პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე

პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 244
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.017410
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
244
19/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
430030000.10.003.017410
პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/09/2013 - 29/11/2013)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №244

2013 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე

„პროფესიული განათლების შესახებ“ სა­ქა­რთველოს კანონის მე-14 მუ­ხლის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციუ­ლი კო­დე­ქსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბა­მი­სად

მუხლი 1
პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირო­ბე­ბი გა­ნისაზღვროს ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმა­ხო­რ­­ციე­­ლე­ბელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწე­სე­­ბუ­­ლე­­ბებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა დამტკიცდეს ამ და­­დგენილების დანართი N2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიულ საგანმა­ნა­­­­­თ­ლე­­ბ­ლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმა­ნა­­­­თ­­ლებ­ლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფე­სი­უ­­­­ლი სტუ­დენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პრ­ო­­­­ფე­სი­ული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზნობრივი პრო­გ­რა­­­მუ­­­ლი დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­­­­ბის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



დანართი №1

პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები (შემდ­გო­მში − წესი) განსაზღვრავს პროფესიული განათლების დაფინანსების (შე­მდგომში − დაფინანსების) წესსა და პირობებს.

მუხლი 2. დაფინანსების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. ამ  წესის შესაბამისად, დაფინანსებაზე უფლებამოსილია სა­ქა­რთ­ველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში − სა­მი­ნი­სტრო).

2. დაფინანსებას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (გარდა სა­მინისტროსი), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შე­საბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნო­ები ახორციელებენ მათ მიერ დადგენილი წესისა და ოდენობის შესაბა­მი­ს­ად.

მუხლი 3. დაფინანსების გაცემის მიზანი

სამინისტროს მიერ დაფინანსების გაცემის მიზანია:

ა) პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა;

ბ)პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  პოტენციალის შე­ნა­რჩუნება და საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებათა გა­ფა­რ­­თ­ო­ება;

გ)პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და ხარისხის გა­უ­მჯობესება;

დ) პროფესიული სტუდენტების ისეთი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება, რომელიც მოითხოვს პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გა­მოყენებას;

ე) ქვეყანაში მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობისა და დასაქმების (მა­­ჩვენებლის) ზრდა.

მუხლი 4. დაფინანსების სახეები

დაფინანსების სახეებია:

ა) ვაუჩერული დაფინანსება;

ბ) პროგრამული დაფინანსება.

თავი II. ვაუჩერული დაფინანსება

მუხლი 5. ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან შემ­დე­გი დაწესებულებები:

ა) სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული:

ა.ა)პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ა.ბ)პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს წარდგინებით დაფუ­ძ­ნე­ბული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციე­ლე­ბე­ლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

მუხლი 6. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზანი

ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს ვაუ­ჩერუ­ლი დაფინანსება მიეცემა სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუ­ცილებელი ხარჯებისათვის, მათ შორის პროფესიული განათლების მა­ს­წავლებლის შრომის ასანაზღაურებლად.

მუხლი 7. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის საფუძველი

1. ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამოცდების ერო­ვნული ცენტრის (შემდგომში − შეფასებისა და გამოცდების ეროვ­ნუ­ლი ცენტრი) მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების სა­ფუ­ძვე­ლ­ზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუ­ხ­ლ­­ით გა­თ­ვა­ლისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანა­თ­ლე­­ბლო პრო­გრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი პროფესიული სტუდენტის სწავლის და­სა­ფი­ნა­ნ­­სებლად;

ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პრო­ფე­სი­ული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე კანონმ­დე­ბ­ლო­ბით დადგენილი წესით ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რო­მელმაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად სა­ფე­ხურზე სწავლის უფლება მოიპოვა შეფასებისა და გამოცდების ერო­ვ­ნუ­ლი ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუ­ძ­ვე­ლზე;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც პროფესიული ტე­ს­ტი­რების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში პროფე­სი­უ­ლი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის საფეხურზე;

დ) იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც ფინანსდებოდა ,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრი­ო­რიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სა­მა­რთლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო და­წე­სებულებების  მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის გა­ნ­სა­ზ­ღ­ვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 და­დ­გენილების მიხედვით და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შე­მდგომ საფეხურზე ჩაირიცხება მოქმედი კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წესით;

ე) იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც ფი­ნანსდებოდა ,,2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გა­მოცდების შედეგების საფუძველზე  IV-V საფეხურების პროფესიულ სა­გა­ნმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პრო­ფე­სი­ული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პრო­გ­რა­მის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდე­ნო­ბისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილების მიხედვით და  პროფესიული სა­განმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩაირიცხება მოქ­მე­დი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზ­რუ­ნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრო­ფე­სიული სტუდენტის სწავლის დაფინანსებას ,,ეროვნული საკვალი­ფი­კა­ციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გა­თ­ვალისწინებული ერთი პროფესიული სპეციალიზაციის შესაბამის სა­ფე­ხურზე/საფეხურებზე.

3. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზნით, შეფასებისა და გა­მო­ც­დე­ბის ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინი­ს­ტრ­ა­ცი­ულ-სამართლებრივი აქტით, შეფასებისა და გამოცდების ერო­ვ­ნუ­­ლი ცე­ნტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების  ჩატა­რე­­ბამდე 7 დღით ადრე ადგენს პროფესიული ტესტირების მინიმალური კო­მპეტე­ნციის ზღვარს.

4. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება, ვაუ­ჩე­­რ­ულ დაფინანსებას მოიპოვებს  ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვე­პუ­ნქ­ტით გათვალისწინებული მხოლოდ იმ პროფესიული სტუდენტე­ბი­სა­­თ­ვ­ის, რომლებმაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მი­ერ ორ­განიზებულ პროფესიულ ტესტირებაში გადალახეს ამ მუხლის მე-3 პუ­­ნქტით გათვალისწინებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

მუხლი 8. ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა

1. ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მა­ქსი­მა­ლუ­­­რი ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფე­ხუ­­რებზე:

ა) ჩარიცხული 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიან­გა­რი­შე­ბა ამ დადგენილების დანართი  №2-ით შესაბამისი პროფესიული საგან­მა­ნ­ა­თლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავ­ლის სა­­ფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,6 კოეფიციენტზე გადამ­რავ­ლებით;

ბ) ჩარიცხული 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიან­გა­რი­შე­ბა ამ დადგენილების დანართი  №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმა­ნა­­თ­ლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) ჩარიცხული 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგა­რი­შე­ბა ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგან­მა­ნა­­­თლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის სა­­ფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) ჩარიცხული 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგა­რი­შე­­ბა ამ დადგენილების დანართი №2-ით  შესაბამისი პროფესიული საგან­მა­ნათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის სა­ფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ე) ჩარიცხული 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგა­რი­შე­ბა ამ დადგენილების დანართი № 2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმა­ნა­­თ­ლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ვ) ჩარიცხული 10 პროფესიული სტუდენტის  შემთხვევაში გამოიანგა­რი­შება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგან­მა­ნა­თლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი პროფესიული სტუდენტის ჩარიცხ­ვ­­ის შემთხვევაში  ემთხვევა ამ დადგენილების დანართი №2-ით შესა­ბა­მი­სი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის გა­­ნ­­სა­ზ­ღვრული  სწავლის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე ერთ პრო­ფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პრო­ფე­­სიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტ­უ­­­დენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანა­თ­­ლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის სა­ფა­სურის მაქსიმალური ოდენობის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმა­ნა­თ­ლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანა­თ­ლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის სა­ფა­სურის მაქსიმალური ოდენობის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმა­ნა­თ­ლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის სა­ფა­სურის მაქსიმალური ოდენობის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით.

მუხლი 9. ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა

1. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში ამ წესის მე-5 მუხლით გა­თვა­ლი­სწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა:

ა) 5 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუ­ხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავ­ლ­ის საფასურის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდე­ნობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 5-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 6 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხ­­ლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავ­ლ­ის საფასურის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 6-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 7 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუ­ხ­ლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწა­ვ­ლის საფასურის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 7-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) 8 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუ­ხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავ­ლ­ის საფასურის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 8-ზე გადამრავ­ლე­ბ­ით მიღებული ოდენობის თანხა;

ე) 9 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუ­ხ­ლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავ­ლის საფასურის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 9-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ვ) 10 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუ­­­ხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწ­ა­­ვ­ლის საფასურის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული თა­ნ­ხ­ის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუ­ნქ­ტ­ის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 10-ზე გადამრ­ა­ვ­ლე­ბით მიღებული ოდენობის თანხა;

ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვე­ვა­ში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ გა­ნ­­საზღვრული სწავლის საფასურის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუ­ხ­ლ­ის პირველი პუნქტის  ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენო­ბი­სა) ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესაბამის რაო­დე­ნო­ბა­ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა.

2. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლით გა­­თ­ვა­ლისწინებულ დაწესებულებაზე, პროფესიული საგანმანათლებლო პრო­გრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის გა­ნ­ხო­რციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერე­ბის/შეწ­ყვე­ტ­ის შედეგად:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღ­ვრუ­ლი სწავლის საფასურის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული  თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქ­ტ­ის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 4-ზე გადამრავ­ლე­ბ­ით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვ­რუ­ლი სწავლის საფასურის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული  თა­ნხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნ­ქ­ტ­ის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 3-ზე გადამრა­ვ­ლე­ბ­ით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვ­რუ­ლი სწავლის საფასურის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული  თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქ­ტ­ის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 2-ზე გადამრა­ვ­ლე­ბ­ით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვ­რუ­ლი სწავლის საფასურის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული  თა­ნხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნ­ქ­ტ­ის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) თანხა.

მუხლი 10. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის შეზღუდვა

დაუშვებელია ერთი და იმავე პირის ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩა­რ­ჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რე­ბის მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალ­ის­წინებულ ერთზე მეტ, ასევე ერთი და იმავე პროფესიულ სპეციალი­ზა­ცი­აზე სწავლისათვის ვაუჩერული დაფინანსების მიცემა დაწესებულე­ბი­სა­თვის.

მუხლი 11. ვაუჩერული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმე­ნ­ტის დამტკიცება

1. კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული სტუდე­ნტე­ბის ჩარიცხვიდან 14 დღის ვადაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვა­ლისწ­ი­ნე­ბული დაწესებულება ვაუჩერული დაფინანსების მინიჭების მიზნით, სა­ქა­რთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის შე­სა­ბამისად, სამინისტროში წარადგენს ინფორმაციას იმ პროფესიული სტუ­­დენტების შესახებ, რომელთა რაოდენობის გათვალისწინებითაც, აქ­ვს უფლება მიიღოს ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მიხედვით.

2.სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპა­რ­ტა­­მენტი 5 დღის ვადაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვა­ლი­ს­წი­ნე­ბ­ულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ერ­ო­­­­ვნულ ცენტრში, საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში გა­და­­­­­­მოწმების მიზნით.

3. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 10 დღის ვადაში ამოწმებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვა­ლი­სწი­ნე­ბუ­ლი ინფორმაციის სისწორეს საგანმანათლებლო დაწესებულებების რე­ე­ს­ტრში და 3 დღის ვადაში აწვდის ინფორმაციას სამინისტროს.

4. სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტა­მენტი სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად შეიმუ­შავებს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებუ­ლებე­ბისა­თ­ვის ვაუჩერული დაფინანსების მინიჭების დოკუმენტს, რაც მტკიცდება სა­ქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუა­ლუ­რი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. დამტკიცების შემდეგ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწი­ნე­ბუ­ლი დოკუმენტი 1 დღის ვადაში იგზავნება სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლებების რეესტრში ასახვის მიზნით და ამ წესის მე-5 მუხლით გათ­ვა­ლი­სწინებულ დაწესებულებებში.

მუხლი 12. ვაუჩერული დაფინანსების გადარიცხვის წესი

1. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებზე და­ყრდნობით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინ­დი­ვ­იდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზ­ღვ­რუ­ლი ფორმის შესაბამისად,  ვაუჩერული დაფინანსების ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის გადარიცხვისა­თ­ვის აუცილებელ ინფორმაციას სსიპ - განათლების ხარისხის განვი­თა­რე­ბის ეროვნული ცენტრი სამინისტროში წარადგენს:

ა) ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივი­დუ­ა­ლური ადმინისტრაციულ − სამართლებრივი აქტის სამინისტროსგან მი­ღებიდან 10 დღის ვადაში,  ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში სა­მი­­ნისტროს მიერ თანხის პირველადი გადარიცხვის მიზნით;

ბ) კვარტალურად, ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის კვარ­ტა­ლუ­რად გადარიცხვის მიზნით.

2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულე­ბე­ბი­სა­თვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვის მიზ­ნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგა­რიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, შესაბამისი კვარტალის დასაწყისი­სა­თვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებში პრო­ფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე პროფესიული სტუ­დე­ნ­ტების რაოდენობის გათვალისწინებით.

4. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში პირველად და კვარტა­ლუ­რად გადასარიცხი თანხის გამოანგარიშების წესი განისაზღვრება საქა­რთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუა-ლუ­რი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5.  ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში პროფესიული სტუ­დე­ნტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა კანონმდებლობით დადგე­ნ­ილ ვადაში არის ამ დაწესებულებისათვის ვაუჩერული  დაფინანსების გა­ცე­მაზე უარის თქმის  საფუძველი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება არ არის უფლე­ბამოსილი მოსთხოვოს პროფესიულ სტუდენტს გადაურიცხავი ვაუ­ჩერუ­ლი დაფინანსების შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.

მუხლი 13. ვაუჩერული დაფინანსების გადატანა

1. პროფესიული სტუდენტის, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალი­ს­წი­ნე­ბული ერთი დაწესებულებიდან ამ წესის მე-5 მუხლით გათვალის­წი­ნე­ბულ სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში (ამ წესის მიზნები­სა­თვის შემდგომში − მობილობა), მიმღებ დაწესებულებას ვაუჩერული და­ფინანსება მიეცემა, მხოლოდ  პროფესიული სტუდენტის მიერ ,,ეროვ­ნუ­ლი საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ იმ პროფესიულ სპეციალი­ზაცი­ა­ზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, რომელზეც სწავლობდა იგი მო­ბი­ლობის განხორციელებამდე.

2. მობილობის განმახორციელებელი პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, მიმღები ამ წესის მე-5 მუხლით გათ­ვა­ლი­სწინებული დაწესებულება ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებს პრო­ფე­სიული სტუდენტის მობილობის განხორციელების მომდევნო კვარ­ტა­ლი­დან.

3. პროფესიული სტუდენტის მიერ მობილობის განხორციელების შემთხვევაში, მიმღებ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწე­სე­ბუ­ლებას, ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ პროფესიული სტუ­დენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაფინანსება მიეცემა  მის მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ამ დადგენილების დანართი №2-ით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბა­მი­სი საფეხურისათვის განკუთვნილი  სწავლის საფასურის მაქსიმალური ღი­­რებულებიდან დარჩენილი გაუხარჯავი ოდენობით.

მუხლი 14. ვაუჩერული დაფინანსების შენარჩუნება/შეწყვეტა

1. პროფესიული სტუდენტის მიერ მობილობით სარგებლობის, ასევე, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ იმ დაწესებულებას, რომ­ლიდა­ნ­აც გადადის პროფესიული სტუდენტი, ვაუჩერული დაფინანსება ამ პრო­ფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით უნარჩუ­ნ­დე­ბა მო­მდევნო კვარტალის დაწყებამდე.

2. პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული სტუდენტის სტა­ტუ­სის შეჩერების შემთხვევაში, ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას შეუჩერდება მომდევნო კვარტალის დაწყებიდან ამ პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესი­უ­ლი სტუდენტის სტატუსის აღდგენამდე, არაუმეტეს 2 წლის განმავ­ლობ­ა­ში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, პრო­ფე­სიული სტუდენტის მიერ, პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგე­ნ­ის გარეშე, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს ამ წე­სის მე-2 მუხლის თანახმად შეჩერებული ვაუჩერული დაფინანსების შე­წ­ყ­ვეტას.

4. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ ავტორიზაციის დაკარგვის/ვადის გასვლის შემთხვევაში დაწესებუ­ლე­ბას შეუწყდება ვაუჩერული დაფინანსების მიცემა.

თავი III. პროგრამული დაფინანსება

მუხლი 15. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან სა­მი­ნისტროს მიერ დაფუძნებული:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.

მუხლი 16. პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზნები და საფუძველი

1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა კვარტალურად, ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე, შემდეგი მიზნების­ა­თ­ვის:

ა) საშტატო განრიგით გათვალისწინებული პერსონალისა და სახელ­მწი­ფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახუ­რე­ე­ბის შრომის ანაზღაურებისათვის;

ბ) ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის;

გ) სხვა მიმდინარე ხარჯებისათვის.

2. პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ კვარტალ­ის დასრულებამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, სამინისტროში წარდგე­ნი­ლი დასაბუთებული მიმართვა (თანდართული ხარჯთაღრიცხვით).

მუხლი 17. პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი

1. პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზნით, ამ წესის მე-16 მუ­ხ­ლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას (თანდართულ ხარჯ­თა­ღრიცხვას), სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დე­პარტამენტთან ერთად, განიხილავს სამინისტროს ეკონომიკური დეპ­ა­რ­ტამენტი.

2. ეკონომიკური დეპარტამენტი, ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრი­ცხ­ვის) შესწავლის შემდგომ, უფლებამოსილია საქართველოს განათლებ­ი­სა და მეცნიერების მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის პროგრამული და­ფინანსების:

ა) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოყოფის თაობაზე;

ბ) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით გამოყოფის თაობაზე.

3. მინისტრი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკო­მენ­დაციის გათვალისწინებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სა­მა­რთლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის კვარტალში ამ წე­სის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის პროგ­რა­მული დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.


საქართველოს მთავრობის 2013 წლის

19  სექტემბრის   N244      დადგენილების

დანართი N 2


პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა

მუხლი 1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმა­ხო­რ­ციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ  საგანმანათლებლო დაწე­სე­ბულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის პროფესიულ სპეციალიზაციაზე I-III საფეხურებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროფესიული სპეციალიზაცია

საფეხური

სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა

1

ზოოტექნიკოსი

I

400

2

მეხილე

II

3

ზოოტექნიკოსი

II

4

მებოსტნე

II

5

თევზგადამმუშავებელი

III

6

თევზის მრეწავი

III

7

ზოოტექნიკოსი

III

8

მებოსტნე

III

9

მეხილე

III

10

მძერწავი (არქიტექტურული დეტალების)

III

11

ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

III

12

საკერავი მანქანების ოპერატორი

III

13

ბუღალტერი

III

14

სანერგე მეურნეობის სპეციალისტი

II

650

15

საკერავი მანქანების მექანიკოსი

III

16

საკერავი მანქანების ოპერატორი

III

17

ამწის მემანქანე

III

18

ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

II

19

სანერგე მეურნეობის სპეციალისტი

III

20

კრიმინალისტი

III

21

საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი

III

22

ტოპოგრაფი

III

23

თექის ხელოსანი

III

24

ღონისძიებათა მომწყობი

III

25

ინფორმაციული ტექნოლოგი

III

26

მევენახე

III

27

მასაჟისტი

III

28

კომპიუტერული ინჟინერი

III

29

ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო -ტექნიკოსი  

III

30

ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)

III

31

გამყიდველ- კონსულტანტი

III

32

რძის გადამმუშავებელი

III

33

სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი

III

34

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემის ტექნიკოსი

III

35

რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი

III

36

ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი)

III

37

ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი

III

800

38

კალატოზი

III

39

კომპიუტერული გრაფიკოსი

III

40

სარესტორნო საქმისმწარმოებელი

III

41

მებათქაშე

III

42

თაბაშირმუყაოს სპეციალისტი

III

43

ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტი

III

44

მღებავი

III

45

საბაჟო წარმომადგენელი

III

46

მოლარე(ბანკის  და  ა.შ)

III

47

ზეინკალ -სანტექნიკოსი

III

48

საბაჟო დეკლარირების სპეციალისტი

III

49

ტრაქტორისტ-მემანქანე

III

50

მცენარეების დამამზადებელი( სამკურნალო, არომატული)

III

51

მეტყევე

III

52

მეთუნუქე-მღებავი

III

53

სტილისტი(ქალი, მამაკაცი)

III

54

ელექტრიკოსი

III

55

იუველირი

III

56

მიმღები- რეცეფციონისტი

III

57

მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი

III

58

მელიორატორი

III

59

მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი

III

60

ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე

III

950

61

ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ოსტატი

III

62

მემცენარე

III

63

სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური

III

64

სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი

III

65

ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს –შემკეთებელი

III

66

ძრავის შემკეთებელი

III

67

მეფილე – მომპირკეთებელი

III

68

სავალი ნაწილის ტექნიკოსი

III

69

ტუროპერატორი

III

70

გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე

III

71

ავტომობილის ზეინკალი

III

72

სასტუმრო საქმისმწარმოებელი

III

73

კბილის ტექნიკოსი

III

74

დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი

III

75

მეღვინე

III

76

სამთო ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის უსაფრთხოების სპეციალისტი

III

1150

77

გიდი

III

78

გვირაბგამყვანი

III

79

გარემოს დაცვის ტექნიკოსი

III

80

ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი

III

81

ყველის მწარმოებელი

III

82

ელმავლის მემანქანე

III

83

ექთნის თანაშემწე

III

84

სამთო ელექტრომექანიკოსი

III

85

სამთო ტექნიკოსი

III

86

დურგალი

III

87

სამკერვალო ნაწარმის  სპეციალისტი

III

88

ბარმენი

III

89

კომპიუტერული გრაფიკოს-ანიმატორი

III

90

ვებსპეციალისტი

III

91

სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი

III

92

შემდუღებელი (ელექტრორკალური შედუღება)

III

93

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი

III

94

ხილ- ბოსტნეულის  გადამმუშავებელი

III

95

ფეხსაცმლის, ტყავის ნაწარმისა და აქსესუარების  სპეციალისტი

III

96

სომელიე

III

97

მეფუტკრე

III

98

მემინანქრე

III

1300

99

პოლიგრაფიული მრეწველობის ტექნიკოსი

III

100

აგრარული ტექნიკის მექანიკოსი

III

1400

101

მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი

III

102

სარკინიგზო გადამზიდავი

III

1500

103

სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ექსპლოატაციის ოპერატორი

III

104

მზარეული

II

1700

105

მზარეული

III

1900

106

რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობის მეურნეობის ელექტრომექანიკოსი

III

2250

107

მელიანდაგე

III

108

სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკოსი

III

109

სავაგონო მეურნეობის მექანიკოსი

III

110

რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის ელექტრომექანიკოსი

III

111

კონდიტერი

III

 

მუხლი 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმა­ხო­რ­­­ციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ  საგანმანათლებლო დაწე­სე­­ბულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული სა­­განმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პროფესიული სპეციალი­ზა­ცი­ის როგორც IV, ასევე V საფეხურებისათვის განისაზღვროს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარით.

 


28. 03/10/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 316 - ვებგვერდი, 04/10/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 24/05/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 174 - ვებგვერდი, 27/05/2024 26. 06/03/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 65 - ვებგვერდი, 07/03/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 15/01/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 4 - ვებგვერდი, 17/01/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 04/07/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 243 - ვებგვერდი, 04/07/2023 23. 05/06/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 206 - ვებგვერდი, 07/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 30/12/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 617 - ვებგვერდი, 31/12/2022 21. 30/06/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 340 - ვებგვერდი, 01/07/2022 20. 29/11/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 552 - ვებგვერდი, 30/11/2021 19. 09/06/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 272 - ვებგვერდი, 10/06/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 13/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 684 - ვებგვერდი, 16/11/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 09/01/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 16 - ვებგვერდი, 10/01/2020 16. 05/12/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 598 - ვებგვერდი, 06/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 02/07/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 298 - ვებგვერდი, 04/07/2019 14. 12/06/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 279 - ვებგვერდი, 14/06/2019 13. 29/03/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 174 - ვებგვერდი, 02/04/2019 12. 28/12/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 667 - ვებგვერდი, 31/12/2018 11. 31/08/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 450 - ვებგვერდი, 03/09/2018 10. 27/12/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 568 - ვებგვერდი, 28/12/2017 9. 29/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 622 - ვებგვერდი, 30/12/2016 8. 02/06/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 239 - ვებგვერდი, 07/06/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 30/12/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 656 - ვებგვერდი, 30/12/2015 6. 30/10/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 557 - ვებგვერდი, 04/11/2015 5. 24/09/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 500 - ვებგვერდი, 28/09/2015 4. 18/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 683 - ვებგვერდი, 22/12/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 12/09/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 552 - ვებგვერდი, 15/09/2014 2. 13/12/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 334 - ვებგვერდი, 16/12/2013 1. 29/11/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 303 - ვებგვერდი, 29/11/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას