დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 243 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/07/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.10.003.024076 |
|
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 430030000.10.003.017410) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“ (დანართი №1) მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 − მე-12 პუნქტები:
„10. 2023 წლის მიღების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა (ამავე მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით) შემდეგ დეტალურ სფეროებში შემავალ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: 0322.3.1, 0415.3.1, 0411.3.1 და 0413.3.1 ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიიღონ რეიტინგული სიის მიხედვით, უმაღლესი ქულიდან უმდაბლესისკენ, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტისთვის, მაქსიმუმ ორ ჯგუფში განაწილებით (ჯამურად, ორივე ჯგუფში არაუმეტეს 40 ადგილისა). 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დასაფინანსებელი ჯგუფების რაოდენობა არ გავრცელდეს იმ პროფესიულ სტუდენტებზე, რომლებიც 2023 წლის მიღების ფარგლებში სწავლას დაიწყებენ ქართული ენის მოდულით და ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას. 12. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, მართვის სისტემა უფლებამოსილია, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული დაწესებულებებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია ჯგუფში არსებული პროფესიული სტუდენტების ზღვრული ოდენობის შესახებ.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები