სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 880
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 15/01/2009
ძალაში შესვლის თარიღი 29/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.05.001.003.421
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
880
26/12/2008
სსმ, 1, 15/01/2009
010.230.000.05.001.003.421
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს ორგანული კანონი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

 

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.14.2018წ.  

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

1. ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატუსს და დამოუკიდებლობის გარანტიებს.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის  კანონი №3382  –  ვებგვერდი, 24.09.2018წ.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) (ამოღებულია – 24.11.2011, №5294);

ბ) (ამოღებულია – 24.11.2011, №5294);

გ) (ამოღებულია – 24.11.2011, №5294);

დ) (ამოღებულია – 24.11.2011, №5294);

ე) (ამოღებულია – 24.11.2011, №5294);

ვ) ფინანსური აუდიტი მოიცავს:

ვ.ა) აუდიტის ობიექტის ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;

ვ.ბ) საქართველოს მთავრობის ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;

ვ.გ) საქმიანობისა და ფინანსური სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას;

ვ.დ) შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის შემოწმებას;

ვ.ე) აუდიტის ობიექტის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად მართვის შემოწმებას;

ვ.ვ) აუდიტიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის შესწავლას, შეფასებას და ანგარიშის წარდგენას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად;

ზ) შესაბამისობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის კანონიერებისა და მიზნობრიობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;

თ) ეფექტიანობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის ან/და განხორციელებული პროგრამების/პროექტების ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;

ი) აუდიტორი – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე, რომელიც აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით;

კ) აუდიტორ-სტაჟიორი – პირი, რომელიც სტაჟიორად ინიშნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით;

ლ) აუდიტის ობიექტი – პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატუსი და დამოუკიდებლობა

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს აუდიტს.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან/და მისი საქმიანობის კონტროლი, ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით. აკრძალულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი დამოუკიდებლობა.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებრივად, ფინანსურად, ფუნქციონალურად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

მუხლი 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია, ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის ეფექტიანობას და ანგარიშვალდებულებას, საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა საჯარო რესურსების გამოყენებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საკუთრების დაცვას, აგრეთვე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის  კანონი №3382  –  ვებგვერდი, 24.09.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6866 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელმ ღვანელობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებული ძირითადი პრინციპებით.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) ობიექტურობა;

ბ) დამოუკიდებლობა;

გ) საჯაროობა;

დ) პროფესიონალიზმი.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

 

თავი II. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის მიმართულებები

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად:

ა) ახორციელებს აუდიტს ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა და გასცეს დასკვნები საფინანსო და ეკონომიკური სფეროების მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, ასევე იმ პროგრამებზე, რომელთა დასაფინანსებლად განსაზღვრულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სახსრების გამოყენება ან რომლებიც გავლენას ახდენს ამ სახსრების ფორმირებაზე, აგრეთვე საქართველოს პარლამენტს, სხვა შესაბამის ორგანოებსა და დაწესებულებებს წარუდგინოს საგადასახადო კანონმდებლობის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემასა და სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები.

2. (ამოღებულია – 01.12.2022, №2281).

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3382 – ვებგვერდი, 24.09.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6866 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2281 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

    მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

 

თავი III. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზება და სტრუქტურა

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 8. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემა

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს გენერალური აუდიტორი.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, მათ შორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იქმნება პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობასა და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ამ კანონისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის შესაბამისად.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 9. გენერალური აუდიტორი

1. გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

2. გენერალურ აუდიტორს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა.

3. გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან ეწეოდეს სხვა პოლიტიკურ საქმიანობას.

4. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების განხორციელების დამოუკიდებლობა. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ან ზეგავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე.

5. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები დადგენილი წესით უზრუნველყოფენ გენერალური აუდიტორის პირად უსაფრთხოებას.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის  კანონი №3382  –  ვებგვერდი, 24.09.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3881 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.

 

     მუხლი 10. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება

გენერალური აუდიტორი:

ა) წარმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

გ) თავმჯდომარეობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის სხდომებს;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეებს; შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურეებს;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით; 

ვ) განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრულ რიცხოვნობას;

ზ) ამტკიცებს საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებს და თანამდებობრივ სარგოებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის დადგენილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში;

თ) ორგანიზებას უწევს ერთგვაროვანი აუდიტორული პრაქტიკის განვითარების მიზნით აუდიტის შედეგებზე ჩამოყალიბებული შეფასებების განზოგადებას;

ი) უფლებამოსილია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების და მინიჭებული უფლებ ების განხორციელების მიზნით გამოსცეს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებები;

კ) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მოხსენებებსა და ანგარიშებს;

