რეგულირების საფასურის შესახებ

რეგულირების საფასურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1860
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.05.001.001.958
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1860
01/07/2005
სსმ, 38, 15/07/2005
310.120.000.05.001.001.958
რეგულირების საფასურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/06/2007 - 16/07/2010)

საქართველოს კანონი

რეგულირების საფასურის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები

1. ამ კანონის მიზანია დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ფინანსური დამოუკიდებლობისა და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა.

2. ეს კანონი ადგენს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დაფინანსების ძირითადი წყაროს – რეგულირების საფასურის ცნებას, ოდენობას, სტრუქტურასა და გადახდის წესს. კანონი არ გამორიცხავს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დაფინანსების სხვა წყაროს არსებობას.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ ორგანოზე, რომელიც „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენს დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს.

თავი II. რეგულირების საფასურის ცნება, ოდენობა, სტრუქტურა და გადახდის წესი

    მუხლი 3. რეგულირების საფასურის ცნება

1. რეგულირების საფასური წარმოადგენს ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტის ფორმირების ძირითად წყაროს და უშუალოდ არის დაკავშირებული მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დარგის რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან.

2. რეგულირების საფასურის კონკრეტული ოდენობა დგინდება შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით.

3. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულირების საფასურის მიღება არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას.

    მუხლი 4. რეგულირების საფასურის გადამხდელები

რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს შესაბამისი კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას.

    მუხლი 5. რეგულირების საფასურის ოდენობა და სტრუქტურა

1. რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტს.

2. რეგულირების საფასური ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გადამხდელებისათვის გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან.

3. რეგულირების საფასური უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ისე უნდა დადგინდეს, რომ საკმარისი იყოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად.

4. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებს, რეგულირების სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, უფლება აქვთ ნორმატიული აქტით დაადგინონ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები საფასური.

საქართველოს 2007 წლის 5 ივნის ის კანონი № 48 65 - სსმ I, 21 , 18 . 06 .200 7 წ., მუხ. 180

    მუხლი 6. რეგულირების საფასურის გადახდის წესი

1. რეგულირების საფასური გადაირიცხება მარეგულირებელი ორგანოს ანგარიშზე.

2. რეგულირების საფასურის გადახდა ხდება მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით განსაზღვრული პერიოდულობით.

3. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია დააწესოს რეგულირების საფასური თითოეული რეგულირებადი საქმიანობისათვის ცალ-ცალკე.

4. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას.

5. რეგულირების საფასურის გადახდის სხვა მოთხოვნები, ამ საფასურის გადამხდელთა ფუნქციონირების სპეციფიკის გათვალისწინებით, დგინდება ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 7. გადამხდელთა პასუხისმგებლობა

გადამხდელის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ამასთანავე, დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს შეაჩეროს დამრღვევის მიმართ მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელება.

თავი III. დასკვნითი დებულება

    მუხლი 8. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 1 ივლისი.

№1860-რს

    შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2007 წლის 5 ივნის ის კანონი №4865 - სსმ I,  №21, 18.06.2007წ., მუხ.180

12. 16/12/2021 - საქართველოს კანონი - 1149-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2021 11. 14/12/2021 - საქართველოს კანონი - 1087-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 17/12/2021 10. 24/06/2020 - საქართველოს კანონი - 6411-IIს - ვებგვერდი, 01/07/2020 9. 19/12/2019 - საქართველოს კანონი - 5631-რს - ვებგვერდი, 26/12/2019 8. 30/05/2018 - საქართველოს კანონი - 2393-IIს - ვებგვერდი, 08/06/2018 7. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1673-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 6. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 851-IIს - ვებგვერდი, 02/06/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1590-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 4. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 490-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 3. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4680-Iს - ვებგვერდი, 110601012, 01/06/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 16/07/2010 - საქართველოს კანონი - 3451 - სსმ, 42, 22/07/2010 1. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4865 - სსმ, 21, 18/06/2007