„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“

„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 01-8/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016321
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-8/ნ
30/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
470230000.22.035.016321
„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/03/2015 - 15/07/2015)

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-8/ნ

2015 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციები თანდართული დანართების შესაბამისად:
ა) „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ (დანართი 1);
ბ) „ბავშვთა ნევროლოგია“ (დანართი 2);
გ) „გადაუდებელი მედიცინა“ (დანართი 3);
დ) „კარდიოლოგია“ (დანართი 4);
ე) „კლინიკური ონკოლოგია“ (დანართი 5);
ვ) „კლინიკური ტოქსიკოლოგია“ (დანართი 6);
ზ) „ლაბორატორიული მედიცინა“ (დანართი 7);
თ) „ნეონატოლოგია“ (დანართი 8);
ი) „რადიოლოგია“ (დანართი 9);
კ) „საოჯახო მედიცინა“ (დანართი 10).
2. საექიმო სპეციალობის პროფესიული კომპეტენცია (შემდგომში - პროფესიული კომპეტენცია) მოიცავს საექიმო სპეციალობის შინაარსს, ექიმის ზოგადი ცოდნის ფარგლებს, დაავადებებისა და მდგომარეობების ჩამონათვალს, ასევე, იმ  პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენება ნებადართულია პროფესიული კომპეტენციებით განსაზღვრული დაავადებების/მდგომარეობების მართვისას, ამასთან, ცალკეული საექიმო სპეციალობისათვის - გარდამავალი ეტაპის რეგულირებასა და სპეციალიზაციას.
3. საექიმო სპეციალობის სპეციალიზაცია წარმოადგენს ამ სპეციალობის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ნებაყოფლობით კომპეტენციას, რომლის ფარგლებში საქმიანობის უფლების მოპოვების საფუძველია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდეგში - საბჭო) მიერ აკრედიტებული მზადების სათანადო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტი. სპეციალიზაციის პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე.
4. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე გააჩნდა შესაბამისი სპეციალიზაციით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი ბოლო 5 წლის განმავლობაში, აღნიშნული სპეციალიზაციით საქმიანობის უფლება, შესაბამისი დარგობრივი ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, ენიჭება საბჭოს მიერ.
5. საექიმო სპეციალობის კომპეტენციით დადგენილი გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრულ სპეციალიზაციის კურსს დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე,  აკრედიტაციას ანიჭებს საბჭო.
6. სპეციალიზაციის პროგრამ(ებ)ის, ასევე, გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურს(ებ)ის განმახორციელებელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან, მიაწოდონ  საბჭოს ინფორმაცია პროგრამ(ებ)ის/კურს(ებ)ის ფარგლებში მომზადებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტების შესახებ (სახელის, გვარის, პროგრამის/კურსის დასახელების, პირადი ნომრის მითითებით) პროგრამის/კურსის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
7. საბჭო აწარმოებს რეესტრს, რომელშიც მოიცავს:
ა) ინფორმაციას ყველა იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესახებ, რომელთაც სპეციალიზაცია მიენიჭათ საბჭოს მიერ ან გაიარეს სპეციალიზაციის შესაბამისი პროგრამა;
ბ) ინფორმაციას ყველა იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესახებ, რომელთაც გაიარეს გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურსი.
8. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს სპეციალიზაციით საქმიანობის უფლება ეძლევა მზადების სათანადო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების/ საბჭოს მიერ შესაბამისი უფლების მინიჭებისთანავე.
9. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციით საქმიანობის უფლება ეძლევა შესაბამისი კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე.
10. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
18. 10/11/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 82/ნ - ვებგვერდი, 13/11/2023 17. 25/08/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-80/ნ - ვებგვერდი, 26/08/2022 16. 25/07/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-73/ნ - ვებგვერდი, 26/07/2022 15. 20/06/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-47/ნ - ვებგვერდი, 21/06/2022 14. 16/12/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-98/ნ - ვებგვერდი, 17/12/2021 13. 21/09/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-83/ნ - ვებგვერდი, 22/09/2021 12. 29/06/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-57/ნ - ვებგვერდი, 30/06/2021 11. 14/05/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-45/ნ - ვებგვერდი, 17/05/2021 10. 30/03/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-26/ნ - ვებგვერდი, 31/03/2021 9. 22/10/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-110/ნ - ვებგვერდი, 22/10/2020 8. 27/07/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-86/ნ - ვებგვერდი, 28/07/2020 7. 27/02/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-22/ნ - ვებგვერდი, 28/02/2020 6. 29/11/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-119/ნ - ვებგვერდი, 29/11/2019 5. 20/08/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-10/ნ - ვებგვერდი, 21/08/2018 4. 23/02/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-9/ნ - ვებგვერდი, 26/02/2018 3. 10/11/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-45/ნ - ვებგვერდი, 10/11/2016 2. 11/04/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-15/ნ - ვებგვერდი, 13/04/2016 1. 15/07/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-21/ნ - ვებგვერდი, 15/07/2015