„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-45/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016409
01-45/ნ
10/11/2016
ვებგვერდი, 10/11/2016
470230000.22.035.016409
„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-45/ნ

2016 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 31/03/2015, 470230000.22.035.016321) პირველი პუნქტის:
„დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №4 დანართის (კარდიოლოგია):
ა) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.კ“ ქვეპუნქტი:

„ბ.კ) ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია (TTE).“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. გარდამავალი ეტაპის რეგულირება:

ა) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, განახორციელოს საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობის ფარგლებში;

ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებს, რომელთაც „კარდიოლოგიის“ სამწლიანი სარეზიდენტო პროგრამის დასრულების საფუძველზე მიენიჭათ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობით - „კარდიოლოგია“ (მ.შ., 2018 წლამდე სერტიფიცირებული პირები), უფლება აქვთ, განახორციელონ „კარდიოლოგიის“ კომპეტენციებით განსაზღვრული საქმიანობა, გარდა ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიისა (TTE). აღნიშნულ სფეროში საქმიანობა შესაძლებელია შესაბამისი სპეციალიზაციის კურს(ებ)ის დასრულების შემთხვევაში;

გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებს, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე მინიჭებული აქვთ სუბსპეციალობის მოწმობა - „ექოკარდიოგრაფია“, უფლება აქვთ, აწარმოონ ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია (TTE).“;

გ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „“, „“, „“, „და „შ“ ქვეპუნქტები:

„ფ) „თერაპიული სტომატოლოგია“ (დანართი 21);

ქ) „ინფექციური სნეულებები“ (დანართი 22);

ღ) „რადიაციული ონკოლოგია“ (დანართი 23);

ყ) „სისხლძარღვთა ქირურგია“ (დანართი 24);

შ) „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“ (დანართი 25).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო