„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 552
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.023108
552
29/11/2021
ვებგვერდი, 30/11/2021
430030000.10.003.023108
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №552

2021 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 430030000.10.003.017410) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  დადგენილებით განსაზღვრული „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“ (დანართი №1):

ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან შემდეგი დაწესებულებები:

ა) სამინისტროს, საქართველოს მთავრობის/სხვა სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას იღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.“;

ბ) 61 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სამინისტროს მიერ/სამინისტროს მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო  დაწესებულებებს უფლება აქვთ, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსებიდან წარმოქმნილი ეკონომია, სამინისტროსთან შეთანხმებით, მიმართონ ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის, რომელიც ეფუძნება პროფესიული განათლების მიზნებს.“;

გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემის საფუძველი

1. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანების შესაბამისად, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის მიხედვით (ქალაქის, დაბის, სოფლის დონეზე) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე, ასევე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად.

2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემა ხდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემების პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის საფუძველზე.“;

დ) 81 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგანმანათლებლო დაწესებულება ამტკიცებს მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს, რომელიც განისაზღვრება ამ დადგენილების №3 დანართით განსაზღვრული შესაბამისი მოდულების საფასურის (შემდგომში − მოდულის საფასური) ჯამური ღირებულებით. ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის დადგენისას, უფლებამოსილია, პროგრამის საფასური განსაზღვროს შესაბამისი მოდულების საფასურის ჯამური ღირებულებისგან განსხვავებული ოდენობით. ამ შემთხვევაში სამინისტრო მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას განახორციელებს არა უმეტეს ამ პროგრამაში შემავალი მოდულების საფასურების ჯამური ღირებულების ოდენობით.“;

დ.ბ) 11 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება უფლებამოსილია, პროგრამის შემადგენელი იმ მოდულების, რომელთა ერთი სწავლის შედეგი მაინც მიიღწევა ამ დაწესებულებაში,  საფასური დაადგინოს ამ მოდულის საფასურის ღირებულებისგან განსხვავებული ოდენობით. ამ შემთხვევაში სამინისტრო მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას განახორციელებს არაუმეტეს მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობით;“;

დ.გ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. თუ ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, თითოეულ ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა გამოიანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.“;

ე) 91 მუხლის:

ე.ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტის სწავლის დაფინანსებისთვის ამავე დაწესებულებისთვის გადასარიცხი თანხის ოდენობა (მაგრამ არა უმეტეს ამ წესის 81 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა)  გამოიანგარიშება შემდეგი წესით: მოდულის საფასური მრავლდება ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობასა და 1,6 კოეფიციენტზე.“;

ე.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება) გათვალისწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა ამ მუხლით დადგენილი წესით გაანგარიშებული მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერის დაფინანსების ოდენობის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა, რომელიც გარდა ამ წესის 61 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისა, ასევე შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის.“;

ვ) 92 მუხლის:

ვ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისთვის ჩარიცხული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაზრდილი ოდენობა გამოიანგარიშება ამ წესის მე-9 და 91 მუხლებით გაანგარიშებულ ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების პირველად და კვარტალურ ოდენობას დამატებული 1000.0 ლარით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის გაზრდა შესაძლებელია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, რასაც უნდა დაერთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა.“;

ვ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე გაიცემა 91 მუხლით დადგენილი წესით გაანგარიშებული მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერის დაფინანსების ოდენობის 1.5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა, რაც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი და ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის, რომელიც ეფუძნება პროფესიული განათლების მიზნებს.“;

ზ) მე-13 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიული სტუდენტის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში (ამ მუხლის მიზნებისთვის, შემდგომში − მობილობა), მიმღებ დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მობილობის განხორციელების შემთხვევაში, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას,  თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.“;

ზ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროფესიული სტუდენტის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან ამავე დაწესებულებაში სხვა მოდულებისგან შემდგარ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის (ამ მუხლის მიზნებისთვის, შემდგომში − შიდა მობილობა) შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.“;

თ) 131 მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიული სტუდენტის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი დაწესებულების მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა დაწესებულებაში მოდულებისგან შემდგარ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის (ამ მუხლის მიზნებისთვის, შემდგომში − მობილობა) შემთხვევაში, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ  დაწესებულებას მიეცემა მობილობის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელების შემთხვევაში, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.“;

თ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროფესიული სტუდენტის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან ამავე დაწესებულებაში სხვა მოდულებისგან შემდგარ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის (ამ მუხლის მიზნებისათვის, შემდგომში − შიდა მობილობა) შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა, ხოლო ამ წესის   მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.“;

თ.გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიული სტუდენტის გადასვლის შემთხვევაში, დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ი) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები არიან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის, სამინისტროს მიერ/სამინისტროს მონაწილეობით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.“;

კ) მე-18 და მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

1. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან:

ა) ამ წესის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ) იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში განხორციელებული პროფესიული მომზადების/ გადამზადების პროგრამების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება ხორციელდება მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად ა(ა)იპ − პროფესიული უნარების  სააგენტოს წარდგინების საფუძველზე.“.

„მუხლი 19. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი

მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება გაიცემა:

ა) სამინისტროს მიერ, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების საფუძველზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე;

ბ) ა(ა)იპ − პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, ა(ა)იპ − პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების საფუძველზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობის“ (დანართი №3):

ა) პირველი გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„№

მოდულების დასახელება

მოდულის კოდი

მოდულის ტიპი

მოდულის ღირებულება

1

საწარმოო პრაქტიკა − სანტექნიკის სისტემების ექსპლუატაცია

0730923

პროფესიული მოდული

231.00“;

ბ) 2408-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2409-ე − 2469-ე გრაფები:

 

„№

მოდულების დასახელება

მოდულის კოდი

მოდულის ტიპი

მოდულის ღირებულება

2409

სატექნიკო ლაბორატორიის მოწყობა

0910801

კონცენტრაციის მოდული

19.00

2410

ფოტოგრაფიის ისტორიის მოკლე კურსი

0211613

პროფესიული მოდული

43.00

2411

ადამიანის შესაძლებლობები

1040529

საერთო პროფესიული მოდული

45.00

2412

საექსპლუატაციო პროცედურები

1040512

საერთო პროფესიული მოდული

45.00

2413

ბიომექანიკური აპარატების პრაქტიკაში გამოყენება

0910803

კონცენტრაციის მოდული

47.00

2414

საფრენოსნო დაგეგმვა და მონიტორინგი

1040527

საერთო პროფესიული მოდული

58.00

2415

შვეულმფრენის საფრენოსნო მახასიათებლები

1040528

კონცენტრაციის მოდული

60.00

2416

ფრენის საფუძვლები (თვითმფრინავი)

1040513

კონცენტრაციის მოდული

60.00

2417

მასა და ბალანსი

1040525

საერთო პროფესიული მოდული

60.00

2418

თვითმფრინავის საფრენოსნო მახასიათებლები

1040526

კონცენტრაციის მოდული

60.00

2419

ს.ხ-ის სახელსაწყო აღჭურვილობა

1040524

საერთო პროფესიული მოდული

64.00

2420

კად კამი და სინთერიზაცია

0910816

კონცენტრაციის მოდული

72.00

2421

ვიზუალური ფრენის წესების ფრაზეოლოგია

1040515

საერთო პროფესიული მოდული

73.00

2422

ფრენის საფუძვლები (შვეულმფრენი)

1040514

კონცენტრაციის მოდული

73.00

2423

გაცნობითი პრაქტიკა − ფლორისტიკა

0212401

პროფესიული მოდული

81.00

2424

მეტეოროლოგია

1040530

საერთო პროფესიული მოდული

102.00

2425

ღვინის ტექნოლოგიის საფუძვლები

0911253

კონცენტრაციის მოდული

107.00

2426

მაგარი ალკოჰოლური სასმელების ტექნოლოგიის საფუძვლები

0911254

კონცენტრაციის მოდული

120.00

2427

საჰაერო კანონმდებლობა

1040522

საერთო პროფესიული მოდული

132.00

2428

რადიო ნავიგაცია

1040532

საერთო პროფესიული მოდული

133.00

2429

სამოქალაქო განათლება

0110005

ზოგადი მოდული

136.00

2430

ზოგადი ნავიგაცია

1040531

საერთო პროფესიული მოდული

141.00

2431

ცირკონოკერამიკა

0910820

კონცენტრაციის მოდული

156.00

2432

ს.ხ.-ის კონსტრუქცია, სისტემები და ძალური დანადგარები

1040523

საერთო პროფესიული მოდული

157.00

2433

ლუდის პასტერიზაცია და ჩამოსხმა

0911261

კონცენტრაციის მოდული

170.00

2434

მეტალის ჩამოსხმის ტექნოლოგია

0910811

კონცენტრაციის მოდული

181.00

2435

მოსახსნელი იმლანტკონსტრუქციები

0910819

კონცენტრაციის მოდული

210.00

2436

ესკიზის შექმნა

0212402

პროფესიული მოდული

218.00

2437

კომპოზიციების შექმნა ქოთნის მცენარეებით

0212405

პროფესიული მოდული

219.00

2438

ორთოდონტული აპარატები

0910815

კონცენტრაციის მოდული

227.00

2439

ფაიფურის დამზადების ტექნოლოგია

0910813

კონცენტრაციის მოდული

245.00

2440

არაგაზირებული უალკოჰოლო სასმელების დამზადება

0911263

კონცენტრაციის მოდული

272.00

2441

ლუდის ბადაგის დამზადება

0911259

კონცენტრაციის მოდული

320.00

2442

ლუდის ფერმენტაცია და ფილტრაცია

0911260

კონცენტრაციის მოდული

327.00

2443

სამუშაოს მიღება, ანალიზი და დაგეგმვა ექიმთან ერთად

0910814

კონცენტრაციის მოდული

366.00

2444

კლასიკური კონიაკისა და ქართული ბრენდის წარმოება

0911257

კონცენტრაციის მოდული

395.00

2445

პრაქტიკული პროექტი − ფლორისტული გაფორმების შესრულება

0212410

პროფესიული მოდული

423.00

2446

სამგლოვიარო ფლორისტიკა

0212407

პროფესიული მოდული

436.00

2447

საქორწილო ფლორისტიკა

0212406

პროფესიული მოდული

440.00

2448

საშობაო გაფორმება

0212408

პროფესიული მოდული

450.00

2449

ტრადიციული ღვინის დამზადება

0911256

კონცენტრაციის მოდული

496.00

2450

ღვინის ტექნოლოგია

0911255

კონცენტრაციის მოდული

526.00

2451

მთლიანი მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზის დამზადება

0910805

კონცენტრაციის მოდული

543.00

2452

მაგარი ალკოჰოლური სასმელების წარმოება (არაყი, ჭაჭა)

0911258

კონცენტრაციის მოდული

560.00

2453

გაზიანი უალკოჰოლო სასმელების დამზადება

0911262

კონცენტრაციის მოდული

576.00

2454

პლასტმასისა და მეტალის კონსტრუქციები

0910821

კონცენტრაციის მოდული

583.00

2455

მარტივი ბიუგელისებური პროთეზის დამზადება

0910810

კონცენტრაციის მოდული

584.00

2456

ნაწილობრივი ფირფიტოვანი პროთეზების მომზადება, პოლიმერიზაცია

0910809

კონცენტრაციის მოდული

602.00

2457

რთული ბიუგელისებური პროთეზი საკეტისებური სამაგრით

0910817

კონცენტრაციის მოდული

749.00

2458

ინტერიერისა და ღია სივრცის გაფორმება

0212409

პროფესიული მოდული

764.00

2459

ფლორისტული კომპოზიციების შექმნა

0212403

პროფესიული მოდული

772.00

2460

თაიგულის შექმნა

0212404

პროფესიული მოდული

786.00

2461

საშემდუღებლო მოწყობილობები და მათი ექსპლოატაცია

0711914

არჩევითი მოდული

803.00

2462

მოუხსნელი იმპლანტკონსტრუქციები

0910818

კონცენტრაციის მოდული

1,347.00

2463

მეტალოკერამიკა

0910812

კონცენტრაციის მოდული

1,704.00

2464

საფრენოსნო პრაქტიკა 1 (შვეულმფრენი)

1040516

კონცენტრაციის მოდული

2,973.00

2465

საფრენოსნო პრაქტიკა 4 (თვითმფრინავი)

1040521

კონცენტრაციის მოდული

3,009.00

2466

საფრენოსნო პრაქტიკა 3 (თვითმფრინავი)

1040520

კონცენტრაციის მოდული

3,032.00

2467

საფრენოსნო პრაქტიკა 2 (თვითმფრინავი)

1040519

კონცენტრაციის მოდული

3,056.00

2468

საფრენოსნო პრაქტიკა 1 (თვითმფრინავი)

1040517

კონცენტრაციის მოდული

3,067.00

2469

საფრენოსნო პრაქტიკა 2 (შვეულმფრენი)

1040518

კონცენტრაციის მოდული

3,224.00.“.

 

 

 

მუხლი 2
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2021 წლის 8 ნოემბრიდან.

 

მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი