დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 54/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/07/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 270090000.22.022.018054 |
|
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 270090000.22.022.017033) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დადგენილი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“:
1. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი და ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანს/საგნებს.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლებისთვის დანამატის გაცემის მიზნით ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სამართლებრივი აქტით.“. 2. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესუსცენტრთან შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისთვის გამონაკლისი დაიშვება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 3. 136 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები