„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 181/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 15/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.022.017254
181/ნ
30/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
270090000.22.022.017254
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №181/ნ

2016 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 270090000.22.022.017033) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების:

1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

ა) უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 320 ლარით;

ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 500 ლარით;

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 700 ლარით.“

2. მე-13 მუხლი:

) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (542.70 +141.75+320.00=1,004.45 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 1,004.45 ლარს.“

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)   542.70+320.00= 862.70 ლარი;“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 862.70+141.75=1,004.45 ლარი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 01 იანვრიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა