„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 676-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 310120000.05.001.102657
676-IIმს-XIმპ
12/06/2025
ვებგვერდი, 16/06/2025
310120000.05.001.102657
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38, 15.07.2005, მუხ. 260) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა ორგანოზე, რომლებიც, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არიან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე − გარემოს ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირებას, და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირებას, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას.“. 
2. 51 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„4. ინვესტორის წილი ნავთობისა და გაზის (მათ შორის, საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის) მოპოვების, ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვისა და ბუნებრივი წყალბადის მოპოვების რეგულირების საფასურები გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 
5. ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა, ბუნებრივი წყალბადისა და სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობების შემთხვევაში – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტით.“.
3. დანართის ცხრილის:
ა) მე-10 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 

ბუნებრივი რესურსი

ზომის ერთეული

რეგულირების საფასურის ოდენობა ( ლარში)

 10

1. ნავთობი:

ა) ინვესტორის წილი ნავთობი (მათ შორის, საკომპენსაციო ნავთობი);

ბ) სახელმწიფოს წილი ნავთობი.

 

2. ბუნებრივი გაზი:

ა) ინვესტორის წილი გაზი (მათ შორის, საკომპენსაციო გაზი);

ბ) სახელმწიფოს წილი გაზი.

 

3. ბუნებრივი წყალბადის მოპოვება

1 ტონა

 

   

 

 

1000 მ3

 


 

 

1000 მ3

24,19

 

 

 

 

0

 

 

 

  

0

 

                                                                                                               “;

ბ) 23-ე−25-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „

ბუნებრივი რესურსი

ზომის ერთეული

რეგულირების საფასურის ოდენობა (ლარში)

23

ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების საქმიანობა

1 ტონა/1000 მ​3

2

24

გაზის (მეთანი, ეთანი, პროპანი, ბუტანი და სხვა) დამუშავება

1000 მ​3

2

25

ნავთობის გადამუშავება (მათ შორის, კომპაუნდირება)

1 ტონა

1 (წლიურად არაუმეტეს

 2 000 000 ლარისა)

                                                                                                                                                  “. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2025 წ.

N676-IIმს-XIმპ