დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 108/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 270090000.22.022.018215 |
108/ნ
26/09/2022
ვებგვერდი, 26/09/2022
270090000.22.022.018215
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
|
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 270090000.22.022.017033) დადგენილი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობების“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნებისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა (ჭადრაკის საგაკვეთილო საათების რაოდენობის გარეშე) ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები