„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5631-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 310120000.05.001.019723
5631-რს
19/12/2019
ვებგვერდი, 26/12/2019
310120000.05.001.019723
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38, 15.07.2005, მუხ. 260) 71 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2022 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კანონის   მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიიმართება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, მისი ბიუჯეტის ფორმირების მიზნებისათვის, მისივე ფუნქციების შესასრულებლად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 დეკემბერი 2019 წ.

N5631-რს