დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28 |
დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.136.016220 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2016 - 23/02/2017)
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N32 დადგენილება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით;
|
მუხლი 2.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით;
|
მუხლი 3.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 10 234 500 ლარის ოდენობით;
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 3 247 000 ლარის ოდენობით
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6 647 500 ლარის ოდენობით;
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 340 000 ლარის ოდენობით;
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6 000 216 ლარის ოდენობით;
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4 234 284 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 234 284 ლარის ოდენობით;
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 10 093 00 ლარით;
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 60 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება, საგზაო ინფრასტრუქტურის, გარე განათების, გამწვანების, სანიტარული დასუფთავების, წყალმომარაგების, სანიაღვრე არხების, კეთილმოწყობის, ასევე განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოვლა–შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მგზავრთა ტრანსპორტირების მომსახურება, კურორტ ბეშუმისა და მუნიციპალიტეტში არსებული სახიდე გადასასვლელების და შიდა გზების რეაბილიტაცია. 2.1.1 მგზავრთა მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 02) მოსახლეობის თხოვნით დაგეგმილია ხულო-ბეშუმის, ღორჯომი - ზორტიყელის, ხიხაძირის, ვაშლოვანის და დიდაჭარის მთების მიმართულებით უფასო მიკრო ავტობუსების დანიშვნა, რომლის აუცილებლობაც გამოწვეულია მგზავრთა სიმრავლით. 2.1.2 კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაცია (გარდამავალი) (პროგრამული კოდი 03 01 03) კურორტი ბეშუმი თავისი ტერიტორიული მდებარეობით და კლიმატით ერთ–ერთი საუკეთესო და მიმზიდველია დამსვენებელთათვის. 2016 წელს აღნიშნული მიმართულებით სამუშაოების ნაწილი შესრულებულია, ხოლო 2017 წელს მთლიანად დასრულდება კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაცია, რაც მოგვცემს დამსვენებელთა მარტივი და კომფორტული გადაადგილების საშუალებას, ასევე გაიზრდება დამსვენებელთა ნაკადი და მათი კმაყოფილების დონე. 2.1.3 დიდაჭარაში საფეხმავლო ბილიკების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოფელ დიდაჭარაში არსებული მოსახლეობისათვის საჭირო ობიექტებამდე და ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელი ბილიკების და კიბეების მოწყობას, რომელიც აუცილებელია როგორც სოფლის მოსახლეობისათვის ასევე ტურისტების გადაადგილებისათვის. 2.1.4 დეკანაშვილებში საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია (ეკლანას წყალთან) (პროგრამული კოდი 03 01 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოფელ დეკანაშვილებში ეკლანას წყალთან არსებული ხიდის რეაბილიტაციას. აღნიშნული ხიდით სარგებლობს სოფლის დიდი ნაწილი, რომელიც თითქმის მთლიანად მოშლილია და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. დაგეგმილია მისი აღდგენა-რეაბილიტაცია. 2.2. ა(ა)იპ “ხულო-თაგო”-ს ბაგირგზა (პროგრამული კოდი 03 02) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა თავისი რთული რელიეფური მდებარეობით, მათ შორის განსაკუთრებულად დიდ სირთულეს წარმოადგენს სოფელ თაგოს მოსახლეობისათვის დაბა ხულოსთან დამაკავშირებელი გზით სარგებლობა, რამაც შექმნა “ხულო-თაგო”-სატვირთო–სამგზავრო ბაგირგზის არსებობის აუცილებლობა. აღნიშნული ტრანსპორტით სარგებლობს, როგორც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ასევე დიდ მოწონებას და ინტერესს იწვევს ტურისტულ ჯგუფებშიც. ბაგირგიზის ექსპლოატაციას და ობიექტის გამართულ მუშაობას უზრუნველყობს ა(ა)იპ „ხულო–თაგოს“ ბაგირგზა. ბაგირგზის მცირე შემოსავლების გამო (20 თეთრი) მის ფუნქციონირებას ფინანსურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. 2.3 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, წყლის სისტემების მოვლა-რეაბილიტაცია საპროექტო–საკადასტრო სამუშაოები, სანიაღვრე არხების მოწყობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. 2.3.1 გარე განათებისა და ელექტროგადამცემი ქსელების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს „გარე განათების მოვლა - ექპლოატაციის“ პროგრამით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელების სრულყოფას, განათების თანამედროვე წყაროების, ახალი მასალების გამოყენებას, ღამით უსაფრთხოებისათვის ხელის შეწყობას. გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 82 დასახლებულ პუნქტში 5330-მდე წერტილის მომსახურება. გათვალისწინებულია მთა თეთრობში ელექტროგადამცემი ქსელების მშენებლობა, რაც უზრუნველყობს აღნიშნულ მთებში არსებული მოიალაღეების კეთილდღეობას. 2.3.2 სანიტარული დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 03 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო და ეკოლოგიურად სუფთა სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის დაბის და ადმინისტრაციულ ცენტრებში ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება, განხორციელდება სოფლების ადმინისტრაციული ცენტრებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა და შემდგომ მისი ქალაქ ბათუმში ტრანსპორტირება. ასევე ხორციელდება მწვანე საფარის დასუფთავება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება ტერიტორიის დასუფთავება ჭარბი თოვლისა და ყინულისაგან. 2.3.3 უპატრონო და მაწანწალა ცხოველების გაუვნებლობის პროგრამა (პროგრამულიკოდი 03 03 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო და მაწანწალა ცხოველების რაოდენობა ბოლო წლებში მატულობს, რაც საშიში დაავადებების გავრცელების საფრთხეს ქმნის. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების იზოლირება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.3.4 ა(ა)იპ ხულოს წყალკანალი (პროგრამული კოდი 03 03 05) ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“ ახორციელდება დაბა ხულოსა და მუნიციპალიტეტში არსებული 26 წყალსადენის მოვლასა და წყლის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფას. დღეის მდგომარეობით ყველა წყალსადენი 24 საათიანი რეჟიმით უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას. ასევე უზრუნველყობს დაბის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხების მოვლა–შენახვა და დაბისა და თემის ცენტრებში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების დასუფთავებას. 2.3.5 წყალსადენების რეაბილიტაცია-რემონტი, სახანძრო ავზების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 06) - მუნიციპალიტეტის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში დაგეგმილია სახანძრო ავზების მოწყობა, რაც სწრაფი მანევრის საშუალებას მოგვცემს და შესაძლებელს გახდის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებას, მათი შედეგების ლიკვიდაციას, მოსახლეობისა და გარემოს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მშენებლობა გათვალისწინებულია 7 სოფელში (პანტნარი, ტუნაძეები, პაქსაძეები, გელაძეები, ჯვარიქეთი, ჩაო, ყინჩაური). - მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანა (გარდამავალი) - დაბის მოსახლეობის სასმელი წყლით კიდევ უფრო მომარაგებისათვის დაგეგმილია მთა საჯოგიადან ნეგოიანის წყალსადენზე სასმელი წყლის მიყვანა, რითაც გაიზრდება წყლის დებეტი. აღნიშნული სამუშაოები დაიწყო 2016 წელს და დასრულდება 2017 წელს. 2.3.6 საპროექტო–საკადასტრო აზომვები და საექსპერტო მომსახურება სამუშაოები (პროგრამულიკოდი 03 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დასარეგისტრირებელი შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოები, მიმდინარე და შემდგომი წლის პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. 2.3.7 სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 08) - სანიაღვრე არხების მოწყობა (აგარა, პანტნარი)- დაგეგმილია სანიაღვრე არხების შეძენა აგარისა და პანტნარის სოფლებისათვის, ხოლო მოწყობა განხორციელდება სოფლის მოსახლეობის თანამონაწილეობით, რითაც შესაძლებელი გახდება უხვი ნალექის შემთხვევაში გზის სავალი ნაწილის დაცვა ხშირი დაზიანებისაგან. 2.3.8 ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა–შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები, ასევე ზამთრის პერიოდში დაბის ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა. 2.4 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ფერდსამაგრი სამუშაოები, ქვედა ვაშლოვანის ცენტრში არსებული საერთო სასაფლაოების მავთულბადით შემოკავება, დაბა ხულოში ტბელ აბუსერიძის ქუჩის #1 და #2 შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ღორჯომის ცენტრის კეთილმოწყობა, მუნიციპალური ობიექტების გამრიცხველიანება, ასევე სკვერების და ქუჩების გამწვანების სამუშაოები. 