენებლობას და რემონტს. 2016 წლისათვის დაგეგმილია საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ მეკეიძეებში ორ ჯგუფზე (45-50 ბავშვი), სოფელ კორტოხში საბავშვო ბაღის მშენებლობა ორ ჯგუფზე (45–50 ბავშვი), სოფელ თხილვანაში საბავშვო ბაღის მშენებლობა ორ ჯგუფზე (45-50 ბავშვი) და სოფელ ფაჩხაში ერთ ჯგუფზე (25-30 ბავშვი) და დანისპარაულის ადმინისტრაციული შენობის ბაგა-ბაღად გადაკეთების სამუშაოები ერთ ჯგუფზე (25-30 ბავშვი), რაც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის ბავშვთა განვითარებას, საერთო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, ასევე ხელი შეეწყობა მოსახლეობის დასაქმებას და გაუმჯობესდება სოფლის მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას, წახალისებას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ხულოს მუნიციპალიტეტი გამორჩეულია სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებითა და შედეგებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობის მიერ მიღწეული არა ერთი გამარჯვება სპორტის სხვადასხვა სფეროში. მიუხედავად ამისა ამ კუთხით აუცილებელია კიდევ უფრო ფართო ღონისძიებების გატარება, რაც გათვალისწინებულია სპორტული ღონისძიებების პროგრამაში, ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის და ა(ა)იპ – ხულოს საფეხბურთო კლუბი „ხიხანის" საქმიანობაში და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. 4.1.1 ა(ა)იპ – ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამულიკოდი 05 01 01) სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, სპორტული მუშაობის გაუმჯობესებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის შემდგომი განვითარებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა, რომლის ფინანსურად უზრუნველყოფას ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტი. სკოლაში სწავლობს 470 ბავშვი, ფუნქცინირებს ჭიდაობის, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, რაგბის, სათხილამურო სპორტის, ჭადრაკის ჯგუფები. მეცადინეობები ტარდება სკოლის შემდგომ პერიოდში. 4.1.2 ა(ა)იპ – ხულოს საფეხბურთო კლუბი „ხიხანი“ (პროგრამულიკოდი 05 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ – ხულოს საფეხბურთო კლუბი „ხიხანის" ფინანსურ მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა სპორტის სხვადასხვა სახეობებში წარმატებული სპორტსმენების სიმრავლით საფეხბურთო სპორტი ნაკლებად არის განვითარებული, მაგრამ დღეს არსებული საწვრთნელი ბაზა (კეთილმოეწყო ცენტრალური სტადიონი) და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა საშუალებას მოგვცემს შემდგომი წარმატებების მოპოვებისა სპორტის ამ სახეობაში. 4.1.3 სპორტულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული და მასობრივი გამაჯანსაღებელი მუშაობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების შემდგომ განვითარებას და პოპულარიზაციას. მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობენ საქართველოს მაშტაბით დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში, ტურნირებში. ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს განსაკუთრებული წარმეტებები აქვთ ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში, (არიან ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიადის პრიზიორები), ვითარდება სათხილამურო სპორტი და ძალოსნობის სხვადასხვა სახეობები. წარმატებული სპორტსმენების წახალისება ხდება საჩუქრებით, ჯილდოებით და წლის ბოლოს გამორჩეული სპორტსმენები საჩუქრდებიან ფულადი ფორმით. 4.1.4 სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ექვსი არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციას - სოფელ ბეღლეთის მინი სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის დაგება, ქედლების სკოლის მოედანზე ხელოვნური საფარის დაგება, პაქსაძეების სკოლის მოედნის კეთილმოწყობა და ხელოვნური საფარის დაგება, გელაძეების მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, უჩხოს მინი სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის მოწყობა და ხიხაძირის მინი სპორტული მოედნის რაც უზრუნველყობს მოსწავლე ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორ გამოყენებას და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის აღზრდას, წარმოჩენას და გამოვლინებას ხელს უწყობს მუნიციპალიტეტი. ამ კუთხით დაბაში მოქმედებს სახელოვნებო სკოლა, სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, კულტურის ცენტრი, ხორციელდება სხვადასხვა კულტურული პროგრამები თუ ღონისძიებები, კონფერენციები და ღირშესანიშნავი დღეებისადმი მიძღვნილი საღამოები. 4.2.1 ა(ა)იპ – ხულოს სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01) დაბა ხულოში ფუნქციონირებს სახელოვნებო სკოლა, რომელიც ემსახურება ბავშვების სწავლა-განათლებას და აღზრდას სახვით ხელოვნებასა და მუსიკაში, რითაც ბავშვებს ეძლევათ საშუალება გამოავლინონ თავისი შესაძლებლობები და ნიჭი აღნიშნული დარგის მიმართ. სკოლაში სწავლობს 85 ბავშვი. 4.2.2 ა(ა)იპ – ხულოს კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) კულტურული ტრადიციების დაცვის და გაგრძელების მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, რომლის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. კულტურის ცენტრი ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, ქმნის შესაბამის პირობებს, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობის გამოვლინება. კულტურის ცენტრში ფუნქცინირებს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული წრეები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი. თემებში არსებული კლუბები ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამახასიათებელი ქორეოგრაფიული თუ სხვა ტრადიციების შენარჩუნებას და წარმოჩენას (ბერმუხა, ქალთა ფოლკლორული ჯგუფები, ანსამბლი „არგინეთი“ და სხვა). 4.2.3 სსიპ – ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 03) ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა მისი საკუთარი შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, შესაბამისად საჭიროა მისი ფინანსური მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, რათა კვლავინდებურად გააგრძელოს თავისი ტრადიციები. თეატრი ახორციელებს წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპექტაკლების წარმოდგენას, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების გაჯანსაღებას. 4.2.4 კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ღირსშესანიშნავი დღეების აღნიშვნას, ნიჭიერი ახალგაზრდობის გამოვლენას, წარმატებული ახალგაზრების წახალისებას საჩუქრებით და საინტერესო პროექტების ხელშეწყობას. მუნიციპალიტეტისათვის ტრადიციული ღონისძიებების, მათ შორის, შუამთობის, ტბელობის, დიდაჭარობის ორგანიზება-ჩატარებას, რომლის დროსაც იმართება კონცერტები, სპორტული და სხვა შეჯიბრებები. ტარდება სტუდენტებთან და წარჩინებულ მოსწავლეებთან, დამსახურებულ პედაგოგებთან შეხვედრები. თვითშემოქმედი კოლექტივები და კულტურის ცენტრთან არსებული სხვადასხვა ანსამბლები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში. ტარდება თვითშემოქმედი კოლექტივების დათვალიერებები და გამორჩეული კოლექტივები მონაწილეობენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში. 4.2.5 კულტურული ობიექტების მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 05 02 05) ოქრუაშვილების კლუბის მშენებლობა. მუნიციპალიტეტში სოფელი ოქრუაშვილები გამოირჩევა თვისი მოსახლეობის სიმრავლით, მაგრამ სოფელს არ გააჩნია ისეთი შენობა-ნაგებობა (არსებული ხის შენობა მოძველებულია და თითქმის მთლიანად ამორტიზირებულია), სადაც შესაძლებელი იქნება მოსახლეობის თავშეყრა და სხვადასხვა შეხვედრების თუ კულტურული და შემოქმედებითი საღამოების გამართვა. მოსახლეობის მოთხოვნის საუძველზე გადაწყდა ოქრუაშვილების კლუბის მშენებლობის სამუშაოების განხორციელება. სხალთის ადმინისტრაციული ერთეულის კლუბის მშენებლობა - რეაბილიტაცია. მოსახლეობის მოთხოვნის საუძველზე დაგეგმილია სხალთის ადმინისტრაციული ერთეულში კლუბის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რისი განხორციელებაც აუცილებელია თემში არსებული ქორეგრაფიული და ფოლკლორული გუნდების არსებობისა და შემდგომი განვითარებისათვის, ასევე შესაძლებელი იქნება მოსახლეობისათვის სხვადასხვა სახის შეხვედრების გამართვა. რიყეთის ადმინისტრაციული ერთეულის კლუბის მშენებლობა (გარდამავალი). იმის გათვალისწინებით, რომ თემს არ გააჩნია არცერთი სახის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების თუ სხვა სახის შეხვედრების ჩატარების ობიექტი, საჭირო გახდა აღნიშნული შენობის მშენებლობის განხორციელება, რაც 2015 წლიდან ხორციელდება და დასრულდება 2016 წელს. შედეგად რიყეთის თემის მოსახლეობას გაუჩნდება უსაფრთხო თავშეყრის ადგილი, ხელი შეეწყობა მოსახლეობის კულტურულ განვითარებას, მოქმედი კოლექტივების შრომის პირობების გაუმჯობესებას. 4.2.6 ახალგაზრდობის სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობისა და ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოზარდებთან მუშაობას, რომლის მიზანია ახალგაზრდებში შემეცნებითი და ინტელექტუალური დონის ამაღლება. აგრეთვე ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება. 4.2.7 ა(ა)იპ – კურორტი ბეშუმი (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს კურორტ ბეშუმში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას, კურორტის ტერიტორიის დასუფთავებას, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მომსახურებას, ზამთრის პერიოდში ინფრასტრუქტურის დაცვის და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა დაავადებებისაგან. ასევე მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ჯანმრთელობის დაცვის უპირველესი ამოცანაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის შესწავლა, მათი გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა, ინდივიდუალური და კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები მოწოდებულია, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის კეთილდღეობა, ქრონიკულად დაავადებულ პირებზე და ბავშვებზე ზრუნვა, პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და განმტკიცებისათვის. 