დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5921-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 110050000.05.001.016673 |
საქართველოს კანონი
„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998, გვ. 6) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21 . ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრებ ის საკითხის გადაწყვეტისას, მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება შეიძლება განხორციელდეს მისი თანხმობით, 1 წლამდე ვადით. აუცილებლობის შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი სხვა სასამართლოში მივლინების თაობაზე, თუ აღნიშნულ საკითხს მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 1 წლით, რისთვისაც აუცილებელია მოსამართლის თანხმობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 27 მარტი.
№5921-Iს
დოკუმენტის კომენტარები