საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ

  • Word
საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1492
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.05.001.000.387
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1492
26/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998
110.050.000.05.001.000.387
საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (20/04/2005 - 23/06/2005)

საქართველოს კანონი

საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს რაიონულ (საქალაქო), საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესს.

საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონი №2165 – სსმ I, №29(36), 10.07. 1999 წ., მუხ.155

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1366 - სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.138

    მუხლი 2

კანონის მიზნებია:

ა) უზრუნველყოს საერთო სასამართლოების მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და ნორმებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების განმტკიცება;

ბ) საერთო სასამართლოების საქმიანობის ორგანიზაციული სრულყოფით მართლმსაჯულების ეფექტიანი და შეუფერხებელი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა.

    მუხლი 3

საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესი განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

თავი II

საქმეთა განაწილება

    მუხლი 4

1. რაიონულ (საქალაქო), საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება რიგითობის წესით.

2. რიგითობის წესი გულისხმობს მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა რიგითობის მიხედვით.

საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონი №2165 – სსმ I, №29(36), 10.07.1999 წ., მუხ.155

საქართველოს 2000 წლის 11 ოქტომბრის კანონი №546 – სსმ I, №37, 24.10.2000 წ., მუხ.107

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1366 - სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.138

    მუხლი 5

1. მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილების მიზნით სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეთა რიგითობას განსაზღვრავს მოსამართლის გვარის პირველი, ხოლო იგივეობის შემთხვევაში მომდევნო ასოს მიხედვით. რიგითობით პირველი ნომერი ენიჭება იმ მოსამართლეს, რომლის გვარის პირველი, ხოლო იგივეობის შემთხვევაში მომდევნო ასო ანბანის მიხედვით პირველია.

2. ერთნაირი გვარის მქონე მოსამართლეთა რიგითობა განისაზღვრება მათი სახელების პირველი, ხოლო იგივეობის შემთხვევაში მომდევნო ასოს მიხედვით. ერთნაირი სახელების შემთხვევაში მოსამართლეთა რიგითობა განისაზღვრება კენჭისყრით.

საქართველოს 2000 წლის 11 ოქტომბრის კანონი №546 – სსმ I, №37, 24.10.2000 წ., მუხ.107

    მუხლი 6

მოსამართლეთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებულია ხელახლა განსაზღვროს მოსამართლეთა რიგითობა ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 2000 წლის 11 ოქტომბრის კანონი №546 – სსმ I, №37, 24.10.2000 წ., მუხ.107

    მუხლი 7

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლეთა რიგითობას განსაზღვრავს სასამართლოს თავმჯდომარე.

2. საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოებში საქმეთა განაწილების მიზნით შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე პალატებსა და კოლეგიებში განსაზღვრავს მოსამართლეთა რიგითობას.

3. საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოების პალატებსა და კოლეგიებში საქმეებს ანაწილებენ შესაბამისი პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეები სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული რიგითობის მიხედვით.

საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონი №2165 – სსმ I, №29(36), 10.07.1999 წ., მუხ.155

საქართველოს 2000 წლის 11 ოქტომბრის კანონი №546 – სსმ I, №37, 24.10.2000 წ., მუხ.107

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1366 - სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.138

    მუხლი 8

1. სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეები და სხვა მასალები მოსამართლეთა შორის ნაწილდება სასამართლოში საქმის შემოსვლის თანამიმდევრობის მიხედვით.

2. შემოსვლის რიგით ყოველი მომდევნო საქმე გადაეცემა რიგითობით მომდევნო მოსამართლეს.

საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონი №2165 – სსმ I, №29(36), 10.07.1999 წ., მუხ.155

საქართველოს 2000 წლის 11 ოქტომბრის კანონი №546 – სსმ I, №37, 24.10.2000 წ., მუხ.107

    მუხლი 9

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში, საოლქო სასამართლოებსა და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, თითოეულთან საქმეთა დაგროვების ან სხვა მიზეზებით საქმის განხილვის შეუძლებლობის შემთხვევაში მოსამართლეთა დატვირთვის გათვალისწინებით საქმეებს გადაანაწილებს შესაბამისი სასამარ-თლოს თავმჯდომარე ან სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – მისი მოადგილე ანდა შესაბამისი პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარე.

საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონი №2165 – სსმ I, №29(36), 10.07. 1999 წ., მუხ.155

საქართველოს 2000 წლის 11 ოქტომბრის კანონი №546 – სსმ I, №37, 24.10.2000 წ., მუხ.107

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1366 - სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.138

    მუხლი 10 . (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონი №2165 – სსმ I, №29(36), 10.07. 1999 წ., მუხ.155

საქართველოს 2000 წლის 11 ოქტომბრის კანონი №546 – სსმ I, №37, 24.10.2000 წ., მუხ.107

    მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონი №2165 – სსმ I, №29(36), 10.07. 1999 წ., მუხ.155

საქართველოს 2000 წლის 11 ოქტომბრის კანონი №546 – სსმ I, №37, 24.10.2000 წ., მუხ.107

    მუხლი 12

რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში სასამართლო ბრძანებას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ გასცემს ამ სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განმხილველი მოსამართლე, ხოლო იმ სასამართლოებში, სადაც სამოქალაქო საქმეთა განმხილველი ორი ან მეტი მოსამართლეა – სამოქალაქო საქმეთა განმხილველი მორიგე მოსამართლე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით.

საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონი №2165 – სსმ I, №29(36), 10.07. 1999 წ., მუხ.155

თავი III

უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესი

    მუხლი 13

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს უახლოესი ან სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.

2. საოლქო სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასა-მართლოში მიავლინოს სხვა საოლქო სასამართლოს ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე.

3. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №185 – სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.22

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №272 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.98

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1366 - სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.138

თავი IV

დასკვნითი დებულება

    მუხლი 14.

ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების ძალაში შესვლისთანავე.

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1533 – პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.17

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

№1492-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1533 – პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.17

2. საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონი №2165 – სსმ I, №29(36), 10.07.1999 წ., მუხ.155

3. საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №185 – სსმ I, №9, 21.03.2000 წ., მუხ.22

4. საქართველოს 2000 წლის 11 ოქტომბრის კანონი №546 – სსმ I, №37, 24.10.2000 წ., მუხ.107

5. საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №272 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.98

6. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1366 - სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.138

13. 08/02/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 255-IIს - ვებგვერდი, 13/02/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5921-Iს - ვებგვერდი, 19/04/2012 11. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5550-რს - ვებგვერდი, 111228090, 28/12/2011 10. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2454 - სსმ, 49, 30/12/2009 9. 19/03/2008 - საქართველოს კანონი - 5943 - სსმ, 8, 28/03/2008 8. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2128 - სსმ, 53, 19/12/2005 7. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1742 - სსმ, 36, 11/07/2005 6. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1366 - სსმ, 19, 28/04/2005 5. 30/06/2004 - საქართველოს კანონი - 272 - სსმ, 20, 16/07/2004 4. 11/10/2000 - საქართველოს კანონი - 546 - სსმ, 37, 24/10/2010 3. 07/03/2000 - საქართველოს კანონი - 185 - სსმ, 9, 21/03/2000 2. 24/06/1999 - საქართველოს კანონი - 2165 - სსმ, 29(36), 10/07/1999 1. 17/07/1998 - საქართველოს კანონი - 1533 - პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998