დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 126/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/09/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 270090000.22.022.017033 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (28/09/2015 - 14/12/2015)
|
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
ამ ბრძანების დანართის შესაბამისად, დადგინდეს საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები.
|
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანება.
|
მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი
|
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
ეს დანართი არეგულირებს საჯარო სკოლების (შემდგომში – სკოლა) მასწავლებელთა (შემდგომში – მასწავლებელი) შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას და პირობებს.
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს ამ დანართის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით (შემდგომში – სქემა) განსაზღვრული სტატუსი – პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე, მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) მასწავლებელი – ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; გ) სერტიფიცირებული მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი; დ) პრაქტიკოსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად; ე) უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები; ვ) წამყვანი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე, შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს; ზ) მენტორი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკას. |
თავი II
მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები |
მუხლი 3.
მასწავლებლის შრომის ანაზღაურება |
1. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:
ა) თანამდებობრივ სარგოს; ბ) თანამდებობრივ სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს. 2. მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე შეიძლება მიეცეს: ა) კლასკომპლექტით სწავლების დანამატი; ბ) დანამატი არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის: ბ.ა) ქართული, როგორც მეორე ენა; ბ.ბ) საქართველოს ისტორია; ბ.გ) საქართველოს გეოგრაფია; გ) კლასის დამრიგებლობის დანამატი; დ) მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატი; ე) სრულ განაკვეთზე მეტი დატვირთვის დანამატი; ვ) სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი მასწავლებელს მიეცემა მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვების შემთხვევაში. |
მუხლი 4.
მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემის დახასიათება |
მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების და თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია; ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა (შემდგომში – სამუშაო სტაჟი); გ) სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა); დ) სამუშაოს სპეციფიკა: დ.ა) კლასკომპლექტი; დ.ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება; დ.გ) კლასის დამრიგებლობა; დ.დ) მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვა; დ.ე) სამუშაო დატვირთვა სამუშაო საათების მიხედვით. ე) სქემით განსაზღვრული სტატუსი. |
მუხლი 5.
მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია |
1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები:
ა) სრული ზოგადი განათლება – 0.8;
ბ) პროფესიული განათლება – 0.9;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 1.0;
დ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 1.1;
ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 1.2.
2. თითოეული საფეხურისათვის მინიჭებული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე (,,ა”) გადამრავლებით განისაზღვრება მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო ქვემოთ მოყვანილი ფორმულის (,,ბ”) მიხედვით:
ა) საბაზო თანამდებობრივი სარგო უტოლდება 355 ლარს;
ბ) Sal(m) = Sal(b)*Ed(c) + Sal(b)*Ed(c)*WS(c) + Sal(b)*WE(c)*WS(c),
სადაც:
Sal(m) = გასაანგარიშებელი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი;
Sal(b)= ერთი თვის საბაზო თანამდებობრივი სარგო (355 ლარი);
Ed(c) = მასწავლებლის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი;
WS(c) = მასწავლებლის სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტი (0.15 კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მიუხედავად);
WE(c )= მასწავლებლის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი.
3. ამ დანართის მე-3
მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატები გამოიანგარიშება შესაბამისი კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე გადამრავლებით და არ არის მოცემული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში.
|
მუხლი 6.
სამუშაო სტაჟი |
1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის სამუშაო სტაჟის სამი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები:
ა) 5 წლამდე – 0.2;
ბ) 5-დან 10 წლის ჩათვლით – 0.5;
გ) 10 წლის ზემოთ – 0.6.
2. თითოეული საფეხურისათვის მინიჭებული შესაბამისი კოეფიციენტი მასწავლებლის განათლებისა და სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტებთან ერთობლიობაში განსაზღვრავს მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს.
3. 5 წლამდე სამუშაო სტაჟის მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრულია წინამდებარე დანართის პირველ დანართში, 5-დან 10 წლამდე − მე-2 დანართში, ხოლო 10 წლის ზევით − მე-3 დანართში.
|
მუხლი 7.
სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა) |
მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას, მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა, სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტი განისაზღვრება 0,15-ით. |
მუხლი 8.
მასწავლების სამუშაოს სპეციფიკა |
1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატების (გარდა ამ დანართის მე-3
მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა) კოეფიციენტები განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) კლასკომპლექტით სწავლება –
0.1;
ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 0.1;
გ) კლასის დამრიგებლობა – 0.25;
დ) მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვა – 0.08.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.
|
მუხლი 9.
შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა |
მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება 337 ლარით და 25 თეთრით.
|
მუხლი 10.
სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი |
1. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი ეძლევა მასწავლებელს:
ა) რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი და შესაბამის საფეხურზე ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა;
ბ) რომელიც სქემაში განაწილდა ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №74 დადგენილებით დამტკიცებული წესით და:
ბ.ა)
არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთ საგანში და ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;
ბ.ბ) აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა
:
ა)
უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 160 ლარით;
ბ)
წამყვანი მასწავლებლისათვის
განისაზღვრება 250 ლარით;
გ)
მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 300 ლარით.
3.
სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლისათვის იანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობების 13-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით (მძიმიდან მარჯვნივ ასეულის სიზუსტის დამრგვალებით). ამ პუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებული
სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სრულ ოდენობას.
4.
სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლისათვის იანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობების 15-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით (მძიმიდან მარჯვნივ ასეულის სიზუსტის დამრგვალებით). ამ პუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებული
სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სრულ ოდენობას.
5.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნებისათვის გათვალისწინებული
საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა
.
6. უცხო ენის
მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა
იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი უცხო ენისათვის გათვალისწინებული
საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ საჯარო სკოლაშიб ამ მუხლით გათვალისწინებული სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი მიეცემა თითოეულ საჯარო სკოლაში სწავლებისათვის.
|
მუხლი 11.
მასწავლებლის სამუშაო საათები |
1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო გამოითვლება სამუშაო საათების მიხედვით.
2. სამუშაო საათების მიხედვით არსებობს 3 ტიპის სამუშაო დატვირთვა:
ა) ნაწილობრივი დატვირთვა – გულისხმობს 36-ზე ნაკლებ-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18-ზე ნაკლები საგაკვეთილო საათი კვირაში;
ბ) სრული დატვირთვა – გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი კვირაში;
გ) სრულზე მეტი დატვირთვა გულისხმობს 40-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 19 ან მეტი საგაკვეთილო საათი კვირაში.
3. ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები (გარდა სადამრიგებლო დანამატისა). მაგალითად: თუ მასწავლებელი ატარებს 10 საგაკვეთილო საათს, მაშინ მისი თანამდებობრივი სარგო=სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო (დანამატების ჩათვლით), შეფარდებული18*10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა), ხოლო მისი სამუშაო დატვირთვა=10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა)*2-ზე.
4. სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე კვირაში 5 ლარის ოდენობით.
5. მასწავლებლისათვის თანამდებობრივი სარგოს მიცემა სამუშაო საათების მიხედვით არ ნიშნავს, რომ იგი საგაკვეთილო საათების, სასკოლო დოკუმენტაციის წარმოებისა და მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობისათვის საჭირო დროის გარდა აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს სკოლაში. მასწავლებელს უფლება აქვს, მისი სამუშაოს ნაწილი – პროფესიულ განვითარებაზე მუშაობა, გაკვეთილებისათვის მომზადება და სხვა, შეასრულოს სკოლის გარეთ. თუ სკოლის დირექცია თვლის, რომ მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს სწავლებისას, უფლებამოსილია მასწავლებელს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით სამუშაო კვირისათვის გათვალისწინებული საათების ფარგლებში სკოლაში მუშაობა, სწავლების შედეგების გაუმჯობესებამდე.
6. სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მასწავლებლისა და საინფორმაციო მენეჯერისა) და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს. საინფორმაციო მენეჯერის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
8.
სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გამოითვლება ამ დანართით დადგენილი წესით. |
მუხლი 12.
მასწავლებლის შრომის ანაზღაურება არდადეგების პერიოდში |
მასწავლებელს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში უნარჩუნდება ამ დანართით
დადგენილი წესით გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება.
|
მუხლი 13.
მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების მაგალითი |
1. ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სრული დატვირთვის მქონე უფროსი მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზებს:
ა) რომელსაც აქვს:
ა.ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;
ა.ბ) 10-წლიანი სამუშაო სტაჟი;
ბ) რომელიც ასწავლის საქართველოს ისტორიას არაქართულენოვან სკოლაში და არის კლასის დამრიგებელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების უმარტივესი გზა:
ა) დანართი №2, სადაც მოცემულია 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოები (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 475,70 ლარს);
ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით,
არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 35,5+88,75=124,25 ლარს);
გ) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი, რომელიც შეადგენს ამ ბრძანების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ოდენობას;
დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (475,70 +124,25+160=759,95 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 759,95 ლარს.
3. აღნიშნული უფროსი მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლა ასევე შეიძლება ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში შესაბამის დანართებში მოცემული კოეფიციენტების გამოყენებით უნდა შესრულდეს მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:
ა) 355*1,1+355*1,1*0,15+355*0,5*0,15=475,70 ლარი (დანართი №2);
ბ) 475,70+160= 635,7 ლარი;
გ) 355*0,1+355*0,25=124,25 ლარი (დანართი №4);
დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 635,70+124,25=759,95 ლარი.
|
თავი III
გარდამავალი დებულებები |
მუხლი 14.
მასწავლებლის ხელფასის შენარჩუნება |
1. სქემაში განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე შესაძლებელია ეძლეოდა შემდეგი დანამატი/დანამატები:
ა) სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი; ბ) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატი; გ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატი. 2. თუ სქემაში განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი/დანამატები, რის გამოც მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დაანგარიშების დროისათვის არსებული მასწავლებლის საგაკვეთილი დატვირთვის შესაბამისად გაანგარიშებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტი არის სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატის ამ დანართით გათვალისწინებული წესით გაანგარიშებულ ოდენობაზე, სქემაში განაწილების შემდგომ, მას შეუნარჩუნდება ამ თავით დადგენილი წესით გაანგარიშებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის შესაბამისი ოდენობა. |
მუხლი 15.
დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლისა და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლის დანამატები |
1. დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებელს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა და ასწავლის დაწყებით საფეხურზე I-IV კლასებში, ასევე რომელსაც აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიურად მიეცემა დანამატი, რომლის სრული ოდენობა შეადგენს 200 ლარს.
2. დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლის და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლის დანამატები იანგარიშება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობის 13-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, კვირაში 13 და მეტი საგაკვეთილო საათით დატვირთვის შემთხვევაში, თანამდებობრივი სარგო შეევსება 1000 ლარამდე, ამ დანართით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოსა და თანამდებობრივ სარგოზე დანამატის გათვალისწინებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს თანამდებობრივი სარგო შეევსება 1000 ლარამდე იმ შემთხვევაშიც, თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია 13 საგაკვეთილო საათზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობები იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლის და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლის დანამატების სრული ოდენობების მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.
|
მუხლი 16.
დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I -VI) კლასებისა და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლის დანამატები
|
1. დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა და ასწავლის შესაბამის საგანს დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასებსა) და საბაზო/საშუალო საფეხურებზე, ასევე რომელსაც აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიურად მიეცემა დანამატი, რომლის სრული ოდენობა შეადგენს 200 ლარს.
2. დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლის დანამატები იანგარიშება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობის 15-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, კვირაში 15 და მეტი საგაკვეთილო საათით დატვირთვის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო შეევსება 1000 ლარამდე, ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოსა და თანამდებობრივ სარგოზე დანამატის გათვალისწინებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს თანამდებობრივი სარგო შეევსება 1000 ლარამდე იმ შემთხვევაშიც, თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია 15 საგაკვეთილო საათზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობები იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლის დანამატების სრული ოდენობების მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.
5. სერტიფიცირებული მასწავლებლის და საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატების განსაზღვრა, ასევე თანამდებობრივი სარგოს 1000 ლარამდე შევსება I-XII კლასების სერტიფიკატის მფლობელი მასწავლებლისათვის, და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, განხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
|
მუხლი 17.
საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატი |
1. ამ დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილი, ყოველთვიურად მიეცემა საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატი.
2. საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატის სრული ოდენობა შეადგენს 75 ლარს.
3. საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატი იანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის 15-თან შეფარდებით და შესაბამის საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატის სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.
|
მუხლი 18.
დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლის, დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატების გაანგარიშება მასწავლებლის მიერ ორ ან მეტ საჯარო სკოლაში სწავლების შემთხვევაში |
დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებულ მასწავლებელს, დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებულ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ საჯარო სკოლაში ამ დანართის
მე-15
მუხლით ან/და მე-16
მუხლით გათვალისწინებული, იმავე მუხლებით დადგენილი წესით გაანგარიშებული დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლის, დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი მიეცემა თითოეულ საჯარო სკოლაში სწავლებისათვის.
|
დანართი №1
|
0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
|
|
დანართი №2
|
5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
|
|
დანართი №3
|
10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
|
|
დანართი №4
|
მასწავლებელთა თანამდებობრივ სარგოებზე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე
|
|
დოკუმენტის კომენტარები