დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 დეკემბრის №56 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.144.016242 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №56 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/12/2014; 190020020.35.144.016190) „ქარელის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები.
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12957.21 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 11188.2 ათასი ლარის ოდენობით
ე) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8349.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-8 მუხლის ,,ა“პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9075.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 9097.56 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ზ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
თ) დადგენილების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 83 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა. ბ.ბ) ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ზამთრის პერიოდში გათბობის მიზნით მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 დეკემბრის №2796 განკარგულების ფარგლებში დაფინანსდება დახმარება ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით. თითოეულ ოჯახზე გაიცემა დახმარება 200 ლარის ოდენობით. ბ.გ) დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანებების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქარელის, ახალსოფლის და მოხისის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა. ბ.დ) ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 04) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად განხორციელდება შემდეგი სახის სოციალური პროექტები:
აღნიშნული დადგენილებით დარჩენილია მთელი რიგი არაანაზღაურებადი სამედიცინო სერვისები, როგორც გამოკვლევები, (მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები) ასევე სხვა სერვისები, რომელთა ხელმისაწვდომობა დღეის მდგომარეობით მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია, ხშირ შემთხვევაში კი შეუძლებელი გარკვეული სახის სამედიცინო მომსახურება. აქედან გამომდინარე, ქარელის მუნიციპალიტეტში დამუშავდა სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მკურნალობის ან ოპერაციის თანადაფინანსებას 40%-ით. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით დაფინანსებული მკურნალობის ან ოპერაციის ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილი არ აღემატება 500 ლარს, თანადაფინანსება განხორციელდება 100%-ით, ხოლო თუ პროგრამით დაფინანსებული მკურნალობის ან ოპერაციის ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილი აღემატება 500 ლარს, თანადაფინანსება განხორციელდება აუნაზღაურებელი თანხის 40%–ით, მაგრამ არანაკლებ 500 და არაუმეტეს 4000 ლარისა. სულ მკურნალობის თანადაფინანსებისათვის გამოყოფილია 465000 ლარი;
პროგრამით ისარგებლებს:
სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის გამოყოფილია 50000 ლარი.
ბ.ე) სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ბ.ვ) საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფ. ურბნისის და ზემოხვედურეთის მოსახლეობისათვის სატუმბი სადგურის მიერ მოხმარებული ელექტრო ენერგიის დავალიანების დაფარვა. ბ.ზ) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება, კერძოდ: სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება 40%-ის ოდენობით. კომპენსაციის ზედა ზღვარი განისაზღვრება 4000 ლარით.“ ი) დადგენილების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი18. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები