„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 21/03/2000
სარეგისტრაციო კოდი 110.050.010.05.001.000.739
  • Word
185
07/03/2000
სსმ, 9, 21/03/2000
110.050.010.05.001.000.739
„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებსაქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07. 1998.) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საოლქო სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს სხვა საოლქო სასამართლოს, ანდა აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე.

4. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს საოლქო ან სხვა უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე.“

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 7 მარტი.

#185-II