დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 130/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 04/10/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/10/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 270090000.22.022.017203 |
|
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 270090000.22.022.017033) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი;“; 2. მე-4 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი: ,,ვ) სკოლის მაღალმთიანი დასახლებაში მდებარეობა;“. 3. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატები გამოიანგარიშება შესაბამისი კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე გადამრავლებით და არ არის მოცემული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი მიეცემა, მხოლოდ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებელს.“; 4. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: ,,მუხლი 81. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი 1. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვროს 142 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები