„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 14/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.022.017591
34/ნ
14/09/2018
ვებგვერდი, 14/09/2018
270090000.22.022.017591
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №34/ნ

2018 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 270090000.22.022.017033) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ საგანს მაინც ასწავლის;“.

ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) სპეციალური მასწავლებელი − მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;“;

ბ) მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

გ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ა) დანართი №2, სადაც მოცემულია 6-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოები (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 542.70 ლარს);“.

დ) მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

 „თავი II1

სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები

მუხლი 131. სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურება

1. სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:

ა) თანამდებობრივ სარგოს;

ბ) თანამდებობრივ სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატს.

2. სპეციალურ მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე შეიძლება მიეცეს:

ა) კლასის დამრიგებლობის დანამატი;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი.

მუხლი 132. სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემის დახასიათება

სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების და თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) სპეციალური მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალური მასწავლებლის, ან/და საჯარო სკოლაში სპეციალური პედაგოგის, ან/და ფსიქოლოგის, ან/და ინკლუზიური განათლების კოორდინატორის საქმიანობა (შემდგომში – სამუშაო სტაჟი);

გ) სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა).

მუხლი 133. სპეციალური მასწავლების სამუშაოს სპეციფიკა

1. სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, სპეციალურ მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატების (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატისა) კოეფიციენტი განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) კლასის დამრიგებლობა – 0.25;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი არ არის დამოკიდებული სპეციალური მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.

მუხლი 134. სპეციალური მასწავლებლის სამუშაო საათები

1. სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო გამოითვლება სამუშაო საათების მიხედვით.

2. სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო გამოითვლება 36-საათიანი სამუშაო კვირის მიხედვით, რომლის შემადგენლობაშიც შედის  დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების სწავლება ან/და ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობა მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;

3. სპეციალური მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, რომელიც მხოლოდ უნდა მოიცავდეს დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების სწავლებას ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობას მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით.

4. სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გამოითვლება ამ დანართით დადგენილი წესით.

მუხლი 135. სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების მაგალითი

1. ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზებს:

ა) რომელსაც აქვს:

ა.ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

ა.ბ) 4-წლიანი სამუშაო სტაჟი;

ბ) რომელიც არის კლასის დამრიგებელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების უმარტივესი გზა:

ა)  დანართი №2, სადაც მოცემულია 1-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 524,48 ლარს);

ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 101.25 ლარს);

გ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (524.48 +101.25=625,73 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 625.73 ლარს.

3. აღნიშნული სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლა ასევე შეიძლება ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში შესაბამის დანართებში მოცემული კოეფიციენტების გამოყენებით უნდა შესრულდეს მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:

ა) 405*1,1+405*1,1*0,15+405*0,2*0,15=524.48 ლარი (დანართი №3);

ბ) 405*0,25=101,25 ლარი (დანართი №4);

გ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 524.48 +101.25=625,73 ლარი.“;

ე) მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 მუხლი:

„მუხლი 19. ზოგიერთი მუხლის გავრცელება სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობასა და პირობებზე

სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებზე ასევე გავრცელდეს ამ დანართის:

ა) მე-5, მე-6, მე-7, 81, მე-9 და მე-12 მუხლები;

ბ) დანართი №1-ით განსაზღვრული „0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები“;

გ) დანართი №2-ით განსაზღვრული „6-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები“;

დ) დანართი №3-ით განსაზღვრული „10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები“;

ე) დანართი №4-ით განსაზღვრული „დანამატები მასწავლებელთა თანამდებობრივ სარგოებზე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე“.

ვ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„6-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია და სამუშაო სტაჟი

კოეფიციენტები

მასწავლებელი

 

 

სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა)

კოეფიციენტი

 

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

402.98

2

პროფესიული განათლება

0.9

449.55

3

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.0

496.13

4

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება

1.1

542.70

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.2

589.28

სამუშაო სტაჟი  X

 

 

6

6 წელი < X ≤10 წელი

0.5

-

 

საბაზო თანამდებობრივი სარგო = 1 თვე

405

 

“.                       

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 17 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი