„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-47/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016976
01-47/ნ
20/06/2022
ვებგვერდი, 21/06/2022
470230000.22.035.016976
„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-47/ნ

2022 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.035.016321) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული   №18  დანართის  (ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. გარდამავალი ეტაპის რეგულირება:

ა) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, განახორციელოს საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობის ფარგლებში;

ბ) ექიმებს:

ბ.ა) რომლებიც ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს საექიმო სპეციალობაში „ფიზიკური მედიცინა-კურორტოლოგია“, „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“ ან „კურორტოლოგია და ფიზიოთერაპია“, მაგრამ დასრულებული აქვთ სარეზიდენტო პროგრამა სპეციალობით – „ფიზიკური მედიცინა-კურორტოლოგია“, სპეციალიზაციის სათანადო კურსის გავლის შემდეგ, უფლება აქვთ, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, არსებული („ფიზიკური მედიცინა – კურორტოლოგია“) სახელმწიფო სერტიფიკატის ნაცვლად, მოიპოვონ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში – „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“. სპეციალიზაციის კურსის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაცია;

ბ.ბ) რომლებიც ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს საექიმო სპეციალობაში „სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა“, „სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია, სპორტული მედიცინა“ ან „სპორტის მედიცინა“, მაგრამ დასრულებული აქვთ სარეზიდენტო პროგრამა სპეციალობით – „სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა“, უფლება აქვთ, სპეციალიზაციის სათანადო კურსის გავლის შემდეგ, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, დამატებით მოიპოვონ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში – „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“. სპეციალიზაციის კურსის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაცია.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი