დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 667 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.10.003.020984 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2018 - 28/01/2019)
|
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.09.2013, 430030000.10.003.017410) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლით განსაზღვრული „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“: ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის შესაბამისად, დაფინანსებაზე უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).“; ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან შემდეგი დაწესებულებები: ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი: ა.ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები; ა.ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს წარდგინებით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.“; გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურებისა და დანამატის გაცემის წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.“; დ) 61 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურებისა და დანამატის გაცემის წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.“; ე) მე-7 მუხლის: ე.ა) პირველი პუნქტის: ე.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში განხორციელების ადგილის მიხედვით (ქალაქის, დაბის, სოფლის დონეზე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც გადალახავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს;“; ე.ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის მიხედვით (ქალაქის, დაბის, სოფლის დონეზე) ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც გადალახავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს;“; ე.ა.გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაირიცხა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის მიხედვით (ქალაქის, დაბის, სოფლის დონეზე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის საფეხურზე.“; ე.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.“; ვ) 92 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ან მაღალმთიან დასახლებაში ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის გასაცემი ვაუჩერული/ მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაზრდილი ოდენობა იანგარიშება ამ წესის მე-9 და 91 მუხლებით გაანგარიშებული ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის 1.25 კოეფიციენტზე გადამრავლებით.“; ზ) მე-12 მუხლის: ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველად და კვარტალურად გადარიცხვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება: ა) სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სამინისტროში წარსადგენი ინფორმაციის ფორმა და წარდგენის ვადები; ბ) თარიღი, რომლის მდგომარეობითაც დაითვლება პროფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებში.“; ზ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის გადარიცხვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“; ზ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, პირველად და კვარტალურად გადასარიცხი თანხის გამოანგარიშების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; თ) 131 მუხლის: თ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროფესიული სტუდენტის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან ამავე დაწესებულებაში მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის შესატყვის სხვა მოდულებისგან შემდგარ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის (ამ მუხლის მიზნებისათვის შემდგომში − შიდა მობილობა) შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა.“; თ.ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; თ.გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. პროფესიული სტუდენტის იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, მოდულებისგან შემდგარ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში, დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში.“; ი) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან სამინისტროს სისტემაში შემავალი: ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა).“; კ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეკონომიკური დეპარტამენტი ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრიცხვის) შესწავლის შემდგომ უფლებამოსილია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების: ა) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოყოფის თაობაზე; ბ) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით გამოყოფის თაობაზე; გ) გამოყოფაზე უარის თქმის თაობაზე;“; ლ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან შემდეგი დაწესებულებები: ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი: ა.ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები; ა.ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს წარდგინებით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.“; მ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების საფუძველზე.“. 2. მე-2 მუხლით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის (დანართი №2) 1325-1336 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. 21 მუხლით დამტკიცებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის მაქსიმალური ოდენობის (დანართი №3) 1461-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1462-1847 გრაფები:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 3 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები