დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 656 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.10.003.019043 |
|
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.09.2013 წ., 430030000.10.003.017410) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც გადალახავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს; ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც გადალახავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს;“. 2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები: „41. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველადი და კვარტალური დაფინანსების მიღების მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თარიღის დადგომამდე 3 სამუშაო დღის განმავლობაში, საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში, დაფინანსების მოდულში ადასტურებს თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაწესებულებისთვის გადასარიცხი ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის სისწორეს. 42. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ ამ მუხლის 41 პუნქტში განსაზღვრული ინფორმაციის მითითებულ ვადაში დაუდასტურებლობა არის ამ დაწესებულებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ვაუჩერული დაფინანსების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.“. 3. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. სამინისტრო უფლებამოსილია, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს, ვაუჩერული/მოდულებისაგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, გადაურიცხოს 2016 წლის პირველი კვარტალის ფარგლებში გადასარიცხი თანხა, რისთვისაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 2015 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებში პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებითა და ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით უზრუნველყოფს, არა უგვიანეს 2015 წლის 29 დეკემბრისა, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისაგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გადასარიცხი თანხის გაანგარიშებისათვის აუცილებელი ინფორმაციის სამინისტროსათვის მიწოდებას.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
მუხლი 3 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების პირველი მუხლის:
1. პირველი პუნქტით წარმოდგენილი „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტებზე. 2. მე-3 პუნქტით წარმოდგენილი „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“ მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 25 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები