„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 15/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.022.017101
28/ნ
18/04/2016
ვებგვერდი, 18/04/2016
270090000.22.022.017101
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №28/ნ

2016 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 270090000.22.022.017033) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ)  მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის დანამატი, რომელიც მოიცავს მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელების საბაზო დანამატს და საგაკვეთილო დანამატს ყოველ საგაკვეთილო საათზე;“ ;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი მასწავლებელს მიეცემა მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვების შემთხვევაში.“.

2. მე-4 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის ,,დ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ.დ) მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილის წარმართვა;“;

3.   მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. თითოეული საფეხურისათვის მინიჭებული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე (,,ა”) გადამრავლებით განისაზღვრება მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო ქვემოთ მოყვანილი ფორმულის (,,ბ”) მიხედვით:

ა) საბაზო თანამდებობრივი სარგო უტოლდება 405 ლარს;

ბ) Sal(m) = Sal(b)*Ed(c) + Sal(b)*Ed(c)*WS(c) + Sal(b)*WE(c)*WS(c)

სადაც:

Sal(m) =      გასაანგარიშებელი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი;

Sal(b)=        ერთი თვის საბაზო თანამდებობრივი სარგო (405 ლარი);

Ed(c) =        მასწავლებლის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი;

WS(c) =     მასწავლებლის სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტი (0.15 კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მიუხედავად);

WE(c )=      მასწავლებლის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი.“.

4. მე-8 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საბაზო დანამატი განისაზღვროს 32.40 ლარის ოდენობით, ხოლო საგაკვეთილო დანამატი ყოველ ჩატარებულ საგაკვეთილო საათზე 6.0 ლარის ოდენობით.“.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა

მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება 384 ლარით და 75 თეთრით.“.

6. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

ა) უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 180 ლარით;

ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 270 ლარით;

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 400 ლარით.“.

7. მე-11 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე კვირაში 6 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8.  მოსწავლის კანონმდებლობით განსაზღვრული შინ სწავლების შემთხვევაში მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გამოითვლება ამ დანართით დადგენილი წესით.“.

8. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13. მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების მაგალითი

1. ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სრული დატვირთვის მქონე უფროსი მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზებს:

ა) რომელსაც აქვს:

ა.ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

ა.ბ) 10-წლიანი სამუშაო სტაჟი;

ბ) რომელიც ასწავლის საქართველოს ისტორიას არაქართულენოვან სკოლაში და არის კლასის დამრიგებელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზა:

ა)  დანართი №2, სადაც მოცემულია 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოები (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 542.70 ლარს);

ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 40.50+101.25=141.75 ლარს);

გ) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი, რომელიც შეადგენს ამ ბრძანების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ოდენობას;

დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (542.70 +141.75+180.00=864.45 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 864.45 ლარს.

3. აღნიშნული უფროსი მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლა ასევე შეიძლება ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში შესაბამის დანართებში მოცემული კოეფიციენტების გამოყენებით უნდა შესრულდეს არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:

ა)    405*1.1+405*1.1*0.15+405*0.5*0.15=542.70 ლარი (დანართი №2);

ბ)   542.70+180.00= 722.70 ლარი;

გ)    405*0.1+405*0.25=40.50+101.25=141.75 ლარი (დანართი №4);

დ)  უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 722.70+141.75=864.45 ლარი.“.

9. დანართები №1, №2, №3 და №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1 

0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია და
სამუშაო სტაჟი

კოეფიციენტები

მასწავლებელი

   

სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა)

კოეფიციენტი

 

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

384.75

2

პროფესიული განათლება

0.9

431.33

3

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.0

477.90

4

მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.1

524.48

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.2

571.05

სამუშაო სტაჟი X

   

6

X≤ 5 წელი

0.2

-

 

საბაზო თანამდებობრივი სარგო = 1 თვე
 

405

 
         

                                                                                                                                                          

დანართი №2

5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია და
სამუშაო სტაჟი

კოეფიციენტები

მასწავლებელი

   

სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა)

კოეფიციენტი

 

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

402.98

2

პროფესიული განათლება

0.9

449.55

3

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.0

496.13

4

მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.1

542.70

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.2

589.28

სამუშაო სტაჟი  X

   

6

5 წელი < X ≤10 წელი

0.5

-

 

საბაზო თანამდებობრივი სარგო = 1 თვე

405

 
         

                                                                                                     

დანართი №3

10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია და
სამუშაო სტაჟი

კოეფიციენტები

მასწავლებელი

   

სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა)

კოეფიციენტები

 

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

409.05

2

პროფესიული განათლება

0.9

455.63

3

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1

502.20

4

მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.1

548.78

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.2

595.35

სამუშაო სტაჟი  X

   

6

X > 10წელი

0.6

-

 

საბაზო თანამდებობრივი სარგო=1 თვე

405

 

 დანართი №4 

დანამატები

მასწავლებელთა თანამდებობრივ სარგოებზე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე

კლასკომპლექტით სწავლების დანამატი (სრული დატვირთვის შემთხვევაში)

არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი (სრული დატვირთვის შემთხვევაში)

კლასის დამრიგებლობის დანამატი

0.1

0.1

0.25

40.50

40.50

101.25

     

საბაზო თანამდებობრივი სარგო=1თვე

405

 

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს და გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე