„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 303
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.017470
303
29/11/2013
ვებგვერდი, 29/11/2013
430030000.10.003.017470
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №303

2013 წლის 29 ნოემბერი

   ქ.თბილისი

 

„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „პროფესიული განათლების და­­ფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული სა­გა­ნ­მანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ და­ფუ­ძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფა­სუ­რის მა­ქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავ­რო­ბის 2013 წლის 19 სექტემბრის N244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 23/09/2013, 430030000.10.003.017410) შეტა­ნილ იქნეს ცვლილება და და­დ­გე­ნილების:

1.  პირველი მუხლით განსაზღვრული ,,პროფესიული განათლების და­­ფინან­სების წესის და პირობების“:

ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

„გ) მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება.“;

ბ) მე-7 მუხლის:

 

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა:

ა)საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამო­ც­დ­­ე­ბის ერო­ვნული ცენტრის (შემდგომში −შეფასებისა და გამოცდების ერ­­ო­­ვ­ნუ­ლი ცენტრი) მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების სა­­­ფ­უ­­­ძვე­ლ­ზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუ­ხ­ლ­­­ით გა­­თ­ვა­ლისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანა­თ­ლე­­­ბლო პრო­გრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის და­სა­ფი­ნა­ნ­­სებლად, რო­მე­ლიც გა­დ­ა­­ლახავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვა­ლი­ს­წი­ნებულ მი­ნიმალურ კომპეტენციის ზღვარს;

ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ ორ­განიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონ­მ­დე­ბ­­ლ­ო­­ბით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწი­ნე­ბ­ულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შე­მ­­დ­გ­ომ საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე იმ პროფესი­უ­ლი სტუდენტის სწავლის და­სა­ფი­ნა­ნ­­სებლად, რომელიც გადალახავს ამ მუ­ხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმალურ კო­­მპეტენციის ზღვარს;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე იმ პროფესი­უ­ლი სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც პროფესიული ტე­­ს­ტი­რების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაი­რი­ცხა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში პროფე­სი­­უ­ლი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის საფეხურზე.”;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზნით:

ა) შეფასებისა და გა­მო­ც­დე­ბის ეროვნული ცენტრის დირექტორი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლური ადმინი­ს­ტრ­ა­ცი­ულ-სამართლებრივი აქტით, შეფასებისა და გა­მოცდების ერო­ვ­ნუ­­ლი ცე­ნტრის მიერ ორგანიზებული პროფესი­უ­ლი ტე­სტირების  ჩატა­რე­­ბამდე 7 დღით ადრე ადგენს შეფასებისა და გა­მო­­ც­დე­­ბის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტეს­ტი­­რე­ბის მინიმალური კო­მპეტე­ნციის ზღვარს;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივი­დუ­ა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ ორგა­ნი­ზე­ბუ­ლი პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.“;

ბ.გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა

1. ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მა­ქსი­მა­ლ­უ­­­­­რი ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფე­ხუ­­­რ­ებზე, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწი­ნე­ბუ­ლი:

ა) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიან­გა­რი­შე­ბა ამ და­­დგენილების დანართი  №2-ით შესაბამისი პროფესიული საგან­მა­ნ­ა­თ­ლე­ბლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავ­ლის სა­­ფა­სუ­რის მაქსიმალური ოდენობის 1,6 კოეფიციენტზე გადამ­რავ­ლებით;

ბ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიან­გა­რი­შე­ბა ამ და­­დგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმა­ნა­­თ­ლე­ბლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის სა­ფა­სუ­რის მაქსიმალური ოდენობის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგა­რი­შე­ბა ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგან­მა­ნა­­­თ­ლე­ბლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის სა­­ფა­სუ­რის მაქსიმალური ოდენობის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგა­რი­შე­­ბა ამ და­დგენილების დანართი №2-ით  შესაბამისი პროფესიული საგან­მა­ნა­თ­ლე­ბლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის სა­ფა­სუ­რის მაქსიმალური ოდენობის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ე) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგა­რი­შე­ბა ამ და­­დგენილების დანართი № 2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმა­ნა­­თ­ლე­ბლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფა­სურის მაქსიმალური ოდენობის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ვ) 10 პროფესიული სტუდენტის  შემთხვევაში გამოიანგა­რი­შება ამ და­დგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგან­მა­ნა­თ­ლე­ბლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფა­სურის მაქსიმალური ოდენობის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ზ)10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი პროფესიული სტუდენტის შე­­მ­თხვევაში ემთხვევა ამ დადგენილების დანართი №2-ით შესა­ბა­მი­სი პრ­ო­­ფე­სი­ული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის გა­­ნ­­სა­­ზ­ღ­ვრული  სწავლის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე ერთ პრო­ფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდე­ნობა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პრო­ფე­­სიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტ­უ­­­დენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგა­რი­შება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული სა­განმანა­თ­­ლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწა­ვლის სა­ფა­სურის მაქსიმალური ოდენობის 1,7 კოეფიციენტზე გადამრა­ვ­ლე­ბით;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგა­რი­შება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმა­ნა­თ­ლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,8 კოეფიციენტზე გადა­მ­რავლებით;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოია­ნ­გა­რი­შება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანა­თ­ლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწა­ვლის სა­ფა­სურის მაქსიმალური ოდენობის 1,9 კოეფიციენტზე გადამ­რა­ვ­ლებით;

დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგა­რი­შება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული სა­გა­ნმა­ნა­თ­ლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწა­ვ­ლის სა­ფა­სურის მაქსიმალური ოდენობის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავ­ლე­ბით.

 

 მუხლი 9. ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა

1. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში ამ წესის მე-5 მუხლით გა­­თ­ვა­ლი­სწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა, ამ წესის მე-7 მუხლის პი­რ­ველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუ­ხლით გა­­თვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავ­ლ­ის სა­ფა­­სურის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდე-­

ნო­­ბ­ის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვე­­პუ­ნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 5-ზე გადამრავლებით მი­ღე­­­ბუ­ლი ოდენობის თანხა;

ბ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხ­­ლით გა­­­თ­ვა­ლისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავ­ლ­ის სა­ფ­ა­­სუ­რის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენო­ბ­­ის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვე­პუ­ნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 6-ზე გადამრავლებით მი­ღე­ბ­უ­ლი ოდენობის თანხა;

გ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუ­ხ­ლით გა­თ­ვა­ლისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწა­ვ­ლის სა­ფა­­სუ­რის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენო­ბ­­ის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვე­პუ­­ნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 7-ზე გადამრავლებით მიღე­ბუ­ლი ოდენობის თანხა;

დ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუ­ხლით გა­თვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავ­ლ­ის სა­ფა­სურის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდე­ნო­ბ­ის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვე­პუ­ნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 8-ზე გადამრავ­ლე­ბ­ით მიღე­ბ­უ­ლი ოდენობის თანხა;

ე) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუ­ხ­ლით გა­თვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავ­ლის სა­ფა­სურის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული თანხის ოდე­ნ­ო­­ბის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვე­პუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 9-ზე გადამრავლებით მი­ღე­ბული ოდენობის თანხა;

ვ) 10 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუ­­­ხ­ლ­ით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწ­ა­­ვ­ლის სა­ფასურის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული თა­ნ­ხ­ის ოდე­ნო­ბის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუ­ნქ­ტ­ის ,,ვ“ ქვე­პუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 10-ზე გადამრ­ა­ვ­ლე­ბით მი­ღებული ოდენობის თანხა;

ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი სტუდენტის შემთხვე­ვა­ში ამ წე­­სის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ გა­ნ­­საზ­ღ­ვ­­­რუ­ლი სწავლის საფასურის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუ­ხ­ლ­ის პი­რ­ველი პუნქტის  „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენო­ბი­სა) პრო­­­­ფე­სიული სტუდენტების შესაბამის რაო­დე­ნო­ბა­ზე გადამრავლებით მი­­ღე­ბული ოდენობის თანხა.

2. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლით გა­­­თ­ვა­ლისწინებულ დაწესებულებაზე, პროფესიული საგანმანათლებლო პრო­გრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის გა­ნ­ხო­რციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერე­ბის/შეწ­ყ­ვ­ე­ტ­ის შედეგად, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვა­ლი­სწი­ნე­­ბუ­ლი:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წე­სის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღ­ვ­რუ­ლი სწავლის საფასურის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მი­ღე­ბუ­­ლი  თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუ­ნქ­­ტ­­ის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 4-ზე გადა­მ­რა­­ვ­ლე­­­­ბ­ით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წე­სის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზ­ღ­ვ­­რუ­­ლი სწავლის საფასურის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღე­ბ­უ­­ლი თა­ნხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუ­­ნ­ქ­ტ­ის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 3-ზე გადა­მ­რა­­­­ვ­ლე­­ბ­ით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ გა­ნ­სა­ზ­ღ­ვ­­რუ­ლი სწავლის საფასურის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მი­ღე­ბუ­­ლი თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუ­­ნქ­­ტ­ის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 2-ზე გადამ­რა­­­ვ­ლე­ბ­ით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზ­ღ­ვ­­რუ­ლი სწავლის საფასურის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მი­ღე­ბუ­ლი  თა­ნხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუ­ნ­ქ­ტ­ის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) თანხა.“;

