დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1492 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/06/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 110.050.000.05.001.000.387 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/07/1998 - 17/07/1998)
საქართველოს კანონი
საერთო საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
თავი II
საქმეთა განაწილება
მუხლი 4
1. რაიონულ (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილება ხდება ანბანური წესით.
2. ანბანური წესი გულისხმობს მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილებას მათთვის წინასწარ დადგენილი ანბანური მაჩვენებლების გათვალისწინებით.
მუხლი 5
1. მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების მიზნით სასამართლოს თავმჯდომარე დაყოფს ანბანს მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით.
2. ანბანის დაყოფა გულისხმობს კონკრეტული მოსამართლისათვის განსაზღვრული ანბანური მაჩვენებლების მიკუთვნებას.
3. სასამართლოს თავმჯდომარე ანბანის დაყოფისას ვალდებულია უზრუნველყოს მოსამართლეთა დატვირთვა.
მუხლი 6
1. მოსამართლეთათვის განკუთვნილი ანბანური მაჩვენებლების თანამიმდევრული გადანაცვლება ხდება ექვს თვეში ერთხელ.
2. მოსამართლეთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებულია ანბანი ხელახლა დაყოს.
მუხლი 7
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე ანბანს დაყოფს ერთი სპეციალიზაციის მიხედვით მომუშავე მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით.
2. საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში საქმეთა განაწილების მიზნით შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ანბანს დაყოფს კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით.
მუხლი 8
1. სისხლის სამართლის საქმეს მოსამართლე ღებულობს განსასჯელის გვარის საწყისი ასოსა და ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესის გათვალისწინებით.
2. პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმე გადაეცემა მოსამართლეს საქმის მასალებში რიგით პირველი განსასაჯელის გვარის საწყისი ასოს მიხედვით.
მუხლი 9
1. სამოქალაქო საქმეს, სარჩელსა და განცხადებას მოსამართლე ღებულობს მოსარჩელის ან განმცხადებლის გვარის საწყისი ასოს და ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესის გათვალისწინებით.
2. სამოქალაქო საქმე, სარჩელი და განცხადება, სადაც ორი ან მეტი მოსარჩელე ან განმცხადებელია, გადაეცემა მოსამართლეს რიგით პირველი მოსარჩელის ან განმცხადებლის გვარის საწყისი ასოს მიხედვით.
3. თუ მოსარჩელე ან განმცხადებელი იურიდიული პირია, საქმის განაწილებისას მხედველობაში მიიღება იურიდიული პირის დასახელების საწყისი ასო.
მუხლი 10
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იხილავს სამოქალაქო საქმეთა განმხილველი მოსამართლე, ხოლო იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა – სამოქალაქო საქმეთა განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე სამართალდამრღვევის გვარის საწყისი ასოს მიხედვით.
2. სხვა კატეგორიის საქმეებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე ანაწილებს ერთპიროვნულად.
3. სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების შესაბამისი კოლეგიების მოსამართლეთა შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, საგადასახადო და სხვა კატეგორიის საქმეები ნაწილდება სამართალდამრღვევის გვარის საწყისი ასოს მიხედვით.
მუხლი 11
რაიონულ ( საქალაქო) სასამართლოებში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, მათთან საქმეთა დაგროვების ან სხვა მიზეზთა გამო საქმის განუხილველობის შემთხვევაში საქმეებს გადაანაწილებს სასამართლოს თავმჯდომარე.
მუხლი 12
1. სასამართლო ბრძანებას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ გასცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განმხილველი მოსამართლე, ხოლო იმ სასამართლოებში, სადაც სამოქალაქო საქმეთა განმხილველი ორი ან მეტი მოსამართლეა – სამოქალაქო საქმეთა განმხილველი მორიგე მოსამართლე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით.
თავი III
უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესი
მუხლი 13
1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს უახლოესი ან სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოქმედ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს უახლოესი ან სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.
თავი IV
დასკვნითი დებულება
მუხლი 14.
ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 26 ივნისი.
№1492-IIს
დოკუმენტის კომენტარები