"რეგულირების საფასურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"რეგულირების საფასურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4680-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110601012, 01/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 310120000.05.001.016322
  • Word
4680-Iს
17/05/2011
ვებგვერდი, 110601012, 01/06/2011
310120000.05.001.016322
"რეგულირების საფასურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38, 15.07.2005, მუხ. 260) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. კანონის მიზნები

1. ამ კანონის მიზანია დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსური დამოუკიდებლობის და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა.

2. ეს კანონი ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროს – რეგულირების საფასურის ცნებას, ოდენობას, სტრუქტურასა და გადახდის წესს. კანონი არ გამორიცხავს აღნიშნული ორგანოებისათვის დაფინანსების სხვა წყაროს არსებობას.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა ორგანოზე, რომლებიც, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არიან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები, და იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას.“.

2. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. რეგულირების საფასურის ცნება

1. რეგულირების საფასური არის ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების ბიუჯეტების ფორმირების  ერთ-ერთი წყარო და უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დარგის რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან.

2. რეგულირების საფასურის ოდენობა დგინდება შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − მისი ნორმატიული აქტით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების მიერ რეგულირების საფასურის მიღება არ არის ეკონომიკური საქმიანობა. 

    მუხლი 4. რეგულირების საფასურის გადამხდელები

1. რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა პირი, რომლებიც ახორციელებენ:

ა) შესაბამისი კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნერივი რესურსებით სარგებლობას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის  განკარგვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად პირადი მოხმარების მიზნით სარგებლობენ ბუნებრივი რესურსებით.

3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია რეგულირების საფასურის გადახდისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებულ იქნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიისგან.“.

3. მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების რეგულირების საფასურის ოდენობა და სტრუქტურა“.

4. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. რეგულირების საფასურის გადახდის წესი

1. რეგულირების საფასური გადაირიცხება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე.

2. რეგულირების საფასური გადაიხდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდულობით.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია დააწესოს რეგულირების საფასური ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობისთვის ან/და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის ცალ-ცალკე ან/და ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვისთვის.

4.  დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას.

5. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი არასაბიუჯეტო სახსრები (რეგულირების საფასური) გადადის მომდევნო წლის ანგარიშში ან/და, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. რეგულირების საფასურის გადახდის სხვა მოთხოვნები, ამ საფასურის გადამხდელთა ფუნქციონირების სპეციფიკის გათვალისწინებით, დგინდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით.

    მუხლი 7. რეგულირების საფასურის გადამხდელთა პასუხისმგებლობა

რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ამ საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთანავე, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩეროს დამრღვევის მიმართ მარეგულირებელი ფუნქციების შესრულება.“.

 მუხლი 2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში გამოსცეს ბრძანება „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქარველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 17 მაისი.

№4680-Iს