რეგულირების საფასურის შესახებ

რეგულირების საფასურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1860
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.05.001.001.958
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1860
01/07/2005
სსმ, 38, 15/07/2005
310.120.000.05.001.001.958
რეგულირების საფასურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (07/12/2017 - 30/05/2018)

საქართველოს კანონი

რეგულირების საფასურის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები

1. ამ კანონის მიზანია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური დამოუკიდებლობის და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა.

2. ეს კანონი ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროს – რეგულირების საფასურის ცნებას, ოდენობას, სტრუქტურასა და გადახდის წესს. კანონი არ გამორიცხავს აღნიშნული ორგანოებისათვის დაფინანსების სხვა წყაროს არსებობას.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 90 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 90 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

     მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა ორგანოზე, რომლებიც, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არიან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − გარემოს ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის რეგულირებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − წიაღის ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირებას, და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.     

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 90 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  20  ნოემბრის კანონი №15 90  - ვებგვერდი,  03 .1 2 .2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1673  ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

თავი II. რეგულირების საფასურის ცნება, ოდენობა, სტრუქტურა და გადახდის წესი

    მუხლი 3. რეგულირების საფასურის ცნება

1. რეგულირების საფასური არის ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების ბიუჯეტების ფორმირების  ერთ-ერთი წყარო და უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დარგის რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან.

2. რეგულირების საფასურის ოდენობა დგინდება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის დანართით.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების მიერ რეგულირების საფასურის მიღება არ არის ეკონომიკური საქმიანობა. 

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 90 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  20  ნოემბრის კანონი №15 90  - ვებგვერდი,  03 .1 2 .2013წ.

საქართველოს 2017 წლის 17  მაისის   კანონი  №851  - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

    მუხლი 4. რეგულირების საფასურის გადამხდელები

1. რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა პირი, რომლებიც ახორციელებენ:

ა) შესაბამისი კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნერივი რესურსებით სარგებლობას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის  განკარგვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად პირადი მოხმარების მიზნით სარგებლობენ ბუნებრივი რესურსებით.

3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია რეგულირების საფასურის გადახდისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებულ იქნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიისგან.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 5. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების რეგულირების საფასურის ოდენობა და სტრუქტურა

1. რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტს.

2. რეგულირების საფასური ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გადამხდელებისათვის გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან.

3. რეგულირების საფასური არადისკრიმინაციული უნდა იყოს და ისე უნდა დადგინდეს, რომ საკმარისი იყოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად.

4. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს, რეგულირების სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, უფლება აქვთ, ნორმატიული აქტით დაადგინონ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები რეგულირების საფასური.

საქართველოს 2007 წლის 5 ივნის ის კანონი № 48 65 - სსმ I, 21 , 18 . 06 .200 7 წ., მუხ. 180

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №43451 - სსმ I,  №42, 22.07.2010 წ., მუხ.270

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  20  ნოემბრის კანონი №15 90  - ვებგვერდი,  03 .1 2 .2013წ.

    მუხლი 51. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი 

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის დანართით.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასური გადაიხდება:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის – არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურად ასათვისებელ მოცულობას – ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. ამ ქვეპუნქტით დადგენილი რეგულირების საფასურის გადახდის წესი არ ვრცელდება პირზე, რომელზედაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით, მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე. თუ ამ პირის მიერ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების შესრულებისას აუცილებელი გახდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესწავლის მიზნებისათვის, რეგულირების საფასური გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

ბ) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშიით) სარგებლობისთვის – თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან ლიცენზიით გათვალისწინებული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარ ნაწილებად, წელიწადში ორჯერ – არაუგვიანეს 31 იანვრისა და 31 ივლისისა.

3. ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასური გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

4. ინვესტორის წილი ნავთობისა და გაზის (მათ შორის, საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის) მოპოვების და ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვის რეგულირების საფასურები გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

5. ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობების შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2017 წლის 17  მაისის   კანონი  №851  - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1673   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 6. რეგულირების საფასურის გადახდის წესი

1. რეგულირების საფასური გადაირიცხება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე.

2. რეგულირების საფასური გადაიხდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით და ამ კანონით დადგენილი პერიოდულობით.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია დააწესოს რეგულირების საფასური ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობისთვის.

4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას.

5. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი არასაბიუჯეტო სახსრები (რეგულირების საფასური) გადადის მომდევნო წლის ანგარიშში ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. რეგულირების საფასურის გადახდის სხვა მოთხოვნები, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულირებადი საქმიანობის განმახორციელებლებისთვის, მათი ფუნქციონირების სპეციფიკის გათვალისწინებით, დგინდება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 90 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  20  ნოემბრის კანონი №15 90  - ვებგვერდი,  03 .1 2 .2013წ.

საქართველოს 2017 წლის 17  მაისის   კანონი  №851  - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

    მუხლი 7. რეგულირების საფასურის გადამხდელთა პასუხისმგებლობა

რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ამ საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთანავე, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩეროს დამრღვევის მიმართ მარეგულირებელი ფუნქციების შესრულება.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.  

თავი II1. გარდამავალი დებულებანი

საქართველოს 2017 წლის 17  მაისის   კანონი  №851  - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

    მუხლი 71. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დამტკიცებამდე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი რეგულირების საფასურს იხდის არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი, რომლის ლიცენზიით პირდაპირ არ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობა, წლიური მაქსიმალური ოდენობა ან ყოველდღიური ოდენობა სასარგებლო წიაღისეულის კონკრეტული სახეობისთვის, რეგულირების საფასურს იხდის ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2. შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ამ კანონით დადგენილ რეგულირების საფასურს 2016-2017 წლების თევზჭერის სეზონისთვის განსაზღვრული კვოტის ფარგლებში იხდის ლიცენზიით გათვალისწინებული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, არაუგვიანეს 2017 წლის 31 ივლისისა.

3. 2020 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიიმართება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, მისი ბიუჯეტის ფორმირების მიზნებისათვის, მისივე ფუნქციების შესასრულებლად.

საქართველოს 2017 წლის 17  მაისის   კანონი  №851  - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1673   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

თავი III. დასკვნითი დებულება

    მუხლი 8. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 1 ივლისი.

№1860-რს

დანართი

 
საქართველოს 2017 წლის 17  მაისის   კანონი  №851  - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
 

რეგულირების საფასურის ოდენობები

 

ბუნებრივი რესურსი

ზომის ერთეული

რეგულირების საფასურის ოდენობა (ლარში)

 1

ნახშირი

1 ტონა

0,10

 2

მანგანუმი

1 ტონა/1%-იანი შემცველობით

0,10

 3

სპილენძი

1 ტონა

127,5

 4

ტყვია

1 ტონა

14,8

 5

თუთია

1 ტონა

36,0

 6

ოქრო

1 გრამი

1,5

 7

ვერცხლი

1 გრამი

0,02

 8

დიატომიტი

1 ტონა

3,0

 9

ნახშირორჟანგი (CO2)

1 ტონა

10

 10

ნავთობი:

ა) ინვესტორის წილი ნავთობი (მათ შორის, საკომპენსაციო ნავთობი);

ბ) სახელმწიფოს წილი ნავთობი

1 ტონა

24,19

 11

„ბორჯომის“ მინერალური წყალი

1 მ3

3

 12

„ნაბეღლავის“ მინერალური წყალი

1 მ3

3

 13

„საირმის“ მინერალური წყალი

1 მ3

3

 14

სხვა ჩამოსასხმელი მიწისქვეშა მინერალური წყალი

1 მ3

3

 15

ჩამოსასხმელი მიწისქვეშა მტკნარი წყალი

1 მ3

2

 16

სამეწარმეო მიწისქვეშა მტკნარი წყალი, რომელიც პროდუქციის ძირითად ნედლეულად გამოიყენება

1 მ3

2,5

 17

სხვა წიაღისეული

1 მ3

0,0

 18

ტყის მერქნიანი სახეობები

1 მ3

0,0

 19

თეთრყვავილას ბოლქვები, ყოჩივარდას გორგლები

1 კილოგრამი

0,0

 20

სოჭის გირჩა

1 კილოგრამი

0,0

 21

ქაფშია

1 ტონა

15

 22

ცხოველთა სამყაროს სხვა ობიექტები

ძუძუმწოვრისა და ფრინველისთვის – სახეობის 1 ინდივიდი; თევზისა და წყლის ცხოველისთვის – 1 ტონა

0,0

23

ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების საქმიანობა

1 ტონა/1000 მ3

0,0

24

 

გაზის (მეთანი, ეთანი, პროპანი, ბუტანი და ა. შ.) დამუშავება

1000 მ3

0,0

25

ნავთობის გადამუშავება (მათ შორის, კომპაუნდირება):

ა) მსუბუქი დისტილატი (ბენზინი, ნავთი, გაზკონდენსატი, დიზელის საწვავი და ა. შ.);

ბ) მძიმე დისტილატი (მაზუთი, ბიტუმი, პარაფინი და ა. შ.)

1 ტონა

 

1 ტონა

0,0

 

0,0

 

შენიშვნა: ამ დანართით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მიწისქვეშა წყლის მხოლოდ იმ ოდენობისთვის, რომელიც უშუალოდ:

ა) ჩამოისხმება;

ბ) არის პროდუქციის ძირითადი ნედლეული (შემადგენელი ნაწილი).

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.