დ) მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-12 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები­სა­თ­ვის ვაუ­ჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის პირველად და კვა­რ­ტა­ლუ­რად გადარიცხვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეც­ნი­ე­რე­­ბის მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლე­ბ­რი­ვი აქტით განისაზღვრება:

ა) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მი­ერ სა­­მინისტროში წარსადგენი ინფორმაციის ფორმა და წარდგენის ვა­დე­ბი;

ბ) თარიღი, რომლის მდგომარეობითაც დაითვლება პრო­ფესიული სტუ­დე­­ნტის აქტიური სტატუსის მქონე ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუ­­ნ­ქ­ტით გათვალისწინებული პროფესიული სტუ­დე­ნ­ტების რაოდენობა სა­გა­ნ­მანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებში.”;

ე.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას სა­მი­­ნი­ს­ტრო ახორციელებს კვარტალურად, შესაბამისი დაწესებულების სა­ბა­ნ­კო ანგა­რიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.”;

ვ) მე-17 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის IV და V თა­ვები:

„თავი IV. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება

მუხლი 18. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან სა­მი­ნისტროს მიერ დაფუძნებული:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციე­ლე­ბე­ლი დაწესებულებები.

მუხლი 19. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი

1. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება გაიცემა, საბიუჯეტო წლის განმავლობაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინის­ტ­რის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამ­ტ­კი­ცე­ბული მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიზნობრივ პრო­­გრამას/პროგრამებს შესაძლებელია ჰქონდეს მიზნობრივი ქვეპ­რო­გ­რა­­­მა/ქვე­პროგრამები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი პრო­გრამით, ასევე მიზნობრივი პროგრამის შესაბამისი მიზნობრივი ქვე­პ­რო­­­გ­რამით განისაზღვრება:

ა) მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზანი;

ბ) მიზნობრივი პროგრამის მოსალოდნელი შედეგები;

გ) მიზნობრივი პროგრამის განხორციელების ვადა;

დ) მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტის კვარტალური განწერა.

 

თავი V. გარდამავალი დებულებანი

 მუხლი 20. გარდამავალი დებულებანი

1. პროფესიული სტუდენტის მიერ საქართველოს განათლებისა და მე­ცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით და­­მტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“  34-ე მუ­ხლის მე-10 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლების არა­უ­გ­ვიანეს იმავე დებულების 24-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით გა­თ­ვა­ლისწინებული რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებიდან 35 კალე­ნდა­რული დღის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში, დაწესებულებას ვა­­უ­ჩერული დაფინანსება ამ პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გა­თ­­ვალისწინებით, მიეცემა შიდა მობილობის განხორციელების მომდევნო კვარ­ტა­ლი­დან.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტე­სტი­რების ჩატარების დებულების“ 34-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვა­ლი­­ს­წინებული დამატებითი რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე ჩა­რი­­­ც­ხუ­­ლი, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწი­ნე­ბუ­ლი პროფესიული სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით:

ა) სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგა­ნმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების შესაბამი­ს­ად, ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვ­რუ­ლი ფორმით უზრუნველყოფს 2013 წლის 9 დეკემბრის მდგომარე­ო­ბ­ით, 2013 წლის 15 დეკემბრამდე ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწი­ნე­ბუ­ლი დაწესებულებებისთვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში  და­მა­ტე­ბით გადასარიცხი თანხის გაანგარიშებისთვის აუცილებელი ინფო­რ­მ­ა­ცი­ის სამინისტროსთვის მიწოდებას;

ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სა­ფუ­ძ­ველ­ზე, სამინისტრო უზრუნველყოფს 2013 წლის მე-4 კვარტალში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვა­უ­ჩე­რუ­ლი დაფინანსების ფარგლებში დამატებით გადასარიცხი თანხის დაა­ნ­გარიშებასა და გადარიცხვას.

3. სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით აუ­ცილებელი ხარ­ჯე­ბი, მათ შორის პროფესიული განათლების მა­ს­წავლებლის შრომის ანა­ზ­ღა­ურება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს შე­ი­ძლება მიეცეს დამატებითი დაფინანსების სახით, მის მიერ კვარტალ­ის დასრუ­ლე­ბამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, სამინისტროში წარდგე­ნი­ლი დასა­ბუ­თებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრიცხვით) საფუძ­ვე­ლ­ზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას (თა­ნ­და­­რ­­თ­ულ ხარჯ­თა­ღრიცხვას), სამინისტროს პროფესიული განათლების გა­ნვი­თა­რების დე­პარტამენტთან ერთად, განიხილავს სამინისტროს ეკო­ნო­მი­კუ­რი დეპ­ა­რ­ტამენტი.

5. სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი, ამ მუხლის მე-3 პუ­ნ­ქ­ტით გათვალისწინებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრი­ცხ­ვ­ის) შესწავლის შემდგომ, უფლებამოსილია საქართველოს განათლებ­ი­სა და მეცნიერების მინისტრს წარუდგინოს მიმართვა ამ წესის მე-5 მუხლით გა­თვალისწინებული დაწესებულებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გა­თვალისწინებული და­ფინანსების:

ა) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოყოფის თაობაზე;

ბ) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობ­ით გა­მო­ყო­ფის თაობაზე;

გ) გამოყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

6. მინისტრი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიმა­რ­თვის გათვალისწინებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სა­მა­რთ­ლე­ბ­რი­ვი აქტით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის კვარტალში ამ წე­სის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

7. სამინისტრო უფლებამოსილია 2013 წლის 31 დეკემბრის ჩა­თ­ვ­ლ­ით ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს ვაუჩე­რუ­ლი დაფინანსების ფარგლებში გადაურიცხოს 2014 წლის პირველი კვა­რტალის ფარგლებში გადასარიცხი თანხა, რისთვისაც სსიპ განათ­ლე­ბის ხარისხის გან­ვითარების ეროვნული ცენტრი 2013 წლის 20 დეკე­მბ­რ­ის მდგომარეო­ბით საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მო­ნა­ცემებში პრო­ფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუ­­დე­ნ­ტების რაოდენობის გათვალისწინებითა და ამ წესის მე-12 მუ­ხ­ლ­ის პირველი პუ­ნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით უზ-რუ­ნველყოფს, 2013 წლის 24 დეკემბრამდე ამ წესის მე-5 მუხლით გა­თ­ვა­ლი­სწინებული დაწესებულებებისთვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგ­ლე­ბში გადა­სა­რიცხი თანხის გაანგარიშებისთვის აუცილებელი ინფორ­მა­ცი­ის სამინის­ტ­როსთვის მიწოდებას.

8. 2013 წლის 20 დეკემბრიდან 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით პრო­ფესიული სტუდენტის მიერ მობილობის განხორციელების შემთხვევაში, პრო­ფესიული სტუდენტის მიმღებ ამ წესის მე-5 მუხლით გათვა­ლი­ს­წი­ნე­ბულ დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება არ მიეცემა.“.

2. მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი N2-ის პირველი  მუხლი ჩა­­მო­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმა­ხო­რ­ციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ  საგანმანათლებლო დაწე­სე­ბულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის პროფესიულ სპეცია­ლი­ზა­ციაზე I-III საფეხურებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროფესიული სპეციალიზაცია

საფეხური

სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა

1

ზოოტექნიკოსი (მეცხენეობა, მეცხვარეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა და ა.შ.)

I

400

2

მეხილე

II

3

ზოოტექნიკოსი (მეცხენეობა, მეცხვარეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა და ა.შ.)

II

4

მებოსტნე

II

5

თევზგადამმუშავებელი

III

6

თევზის მრეწავი

III

7

ზოოტექნიკოსი (მეცხენეობა, მეცხვარეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა და ა.შ.)

