„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6411-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 310120000.05.001.019919
6411-IIს
24/06/2020
ვებგვერდი, 01/07/2020
310120000.05.001.019919
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38, 15.07.2005, მუხ. 260) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) აკვაკულტურის ნებართვისადმი დაქვემდებარებულ აკვაკულტურის საქმიანობას.“.

2. 51 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ წელიწადში ერთხელ − არაუგვიანეს 31 იანვრისა.“.

3. კანონის დანართის („რეგულირების საფასურის ოდენობები“) ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 გრაფა:

161

აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების მიზნით აკვაკულტურის კონსტრუქციაში არსებული ბუნებრივი წყალი

 1 მ3

საზღვაო წყლისთვის − 0,05;

ტბორისთვის − 0,001;

სხვა წყლისთვის  − 0,1

                    “.             

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

24 ივნისი 2020 წ.

N6411-IIს