5.1.1 ა(ა)იპ – ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ამბულატორიების მომსახურების გაუმჯობესებას (სულ 11 ამბულატორია), რისთვისაც ამბულატორია უზრუნველყოფს ექიმებს მედიკამენტებით და სხვა მიმდინარე ხარჯებით (მძღოლის ხელფასი, საწვავი, ავტომანქანის რემონტი, ავტომანქანის დაზღვევა, ოფისის ხარჯები და სხვა), რაც მოგვცემს ამბულატორიების გამართული და ეფექტური მუშაობის საშუალებას. 5.1.2 ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებების (ეპილეფსია) მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებებით (ეპილეფსია) დაავადებული ბავშვების თუ მოზარდების ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება 71 ბენეფიციარზე. 5.1.3 პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება 12 ბენეფიციარზე. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) საზოგადოების ყველა წევრს, არ შეუძლია ამა თუ იმ მიზეზების გამო უზრუნველყოს მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ნორმალური დონე, ამიტომ აუცილებელია შრომისუუნარო მოსახლეობზე, სოციალურად დაუცველ ფენებზე დახმარება. განსაკუთრებით მზრუნველობის საგანს წარმოადგენენ ინვალიდები და ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები. 5.2.1 სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის დახმარება ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი და ძირითადი პრიორიტეტია. ხულოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილია ერთი სასადილო დაბა ხულოში, რომელიც ემსახურება 40 ბენეფიციარს ყოველდღე უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით. 5.2.2 ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზების და მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანების, კერძოდ, ომის მონაწილე ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა სარიტუალო მომსახურების, მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. სადღესასწაულო დღეების დროს გათვალისწინებულია 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებზე (სულ 2 ოჯახი) დახმარება 350 ლარის ოდენობით, ასევე გათვალისწინებულია 264 ომის მონაწილე ვეტერანზე 6 კუბური მეტრი შეშის ბილეთის ღირებულების ფულადი კომპენსაცია. 5.2.3 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამით ხორციელდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (70000 ქულაზე ნაკლები) ოჯახების მატერიალური დახმარება, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას, საშუალოდ 100 ოჯახზე 250 ლარის ოდენობით. 5.2.4 ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური სტიმულირების მიზნით მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ფინანსურ დახმარებას, კერძოდ, ყოველ მე-3 შვილზე 500 ლარი, მე-4 შვილზე 700 ლარი, მეხუთე და შემდგომზე 900 ლარი. პროგრამა გათვლილია წლის განმავლობაში საშუალოდ 86 ბენეფიცარზე. 5.2.5 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშვიან ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მრავალშვილიანი ოჯახების სიმრავლით, რომელთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, აღნიშნულის გამო დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით, პროგრამა გათვლილია საშუალოდ 60 ოჯახზე. 5.2.6 უდედმამო ბავშვებისათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას, მათთვის მატერიალური და მორალური მხარდაჭერისათვის, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბავშვებს, არ აქვთ ელემენტარული სახსრები, რაც ესაჭიროება მათ განვითარებას და აღზრდას. პროგრამა გათვლილია 2 მოზარდზე. ბავშვები ცხოვრობენ ოჯახებში. დახმარების გაცემა წარმოებს ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე. 5.2.7 დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა სატრანსპორტო ხარჯებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ქ. ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირების ხარჯებს. პროგრამა გათვლილია 14 ბენეფიციარზე და 4 თანხლებ პირზე. 5.2.8 ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ დაავადებულთა და მძიმე ტრამვული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების გაწევას არაუმეტეს 200 ლარისა. ქვეპროგრამა გათვლილია 175 ოჯახზე. 5.2.9 ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხარჯების საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ტრანსპორტირებას ქ. ბათუმის კლინიკებში. პროგრამა გათვლილია 40 ბავშვზე და 40 თანხლებ პირზე. 5.2.10 2012 წელს განვითარებული მიწისძვრის შედეგად მუნიციპალიტეტში დაზარალებულ მოსახლეობაზე ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტში 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსურ კომპენაციას, გათვალისწინებულია 15 ოჯახზე.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 10 413 200 ლარის ოდენობით
|
დოკუმენტის კომენტარები