III

8

მებოსტნე

III

9

მეხილე

III

10

მძერწავი (არქიტექტურული დეტალების)

III

11

ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

III

12

საკერავი მანქანების ოპერატორი

III

13

ბუღალტერი

III

14

სანერგე მეურნეობის სპეციალისტი

II

650

15

საკერავი მანქანების მექანიკოსი

III

16

ამწის მემანქანე

III

17

ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

II

18

სანერგე მეურნეობის სპეციალისტი

III

19

კრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტი)

III

20

საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი

III

21

ტოპოგრაფი

III

22

თექის ხელოსანი

III

23

ღონისძიებათა მომწყობი

III

24

ინფორმაციული ტექნოლოგი

III

25

მევენახე

III

26

მასაჟისტი

III

27

კომპიუტერული ინჟინერი

III

28

ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი  

III

29

ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)

III

30

გამყიდველ-კონსულტანტი

III

31

რძის გადამმუშავებელი

III

32

სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი

III

33

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი

III

34

რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი (მეარმატურე, მეყალიბე,მებეტონე)

III

35

ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი)

III

36

ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი

III

800

37

კალატოზი

III

38

კომპიუტერული გრაფიკოსი

III

39

სარესტორნო საქმისმწარმოებელი

III

40

მებათქაშე

III

41

თაბაშირმუყაოს სპეციალისტი

III

42

ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტი (წვრილ ცხოველთა: ძაღლი, კატა და სხვა; სასოფლო - სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების; ეგზოტიკური ცხოველების, ფრინველებისა და თევზების და სხვა)

III

43

მღებავი

III

44

საბაჟო წარმომადგენელი

III

45

მოლარე (ბანკის  და  ა.შ)

III

46

ზეინკალ - სანტექნიკოსი

III

47

საბაჟო დეკლარირების სპეციალისტი

II

48

ტრაქტორისტ - მემანქანე

III

49

მცენარეების დამამზადებელი (სამკურნალო, არომატული)

III

50

მეტყევე (ტყისმჭრელი, ტაქსატორი)

III

51

მეთუნუქე-მღებავი

III

52

სტილისტი (ქალი, მამაკაცი)

III

53

ელექტრიკოსი

III

54

იუველირი

III

55

მიმღები - რეცეფციონისტი

III

56

მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი

III

57

მელიორატორი (აგრომელიორატორი, ჰიდრომელიორატორი)

III

58

მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი

III

59

ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე

III

950

60

ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ოსტატი

III

61

მემცენარე

III

62

სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური

III

63

სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი

III

64

ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს – შემკეთებელი

III

65

ძრავის შემკეთებელი

III

66

მეფილე – მომპირკეთებელი

III

67

სავალი ნაწილის ტექნიკოსი

III

68

ტუროპერატორი (აგრო-, ეკო-, და ა.შ. ტუროპერატორი)

III

69

გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე

III

70

ავტომობილის ზეინკალი

III

71

სასტუმრო საქმისმწარმოებელი

III

72

კბილის ტექნიკოსი

III

73

დეკორატიულ - გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი

III

74

მეღვინე

III

75

სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი

III

76

სამთო ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის უსაფრთხოების სპეციალისტი

III

1150

77

გიდი (გეოტურიზმის და ა.შ.)

III

78

გვირაბგამყვანი

III

79

გარემოს დაცვის ტექნიკოსი

III

80

ხის მხატრული დამუშავების სპეციალისტი

III

81

ყველის მწარმოებელი

III

82

ელმავლის მემანქანე

III

83

ექთნის თანაშემწე

III

84

სამთო ელექტრომექანიკოსი

III

85

სამთო ტექნიკოსი

III

86

დურგალი

III

87

სამკერვალო ნაწარმის  სპეციალისტი

III

88

ბარმენი

III

89

კომპიუტერული გრაფიკოს- ანიმატორი

III

90

ვებსპეციალისტი

III

91

სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი

III

92

შემდუღებელი

III

93

კომპიუტერული  ქსელებისა და  სისტემების ადმინისტრატორი

III

94

ხილ - ბოსტნეულის  გადამმუშავებელი

III

95

ფეხსაცმლის, ტყავის ნაწარმისა და აქსესუარების  სპეციალისტი

III

96

სომელიე

III

97

მეფუტკრე

III

98

მემინანქრე

III

1300

99

პოლიგრაფიული მრეწველობის ტექნიკოსი

III

100

აგრარული ტექნიკის მექანიკოსი

III

1400

101

მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი

III

102

სარკინიგზო გადამზიდავი

III

1500

103

სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ექსპლუატაციის ოპერატორი

III

104

მზარეული

II

1700

105

მზარეული

III

1900

106

რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობის მეურნეობის ელექტრომექანიკოსი

III

2250

107

მელიანდაგე

III

108

სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკოსი

III

109

სავაგონო მეურნეობის მექანიკოსი

III

110

რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის ელექტრომექანიკოსი

III

111

კონდიტერი

III

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყ­ნე­ბი­ს­თანავე და გავრცელდეს 2013 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურ­თი­ე­რთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი