დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5943 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 19/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 28/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.080.000.05.001.003.170 |
საქართველოს კანონი
„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998, გვ. 6) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13
1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს სააპელაციო სასამართლოს ან სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იმავდროულად სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს იმ სასამართლოში, სადაც იგი დანიშნულია კანონით დადგენილი წესით.
2. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს სხვა სააპელაციო სასამართლოს ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იმავდროულად სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს იმ სასამართლოში, სადაც იგი დანიშნულია კანონით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრება განხორციელდეს 2010 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 მარტი.
№5943–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები