დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 დეკემბრის №56 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.144.016217 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 დეკემბრის №56 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 დეკემბრის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09.12.2014; 190020020.35.144.016190) „ქარელის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
.“ ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
.“ გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12242.3 ათასი ლარის ოდენობით:
.“ დ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 548,0 ათასი ლარის ოდენობით:
.“ ე) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1444.75 ათასი ლარის ოდენობით:
.“ ვ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8510.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
.“ ზ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7261.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7261.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 9,00 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
.“ თ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
.“ ი) დადგენილების მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქარელის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, ასევე პროგრამის ფარგლებში – 17 წლამდე ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა, ყოველი წლის გაზაფხულზე – მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რეზერვისტთა გადამოწმება. ასევე იგეგმება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენობის რეაბილიტაცია“ ; კ) დადგენილების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ბ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის შემდეგი ტერიტორიებიდან: ქარელი, აგარა, ქვენატკოცა, ბებნისი, ზემო ხვედურეთი, ქვემო ხვედურეთი, კეხიჯვარი, ქობესაანთუბანი, თათანაანთუბანი, სამწევრისი, რუისი, ურბნისი, დირბი, მოხისი, ახალსოფელი, ბრეთი, საღოლაშენი, არადეთი, წვერი, სასირეთი, ბრეთის მეურნეობა, ძლევიჯვარი, ყინწვისი, ახალსოფლის და მოხისის დევნილთა ჩასახლებების მოსახლეობიდან ნარჩენების გატანის და ქუჩების დაგვა-დასუფთავების ღონისძიებები. ასევე იგეგმება ქარელში და აგარაში ნაგვის ურნების შეძენა“ ლ) დადგენილების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.დ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ჯერ კიდევ არსებობს სასმელი წყლის პრობლემები. მოძველებულია და მწყობრიდანაა გამოსული სასმელი წყლის შემკრები აუზები და შიდა გაყვანილობები. ქვეპროგრამის ფარგლებში 2015 წელს იგეგმება სოფელ ჭვრინისში გეოლოგიური კვლევა, სათავე ნაგებობის, წყალშემკრები ავზის და წყალსადენის სისტემის მოწყობა, რაც გააუმჯობესებს საზღვრისპირა სოფლის 210 მოსახლის ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პირობებს. ასევე იგეგმება 13 სოფლის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია“. მ) დადგენილების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.ბ) ქუჩების, შენობების, ეზოებისა და სკვერების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 02) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება ქარელში სკვერის და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.“ ნ) დადგენილების მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით, მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, სოფელ ბრეძასა და აბისის ადმინისტრაციულ შენობებში იგეგმება ახალი საბავშვო ბაღების გახსნა. აღნიშნული ბაღების სავარაუდო ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 400 ბავშვს. აღნიშნული ბაღები მოემსახურება 5000 მოსახლეს, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტით იგეგმება ქვენატკოცის წვერის, მოხისის, აგარის, ბებნისის, რუისის, №1, №2 და №3, კეხიჯვრის, ფცის, აბისის საბავშვო ბაღების დარჩენილი სარემონტო სამუშაოების და შემოღობვის სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული ბაღები მოემსახურება 28357 მოსახლეს“. ო) დადგენილების მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით დაგეგმილია: სპორტის სახეობათა პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში; მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე; მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მომზადებისათვის სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2015 წლის განმავლობაში, ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. 2015 წლის განმავლობაში 586 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ძიუდოს, სამბოს, ქართული ჭიდაობის სექციები, სადაც 416 ბავშვთან მუშაობს 17 მწვრთნელი. ფუნქციონირებს ასევე ფეხბურთის სექცია, სადაც 109 ბავშვთან მუშაობს 4 მწვრთნელი. განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევა ჭადრაკის სექცია, სადაც გაერთიანებულია 23 ბავშვი და 1 მწვრთნელი. ფუნქციონირებს ასევე კრივის და ხელბურთის სექცია, სადაც გაერთიანებულია 38 ბავშვი და 2 მწვრთნელი. ასევე იგეგმება სოფელ რუისში, აგარაში და დირბში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, ხოლო ქარელში მწვანე საფარიანი მინი სტადიონის მოწყობა.“ პ) დადგენილების მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.გ) ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქარელის მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკის დაფინანსება. ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები მკითხველების სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მომსახურება, როგორც ადგილზე გაცემით, ასევე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით, ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების, რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა, არსებული წიგნადი ფონდის გადარჩევა და მომზადება ელექტრონული საინფორმაციო ბაზისათვის, წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით. დაბა აგარაში იგეგმება ბიბლიოთეკის აღდგენა-რეაბილიტაცია“ ჟ) დადგენილების მე– 17 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.გ) ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 04) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად განხორციელდება შემდეგი სახის სოციალური პროექტები:
აღნიშნული დადგენილებით დარჩენილია მთელი რიგი არაანაზღაურებადი სამედიცინო სერვისები, როგორც გამოკვლევები, (მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები) ასევე სხვა სერვისები, რომელთა ხელმისაწვდომობა დღეის მდგომარეობით მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია, ხშირ შემთხვევაში კი შეუძლებელი გარკვეული სახის სამედიცინო მომსახურება. აქედან გამომდინარე, ქარელის მუნიციპალიტეტში დამუშავდა სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მკურნალობის ან ოპერაციის თანადაფინანსებას 40%-ით. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით დაფინანსებული მკურნალობის ან ოპერაციის ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილი არ აღემატება 500 ლარს, თანადაფინანსება განხორციელდება 100%-ით, ხოლო თუ პროგრამით დაფინანსებული მკურნალობის ან ოპერაციის ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილი აღემატება 500 ლარს, თანადაფინანსება განხორციელდება აუნაზღაურებელი თანხის 40%– ით, მაგრამ არანაკლებ 500 და არაუმეტეს 4000 ლარისა. სულ მკურნალობის თანადაფინანსებისათვის გამოყოფილია 465000 ლარი;
პროგრამით ისარგებლებს:
სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის გამოყოფილია 50000 ლარი.
რ) დადგენილების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ე) საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ ურბნისის და ზემო ხვედურეთის მოსახლეობისათვის სატუმბი სადგურის მიერ მოხმარებული ელექტრო ენერგიის დავალიანების დაფარვა“; ს) დადგენილების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი18. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
.“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები