დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ქარელის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.144.016190 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/12/2014 - 30/01/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ა დ გ ე ნ ს: |
თავი I
ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7468,4 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 448,0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6 390.0 ათასი ლარის ოდენობით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 630,4 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7123,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 345 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 345 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 60,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 14.
წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების, აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა |
წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვის და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნეს 20 ათასი ლარი.
|
მუხლი 15.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 80,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 129,2 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ “საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3,8 ათასი ლარი;
|
მუხლი 16.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქარელის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ა) საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური. ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქარელის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, ასევე პროგრამის ფარგლებში - 17 წლამდე ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა, ყოველი წლის გაზაფხულზე - მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რეზერვისტთა გადამოწმება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოასფალტდება ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, რომელიც ემსახურება ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს. მოსახლობას აკავშირებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტებთან, საკოლმეურნეო ბაზართან. გზების პრობლემა აწუხებს როგორც სატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს, სავალ ნაწილზე გაჩენილია ორმოები, მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს გზის გაკეთებას. განსაკუთრებით რთულია გადაადგილება ზამთრის პერიოდში. პროგრამის მიზანია ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა. გაადვილდება გადაადგილება, მოსახლეობა მარტივად და სწრაფად შეძლებს სხვადასხვა სერვისების მიღებას. აღნიშნული პროექტი მდგრადია, რადგანაც რეაბილიტაციის შემდგომ, გზების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ქარელის მუნიციპალიტეტი.
ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მისი საექსპლოატაციო ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, მოეწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება საკანალიზაციო და წყლის სისტემებს, დაფინანსდება სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
ბ.ა) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებში: ქარელი, აგარა, ქვენატკოცა, ბებნისი, ზემო ხვედურეთი, ქვემო ხვედურეთი, კეხიჯვარი, რუისი, ურბნისი, მოხისი, ბრეთი, ბრეთის მეურნეობა, დირბი, ფცა.
ბ.ბ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02)
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა,შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის შემდეგი ტერიტორიებიდან : ქარელი, აგარა, ქვენატკოცა, ბებნისი, ზემო ხვედურეთი, ქვემო ხვედურეთი, კეხიჯვარი,
ბ.გ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქარელში და აგარაში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტის განხორციელება მოსახლეობას გადაუჭრის წლების განმავლობაში არსებულ საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებულ მძიმე პრობლემებს. დ. აგარის და ქარელის დარჩენილი ნაწილის საკანალიზაციო ქსელის მოწყობით დასრულდება მთლიანად ქარელის და აგარის საკანალიზაციო სისტემით დაქსელვა. აღნიშნული სამუშაოები გააუმჯობესებს სავარაუდოდ 2500 მაცხოვრებლის სოციალურ პირობებს.
ბ.დ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ჯერ კიდევ არსებობს სასმელი წყლის პრობლემები. მოძველებულია და მწყობრიდანაა გამოსული სასმელი წყლის შემკრები აუზები და შიდა გაყვანილობები. ქვეპროგრამის ფარგლებში 50000 ლარის ღირებულების ფარგლებში, 2015 წელს იგეგმება სოფ. ჭვრინისში გეოლოგიური კვლევა, სათავე ნაგებობის, წყალშემკრები ავზის და წყალსადენის სისტემის მოწყობა, რაც გააუმჯობესებს საზღვრისპირა სოფლის 210 მოსახლის ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პირობებს.
ბ.ე) საკადასტრო რუკების მომზადება (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების და მიწების ელექტრონული ნახაზებისა და საკადასტრო გეგმების მომზადება.
ბ.ვ) სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) ქარელის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არსებობს სარწყავი წყლის პრობლემა, ხშირად საჭირო ხდება შიდა სარწყავი არხებისა და მდინარეების კალაპოტების გაწმენდა. ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე არსებული შიდა ირიგაციის სისტემების სარეაბილიტაციო და მოვლა-შენახვის სამუშაოები შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებში : აგარა, ქარელი, ბრეთი, დირბი, რუისი, ურბნისი, ზემო ხვედურეთი, ფცა, ბრეთი, აბისი, ახალსოფელი, მოხისი, დვანი, გიგანტი, ბრეძა, ავლევი, ზღუდერი - შემავალ შიდა არხებზე, რაც საშუალებას მისცემს სოფლის მოსახლეობას გაზარდონ საკუთარი შრომის ნაყოფიერება. აღნიშული პროექტით მოხდება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული შიდა არხების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, რითაც ისარგებლებს დაახლოებით 53 636 ბენეფიციარი;
გ) კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) მოსახლეობის დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით 2015 წელს იგეგმება ქარელის მუნიციპალიტეტში გამწვანების სამუშაოები, არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ხეების დარგვა და შადრევნის მოვლა-შენახვა და ქარელში მუსხელიშვილის ქუჩაზე სკვერის და მინი სტადიონის მოწყობა, რაც მოემსახურება ქარელის 8650 მოსახლეს.
გ.ა) გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერების, შადრევნებისა და პარკების მოვლა ქარელში, დ. აგარაში და სოფ. რუისში. მოხდება ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. ხეების მოვლა (გადაბელვა, მოჭრა).
გ.ბ) ქუჩების, შენობების, ეზოებისა და სკვერების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 04 02) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება სტადიონის და სკვერის მოწყობა.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) ადამიანის სწორი განვითარებისათვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა სკოლამდელი აღზრდა. ქარელის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 16 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 980-ზე მეტი აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღის მიმდინარე ხარჯები და დაგეგმილია აღნიშნული საბავშვო ბაღების დიდი ნაწილის სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული ქვეპროგრამით მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას, კვების და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას.
ა) სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით, მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, სოფ. ბრეძასა და აბისში ადმინისტრაციულ შენობებში იგეგმება ახალი საბავშვო ბაღების გახსნა. აღნიშნულ ბაღების სავარაუდო ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 400 ბავშვს, აღნიშნული ბაღები მოემსახურება 5000 მოსახლეს, სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს - 238940 ლარს; ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტით იგეგმება ქვენატკოცის წვერის, მოხისის, აგარის დირბის, ბებნისის, რუისის, კეხიჯვრის №1, №2 და N3 საბავშვო ბაღების დარჩენილი სარემონტო სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული ბაღები მოემსახურება 28357 მოსახლეს. სამუშაოების ჩასატარებლად გათვალისწინებულია 141060 ლარი.
ბ) მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03) ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს მოსახლეობას დასაქმებაში და მისცეს საშუალება , დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა სტაბილური დასაქმებისათვის. აღნიშნული მიზნით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქარგვის, ხალიჩების ქსოვის, თექაზე მუშაობის, კულინარიის და სხვადასხვა მუსიკალურ ინტრუმენტებზე დაკვრის, მხატვრული კითხვის შემსწავლელი კურსები. მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელს ექნება საშუალება, შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები, რაც აამაღლებს მათ კვალიფიკაციას და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას.
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია, ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული და სპორტული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა.
ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით დაგეგმილია: სპორტის სახეობათა პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში; მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე; მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მომზადებისათვის სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ა.ა) სპორტული ღონისძიებების დაფინასება (პროგრამული კოდი 05 01 01) 2015 წლის განმავლობაში, ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. 2015 წლის განმავლობაში 586 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ძიუდოს, სამბოს, ქართული ჭიდაობის სექციები, სადაც 416 ბავშვთან მუშაობს 17 მწვრთნელი. ფუნქციონირებს ასევე ფეხბურთის სექცია, სადაც 109 ბავშვთან მუშაობს 4 მწვრთნელი. განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევა ჭადრაკის სექცია, სადაც გაერთიანებულია 23 ბავშვი და 1 მწვრთნელი. ფუნქციონირებს ასევე კრივის და ხელბურთის სექცია, სადაც გაერთიანებულია 38 ბავშვი და 2 მწვრთნელი.
ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე, განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში - სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
ბ.ა) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია შემდეგი სახის კულტურული ღონისძიების მოწყობა:
ადგილობრივი ტურიზმის პოპულარიზაცია:
ბ.ბ) სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქარელის და აგარის სახელოვნებო სკოლა და რუისის სამუსიკო სკოლა, სადაც სწავლობს 356 ბავშვი. სასწავლო წლის განმავლობაში ერთ მოსწავლეზე გადასახადი შეადგენს 100 ლარს, რაც არ არის საკმარისი მოსწავლეთა სწავლებისათვის და სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალების ჩატარების უზრუნველყოფას. ქარელის სახელოვნებო სკოლისათვის გამოყოფილია -69180 ლარი; აგარის სახელოვნებო სკოლა - 56038 ლარი; რუისის სამუსიკო სკოლა- 46082 ლარი; აღნიშნულ სკოლებში ფუნქციონირებს ფორტეპიანოს და ვიოლინოს განყოფილებები, ასევე სიმღერის გუნდები ,,ქოზიფა’’, ,,აგარა’’, ,,მროვი’’.
ბ.გ) ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქარელის მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკის დაფინანსება. ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები მკითხველების სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მომსახურება, როგორც ადგილზე გაცემით, ასევე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით, ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების, რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა, არსებული წიგნადი ფონდის გადარჩევა და მომზადება ელექტრონული საინფორმაციო ბაზისათვის, წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით.
ბ.დ) კულტურის სახლისა და სოფლის კლუბების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში არსებული 3 სოფლის კლუბი (კეხიჯვარი, ბრეთი, ხვედურეთი) და ერთი ქალაქის კულტურის სახლი, სადაც ფუნქციონირებს სახალხო თეატრი, თოჯინების თეატრი, ბავშვთა დრამატული თეატრი და ქორეოგრაფიული წრეები. აღნიშნულ პროგრამას განახორციელებს ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებების გაერთიანება
ბ.ე) მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია დედოფლის მინდორზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მრავალი სამუზეუმო ექსპონატი.
ბ.ვ) მუსიკალური კოლექტივების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ფოლკლორული ანსამბლი „ქარელი“, რომელსაც სრულად აფინანსებს ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი, აღნიშნული ანსამბლი პოპულარიზაციას უწევს ქართულ ხალხურ სიმღერებს და სტაბილურად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივლებსა და კონკურსებში. აღნიშნულ პროგრამას განახორციელებს ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებების გაერთიანება.
ბ.ზ) ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებების გაერთიანების ადმინისტრაციული ხარჯი (პროგრამული კოდი 05 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „კულტურის დაწესებულებების გაერთიანება“, რომელიც უზრუნველყოფს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასა და ადმინისტრირებას. აღნიშნული ა(ა)იპ მოიცავს შემდეგ ფილიალებს: ქარელის კულტურის ცენტრი, მუზეუმი და ქარელის ბიბლიოთეკა. გაერთიანების მიზანია, კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა, კულტურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობის სუბიექტთა ძირითადი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებლივი ურთიერთობების დარეგულირება, კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ განყოფილებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია
გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
დ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე, ზოგიერთ ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ბ.ა) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 83 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა.
ბ.ბ) დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანებების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქარელის, ახალსოფლის და მოხისის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა.
ბ.გ) ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 04) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად განხორციელდება შემდეგი სახის სოციალური პროექტები:
აღნიშნული დადგენილებით დარჩენილია მთელი რიგი არაანაზღაურებადი სამედიცინო სერვისები, როგორც გამოკვლევები, (მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები) ასევე სხვა სერვისები, რომელთა ხელმისაწვდომობა დღეის მდგომარეობით მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია, ხშირ შემთხვევაში კი შეუძლებელი გარკვეული სახის სამედიცინო მომსახურება. აქედან გამომდინარე, ქარელის მუნიციპალიტეტში დამუშავდა სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მკურნალობის ან ოპერაციის თანადაფინანსებას 40%-ით. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით დაფინანსებული მკურნალობის ან ოპერაციის ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილი არ აღემატება 500 ლარს, თანადაფინანსება განხორციელდება 100%-ით, ხოლო Tu პროგრამით დაფინანსებული მკურნალობის ან ოპერაციის ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილი აღემატება 500 ლარს, თანადაფინანსება განხორციელდება აუნაზღაურებელი თანხის 40 %–ით, მაგრამ არანაკლებ 500 და არაუმეტეს 4000 ლარისა. სულ მკურნალობის თანადაფინანსებისათვის გამოყოფილია 265000 ლარი;
პროგრამით ისარგებლებს:
სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის გამოყოფილია 50000 ლარი.
ბ.დ) სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ბ.ე) სოფ. ურბნისის მოსახლეობისათვის სატუმბი სადგურის მოერ მოხმარებული ელექტრო ენერგიის დავალიანების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფ. ურბნისის მოსახლეობისათვის სატუმბი სადგურის მიერ მოხმარებული ელექტრო ენერგიის დავალიანების დაფარვა .
ბ.ვ) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება, კერძოდ: სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება 40%-ის ოდენობით. კომპენსაციის ზედა ზღვარი განისაზღვრება 4000 ლარით. |
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 18.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი IV
გარდამავალი დებულებანი |
| მუხლი 19 |
დადგენილება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები