„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.024039
206
05/06/2023
ვებგვერდი, 07/06/2023
430030000.10.003.024039
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №206

2023 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 430030000.10.003.017410) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით განსაზღვრული „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“ (დანართი №1) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანების შესაბამისად, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის მიხედვით (ქალაქის, დაბის, სოფლის დონეზე) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, ასევე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც იმყოფება ან იმყოფებოდა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (მინდობით აღზრდაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, თავშესაფრებში და სხვა).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში 2022 წელს ჩარიცხულ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პროფესიულ სტუდენტებზე, რომლებიც იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (მინდობით აღზრდაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, თავშესაფრებში და სხვა).

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი