„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2165
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29(36), 10/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 110.050.010.05.001.000.611
  • Word
2165
24/06/1999
სსმ, 29(36), 10/07/1999
110.050.010.05.001.000.611
„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

,,საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ~ საქართველოს კანონში A ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. ,,საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998) საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,სააპელაციო“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს, საოლქო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება ანბანური წესით“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,სააპელაციო “, ამავე პუნქტში სიტყვა ,,კოლეგიებში“ შეიცვალოს სიტყვებით ,,კოლეგიებსა და პალატებში“, ხოლო პუნქტს დაემატოს სიტყვები ,,რომლის მიხედვითაც მოსამართლეებს საქმეებს უნაწილებენ კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეები“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8

1. სისხლის სამართლის საქმეს, საჩვარს და სხვა მასალას მოსამართლე იღებს შესაბამისად ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის, გამართლებულის გვარის საწყისი ასოსა და ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.

2. პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმე, აგრეთვე ასეთ საქმესთან დაკავშირებული საჩივარი მოსამართლეს გადაეცემა იმ ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის, გამართლებულის გვარის საწყისი ასოს მიხედვით, რომელიც ანბანის რიგის მიხედვით პირველია“.

5. მე-9 მუხლში:

ა) პირველ პუნქტში სიტყვის ,,სარჩელსა“ შეიცვალოს სიტყვებით ,,სარჩელს, საჩივარსა", ხოლო სიტყვა ,,მოსარჩელის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა ',,მომჩივნის “;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამოქალაქო საქმე, სარჩელი, საჩივარი და განცხადება, სადაც ორი ან მეტი მოსარჩელე, მომჩივანი ან განმცხადებელია, მოსამართლეს გადაეცემა იმ მოსარჩელის, მომჩივნის ან განმცხადებლის გვარის საწყისი ასოს მიხედვით, რომელიც ანბანური რიგის მიხედვით პირველია“;

გ) მე-3 პუნქტში სიტყვის ,,მოსარჩელე“ შემდეგ დაემატოს სიტყვა ,,მომჩივანი “.

6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი და საოლქო სასამართლოების შესაბამისი კოლეგიებისა და პალატების მოსამართლეთა შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, საგადასახადო და სხვა კატეგორიის საქმეები ნაწილდება მოსარჩელის, მომჩივნის ან განმცხადებლის საწყისი ასოს მიხედვით“, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქმედებს აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი“.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 11

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს, საოლქო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, თითოეულთან საქმეთა დაგროვების ან სხვა მიზეზების გამო საქმის განხილვის შეუძლებლობის შემთხვევაში საქმეებს გადაანაწილებს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე, აგრეთვე თავმჯდომარის დავალებით _ მისი მოადგილე ანდა შესაბამისი კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე მოსამართლეების დატვირთვის გათვალისწინებით“.

8. მე-12 მუხლში ციფრი ,,1“ შეიცვალოს სიტყვებით ,,რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში“, ხოლო სიტყვები ,,რაიონული (საქალაქო)“ შეიცვალოს სიტყვით ,,ამ“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 24 ივნისი.

№2165-IIს