„საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 272
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 16/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 110.050.010.05.001.001.527
  • Word
272
30/06/2004
სსმ, 20, 16/07/2004
110.050.010.05.001.001.527
„საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998, გვ.6) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს უახლოესი ან სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.

2. საოლქო სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს სხვა საოლქო სასამართლოს, ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე.

3. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს საოლქო ან სხვა უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 30 ივნისი.

№272-რს