„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 270090000.22.022.017033) შევიდეს ცვლილება და მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:
„მუხლი 4
ამ ბრძანების პირველი მუხლით დადგენილი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები“ 2024 წლის 1 ივლისიდან გავრცელდეს მხოლოდ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის „6311“ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დასაანგარიშებელი საშვებულებო ანაზღაურების მიზნებისთვის.“.
|
დოკუმენტის კომენტარები