2.4.1 მუნიციპალური სკვერების, ქუჩებისა და ფასადების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 04 01) - ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ფერდსამაგრი სამუშაოები - იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტში ხშირია ეროზიული პროცესები აუცილებელი გახდა ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რაც ცოტათი მაინც შეაჩერებს აღნიშნული პროცესების განვითარებას და გაიზრდება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის შესაძლებლობა. - ქვედა ვაშლოვანის ცენტრში არსებული საერთო სასაფლაოების მავთულბადით შემოკავება - მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად დაგეგმილია ქვედა ვაშლოვანის ცენტრში არსებული საერთო სასაფლაოების მავთულბადით შემოკავება. - დაბა ხულოში ტბელ აბუსერიძის ქუჩის #1 და #2 შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა - აღნიშნული ტერიტორია თავისი ფუნქციითა და მდებარეობით გამოირჩევა ვიზიტორთა სიმრავლით, რისთვისაც აუცილებელია მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. - ღორჯომის ცენტრის კეთილმოწყობა - სოფლის მოსახლეობის როგორც ახალგაზრდები ასევე უხუცესები თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ატარებენ სოფლის ცენტრში, სადაც არარი ელემენტარული პირობები იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ჩამოსხდომა და დასვენება. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილია სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა. 2.4.2 დაბა ხულოსა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული პარკების, სკვერების და მოედნების გამწვანება მოვლა-შენახვა, შადრევნების მოვლა-შენახვა, ერთწლიანი სეზონური ყვავილების შეძენა–მოვლა, ხეებისა და ბუჩქების გასხვლა-გაფორმება, სხვადასხვა სახის დეკორატიული მცენარეების შეძენა და განაშენიანება. 2.4.3 მუნიციპალური შენობების მშენებლობა–რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04 03) - მუნიციპალური ობიექტების გამრიცხველიანება –მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ცალკეული ადმინისტრაციული შენობები საჭიროებს ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფას და შესაბამისად გამრიცხველიანებას, რისთვისაც მიმართულია აღნიშნული ღონისძიების განხორციელება. 2.5 სოფლის მეურნეობა (პროგრამული კოდი 03 06) ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ერთერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და მისი განვითარება, რომელთაგანაც ერთ-ეთი წამყვანი ადგილი უჭირავს მესაქონლეობას. ამ კუთხით მუნიციპალიტეტის გამგეობა გეგმავს მოსახლეობაზე ხელშეწყობას ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების კუთხით, ასევე დაგეგმილია მიწის ნაკვეთის შეძენა აგრარული ბაზრის მოსაწყობად. 2.5.1 ფერმერებსა და აგრო მეწარმეებზე ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 06 01) სოფლის მეურნეობის საქმიანობას, რომელთაგანაც ერთ-ეთი წამყვანი ადგილი უჭირავს მესაქონლეობას, მოსახლეობა აწარმოებს, როგორც რძესა და რძის პროდუქტებს ასევე ბაზარზე სარეალიზაციოდ გააქვთ ხორც-პროდუქტები, რომლის დამუშავება ცალკეულ შემთხვევებში ხდებოდა არაქარხნული წესით და ვერ აკმაყოფილებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მინიმალურ მოთხოვნებსაც კი. შესაბამისად აღნიშნული პროდუქტის გამოყენება საფრთხის შემცველია მოსახლეობისათვის, ასევე მოსახლეობის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს სასაკლაოებზე დაწესებული ტარიფები და დიდი ნაწილი ვერ ახერხებს ლიცენზირებული სასაკლაოების მომსახურებით სარგებლობას. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მოსახლეობის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით იქმნება ,,ფერმერებსა და აგრო მეწარმეებზე ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობას უზრუნველყოფილი იყოს ეკოლოგიურად სუფთა და სანიტარული ნორმებით დამუშავებული პროდუქტის ბაზარზე შეტანა. პროგრამა განხორციელდება მოსახლეობის თანადაფინანსებით, სადაც მუნიციპალიტეტის წილი შეადგენს 80%-ს. ყოველივე ეს ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს უფრო განავითარონ მესაქონლეობის დარგი და ხორცისა და ხორც-პროდუქტების რეალიზაციისას დაცული იქნება სანიტარულ ჰიგიენური ნორმები. 2.5.2 მიწის ნაკვეთის შეძენა აგრარული ბაზრის მოსაწყობად (პროგრამული კოდი 03 06 02) მოსახლეობის თხოვნით დაგეგმილია აგრარული ბაზრის მოწყობა მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტეროტირიებზე, სადაც შესაძლებელი იქნება პირუტყვით ვაჭრობა, რაც მოსახლეობას მისცემს საქონლის მარტივი რეალიზაციის საშუალებას ნაკლები დანახარჯებით. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი მშენებლობა–რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1 ა(ა)იპ ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს 20 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით სკოლამდელ განათლებას მიიღებს დაახლოებით 705 ბავშვი. მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, უზრუნველყობს სხვადასხვა ინვენტარით და ტექნიკით, რათა ბავშვებს მიეცეთ ნორმალური და სრულყოფილი განვითარების საშუალება. 3.2 საბავშვო ბაღების მშენებლობა–რემონტი (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების მშენებლობას და რემონტს. 2017 წლისათვის დაგეგმილია საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ზედა ვაშლოვანში ერთ ჯგუფზე (25-30 ბავშვი), სოფელ ბეღლეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა ერთ ჯგუფზე (25–30 ბავშვი), სოფელ ბოძაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა ერთ ჯგუფზე (25-30 ბავშვი) და სოფელ უჩხოს საბავშვო ბაღის და სოფლის კლუბის კეთილმოწყობა. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას, წახალისებას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ხულოს მუნიციპალიტეტი გამორჩეულია სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებითა და შედეგებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობის მიერ მიღწეული არა ერთი გამარჯვება სპორტის სხვადასხვა სფეროში. მიუხედავად ამისა ამ კუთხით აუცილებელია კიდევ უფრო ფართო ღონისძიებების გატარება, რაც გათვალისწინებულია სპორტული ღონისძიებების პროგრამაში, ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის საქმიანობაში და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. 4.1.1 ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამულიკოდი 05 01 01) სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, სპორტული მუშაობის გაუმჯობესებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის შემდგომი განვითარებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა, რომლის ფინანსურად უზრუნველყოფას ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტი. სკოლაში სწავლობს 470 ბავშვი, ფუნქცინირებს ჭიდაობის, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, სათხილამურო სპორტის, ჭადრაკის ჯგუფები. მეცადინეობები ტარდება სკოლის შემდგომ პერიოდში. 4.1.2 სპორტულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული და მასობრივი გამაჯანსაღებელი მუშაობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების შემდგომ განვითარებას და პოპულარიზაციას. მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობენ საქართველოს მაშტაბით დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში, ტურნირებში. ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს განსაკუთრებული წარმეტებები აქვთ ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში, (არიან ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიადის პრიზიორები), ვითარდება სათხილამურო სპორტი და ძალოსნობის სხვადასხვა სახეობები. წარმატებული სპორტსმენების წახალისება ხდება საჩუქრებით, ჯილდოებით და წლის ბოლოს გამორჩეული სპორტსმენები საჩუქრდებიან ფულადი ფორმით. 4.1.3 სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რემონტი (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს შვიდი მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაციას (გელაურის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ტაბახმელის მინი სპორტული მოედნის რემონტი, ხელოვნური საფარის დაგება, ძირკვაძეების მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, დაბის სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის შეცვლა, რაქვთის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, დიდი რიყეთის მინი სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის დაგება, განახლების მინი სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის დაგება), ასევე დაგეგმილია ოთხი მინი სპორტული მოედნის მშენებლობა (თაგოში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა, ბაკოში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა, ქვედა თხილვანაში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა, გურძაულის მინი სპორტული მოედნის მშენებლობა), ხოლო სოფელ კვატიაში დაგეგმილია მინი სპორტული დარბაზის მშენებლობა. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის აღზრდას, წარმოჩენას და გამოვლინებას ხელს უწყობს მუნიციპალიტეტი. ამ კუთხით დაბაში მოქმედებს სახელოვნებო სკოლა, სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, კულტურის ცენტრი, ხორციელდება სხვადასხვა კულტურული პროგრამები თუ ღონისძიებები, კონფერენციები და ღირშესანიშნავი დღეებისადმი მიძღვნილი საღამოები. 4.2.1 ა(ა)იპ ხულოს სახელოვნებო სკოლა (პროგრამულიკოდი 05 02 01) დაბა ხულოში ფუნქციონირებს სახელოვნებო სკოლა, რომელიც ემსახურება ბავშვების სწავლა-განათლებას და აღზრდას სახვით ხელოვნებასა და მუსიკაში, ასევე ეწყობა ანიმაციური ფილმები, რითაც ბავშვებს ეძლევათ საშუალება გამოავლინონ თავისი შესაძლებლობები და ნიჭი აღნიშნული დარგის მიმართ. სკოლაში სწავლობს 85 ბავშვი. 4.2.2 ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრი (პროგრამულიკოდი 05 02 02) კულტურული ტრადიციების დაცვის დაგაგრძელების მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, რომლის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. კულტურის ცენტრი ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, ქმნის შესაბამის პირობებს, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება. კულტურის ცენტრში ფუნქცინირებს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული წრეები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი. თემებში არსებული კლუბები ხელს უწყობენ ადგილობრივ მოსახლეობისათვის დამახასიათებელი ქორეოგრაფიული თუ სხვა ტრადიციების შენარჩუნებას და წარმოჩენას (ბერმუხა, ქალთა ფოლკლორული ჯგუფები და სხვა). 4.2.3 სსიპ ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 03) ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა მისი საკუთარი შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, შესაბამისად საჭიროა მისი ფინანსური მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, რათა კვლავინდებურად გააგრძელოს თავისი ტრადიციები. თეატრი ახორციელებს წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპექტაკლების წარმოდგენას, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების გაჯანსაღებას. 4.2.4 კულტურულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ღირშესანიშნავი დღეების აღნიშვნას, ნიჭიერი ახალგაზრდობის გამოვლენას, წარმატებული ახალგაზრების წახალისებას საჩუქრებით და საინტერესო პროექტების ხელშეწყობას. მუნიციპალიტეტისათვის ტრადიციული ღონისძიებების მათ შორის შუამთობის, ტბელობის, დიდაჭარობის ორგანიზება–ჩატარებას, რომლის დროსაც იმართება კონცერტები, სპორტული და სხვა შეჯიბრებები. ტარდება სტუდენტებთან და წარჩინებულ მოსწავლეებთან, დამსახურებულ პედაგოგებთან შეხვედრები. თვითშემოქმედი კოლექტივები და კულტურის ცენტრთან არსებული სხვადასხვა ანსამბლები მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში, როგორც რესპუბლიკურ ასევე საერთაშორისო დონეზე. 4.2.5 კულტურული ობიექტების მშენებლობა–რემონტი (პროგრამული კოდი 05 02 05) ხიხაძირის კულტურის სახლის კეთილმოწყობა (რემონტი)- მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაგეგმილია ხიხაძირში არსებული კულტურის სახლის კეთილმოწყობა-რემონტი. თემში არსებობს ქორეგრაფიული და ფოლკლორული გუნდები, რომელთაც არაერთგზის წარმატებები აქვთ მიღწეული და აღნიშნული ღონისძიების განხორციელება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მათ შემდგომ განვითარებას. 4.2.6 ახალგაზრდობის სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობისა და ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოზარდებთან მუშაობას, რომლის მიზანია ახალგაზრდებში შემეცნებითი და ინტელექტუალური დონის ამაღლება. აგრეთვე ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება. 4.2.7 ა(ა)იპ კურორტი ბეშუმი (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს კურორტ ბეშუმში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას, კურორტის ტერიტორიის დასუფთავებას, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მომსახურებას, ზამთრის პერიოდში ინფრასტრუქტურის დაცვის და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა დაავადებებისაგან. ასევე მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ჯანმრთელობის დაცვის უპირველესი ამოცანაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის შესწავლა, მათი გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა, ინდივიდუალური და კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები მოწოდებულია, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის კეთილდღეობა ეპილეფსიით დაავადებულ პირებზე და ბავშვებზე ზრუნვა, პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და განმტკიცებისათვის. 5.1.1 ა(ა)იპ ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ამბულატორიების მომსახურების გაუმჯობესებას (სულ 11 ამბულატორია), რისთვისაც ამბულატორია უზრუნველყობს ექიმებს მედიკამენტებით და სხვა მიმდინარე ხარჯებით (მძღოლის ხელფასი, საწვავი, ავტომანქანის რემონტი, ავტომანქანის დაზღვევა, ოფისის ხარჯები და სხვა), რაც მოგვცემს ამბულატორიების გამართული და ეფექტური მუშაობის საშუალებას. ასევე გათვალისწინებულია სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მომსახურების განხორციელება, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს თემის სამედიცინო პუნქტების მუშაობას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და განმტკიცებისათვის. 5.1.2 ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების თუ მოზარდების ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება 71 ბენეფიციარზე. 5.1.3 პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება 12 ბენეფიციარზე. 5.1.4 ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა–რემონტი (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში არსებული ამბულატორიების შენობის რემონტს (თხილვანა, ფუშრუკაული, რიყეთი, აგარა, დიოკნისი), რაც უზრუნველყობს მოსახლეობის უკეთეს სამედიცინო მომსახურების პირობების შექმნას. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) საზოგადოების ყველა წევრს, არ შეუძლია ამა თუ იმ მიზეზების გამო უზრუნველყოს მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ნორმალური დონე, ამიტომ აუცილებელია შრომისუუნარო მოსახლეობზე, სოციალურად დაუცველ ფენებზე დახმარება. განსაკუთრებით მზრუნველობის საგანს წარმოადგენენ ინვალიდები და ომის ვეტერნები, მრავალშვილიანი ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირები, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვები, ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული სოციალურად შეჭირვებულ ოჯახები. 5.2.1 სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის დახმარება ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი და ძირითადი პრიორიტეტია. ხულოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილია ერთი სასადილო დაბა ხულოში, რომელიც ემსახურება 40 ბენეფიციარს ყოველდღე უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით. 5.2.2 ომისა და სამხედრო ძალების ვეტერნების, მათთან გათანაბრებული პირების ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუჯობესების შეღავათებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანების, კერძოდ ომის მონაწილე ვეტერნების და მარჩენალ დაკარგულთა სარიტუალო მომსახურების, მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. სადღესასწაულო დღეების დროს გათვალისწინებულია 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებზე (სულ 2 ოჯახი) დახმარება 500 ლარის ოდენობით, ასევე გათვალისწინებულია 250 ვეტერანის თხევადი აირით უზრუნველყოფა ერთჯერადად. გათვალიწინებულია ა(ა)იპ აჭარის არ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა გაერთიანება „ომგადახდილი“-ს ხულოს რაიონული ფილიალის დაფინანსება 3000 ლარის ოდენობით წლის განმავლობაში. 5.2.3 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამით ხორციელდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (70000 ქულაზე ნაკლები) ოჯახების მატერიალური დახმარება, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას, საშუალოდ 90 ოჯახზე 300 ლარის ოდენობით. 5.2.4 ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური სტიმულირების მიზნით მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ფინანსურ დახმარებას, კერძოდ ყოველ მე-3 შვილზე 500 ლარი, მე-4 შვილზე 700 ლარი, მეხუთე და შემდგომზე 900 ლარი. პროგრამა გათვლილია წლის განმავლობაში საშუალოდ 86 ბენეფიცარზე. 5.2.5 5 და 5-ზე მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მრავალშვილიანი ოჯახების სიმრავლით, რომელთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, აღნიშნულის გამო დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით, პროგრამა გათვლილია საშუალოდ 60 ოჯახზე. 5.2.6 უდედმამო ბავშვებისათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას, მათთვის მატერიალური და მორალური მხარდაჭერისათვის, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბავშვებს, არაქვს ელემენტარული სახსრები, რაც ესაჭიროება მათ განვითარებას და აღზრდას. პროგრამა გათვლილია 1 მოზარდზე. დახმარების გაცემა წარმოებს ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით. 5.2.7 დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა სატრანსპორტო ხარჯებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ქ.ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირების ხარჯებს. პროგრამა გათვლილია 16 ბენეფიციარზე და 8 თანხლებ პირზე. 5.2.8 ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ დაავადებულთა და მძიმე ტრამვული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების გაწევას არაუმეტეს 200 ლარისა. ქვეპროგრამა გათვლილია 200 ოჯახზე. 5.2.9 ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხარჯების საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ტრანსპორტირებას ქ. ბათუმის კლინიკებში. პროგრამა გათვლილია 32 ბავშვზე და 32 თანხლებ პირზე. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 10 234 500 ლარის ოდენობით
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში განსახორციელებელი ანგარიშსწორებები
|
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების (ასევე სხვა შესყიდვების), ასევე სხვადასხვა სახის გადასახდელების ანგარიშსწორება განხორციელდეს საქონლის/მომსახურების მიღება–ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი) საფუძველზე.
|
მუხლი 17.
პრემიები და დანამატები
|
2017 წლის განმავლობაში ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატების გაცემა განხორციელდეს მათთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 18.
ასიგნებების დაფინანსება
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით.
|
დოკუმენტის კომენტარები