ლ) წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

მ) გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ნ) ამტკიცებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს;

ო) ქმნის კომისიებსა და სპეციალურ სამუშაო ჯგუფებს;

პ) განსაზღვრავს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციურ მოვალეობებს და ახდენს მათზე უფლებამოსილების დელეგირებას;

) უფლებამოსილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს;

) უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომას. ამასთანავე, მას მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს საქართველოს პარლამენტმა, პარლამენტის კომიტეტმა, საპარლამენტო ფრაქციამ ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითმა კომისიამ;

ს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, აჯილდოებს მათ უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფასიანი საჩუქრებით; საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურისათვის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების შესახებ;

ტ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს ოდენობას, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – ერთჯერადი დახმარების ოდენობას;

) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1045 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  კანონი  №4373  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.
საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №148  - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 22  დეკემბრის  კანონი №1831  - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

    მუხლი 11. გენერალური აუდიტორის ხელშეუხებლობა

1. გენერალური აუდიტორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი მომდევნო 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული გენერალური აუდიტორი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

2. გენერალური აუდიტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის თანხმობით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

3. გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად.

4. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) თანამდებობიდან გადაყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

დ) გენერალური აუდიტორის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ვ) გარდაცვალება.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3361  - ვებგვერდი,  31.03.2015წ.

საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის  კანონი №3382  –  ვებგვერდი, 24.09.2018წ.

    მუხლი 12. გენერალური აუდიტორის მოადგილეები

1. გენერალურ აუდიტორს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური აუდიტორი.

2. გენერალური აუდიტორის მოადგილეების სამსახურებრივ შეუთავსებლობაზე ვრცელდება გენერალური აუდიტორისათვის ამ კანონით დადგენილი წესები.

3. გენერალური აუდიტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე, ხოლო გენერალური აუდიტორისა და მისი პირველი მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გენერალური აუდიტორის დავალებით – ერთ-ერთი მოადგილე.

4. გენერალური აუდიტორის მოადგილეები უფლებამოსილი არიან, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული არიან, დაესწრონ საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტისა და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომებს.

5. გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე და მოადგილეები ხელმძღვანელობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებებს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ანგარიშვალდებული არიან გენერალური აუდიტორის წინაშე.

6. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების შეწყვეტისას მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ ახალი გენერალური აუდიტორის არჩევისთანავე.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 13. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი სათათბირო ორგანოა. იგი უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული დავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით ამ კანონის VI თავის შესაბამისად.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

 

თავი IV. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

    მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

    მუხლი 15. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

    მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

 

თავი V. აუდიტი

    მუხლი 17. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, მუნიციპალიტეტის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხვა იურიდიულ პირებზე, ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე.

2. საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს:

ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებას;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების პროექტების შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას;

გ) სახელმწიფო ვალის ფორმირებასა და მართვას, სახელმწიფო კრედიტების გაცემას;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოში რეგისტრირებულ საკრედიტო და საფინანსო დაწესებულებებში სახელმწიფო სახსრების მოძრაობის კანონიერებას;

ვ) საქართველოს დიპლომატიური სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის კორპორაციის) საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების ფარგლებში. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე;

თ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საკუთრების მართვასა და განკარგვას;

ი) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელშიც ავტონომიური რესპუბლიკა ან/და მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები ფლობს/ფლობენ წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ 50 პროცენტი და  50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდები – აქცია, წილი − განთავსებულია ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ამ საწარმომ  ინფორმაცია თავისი ფინანსური ანგარიშგების შესახებ მოთხოვნისამებრ უნდა წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;

კ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ სახელშეკრულებო ვალდებულებასა და სესხს, რომელთა გარანტად დგას სახელმწიფო, აგრეთვე მის საქმიანობას იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საბიუჯეტო ან სახელმწიფო ფონდების კუთვნილი თანხების, ასევე რაიმე ფორმით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრების გამოყენებასთან ან მართვასთან;

ლ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების მართლზომიერებას;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს მიერ საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის ხარჯვას.

[ მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ თავისი წლიური ბიუჯეტის ხარჯვას.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებლად განსაზღვრავს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმას. 

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5662 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 97 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის  კანონი №3309  –  ვებგვერდი, 06.08.2018წ.

საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის  კანონი №3382  –  ვებგვერდი, 24.09.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6866 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №4327 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

     მუხლი 18. არაგეგმური აუდიტი

არაგეგმური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტი ტარდება საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3881 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.

    მუხლი 19. აუდიტის ჩატარების ვადა

აუდიტის ჩატარების ვადაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

    მუხლი 20. აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები

1. ამ კანონით დადგენილი აუდიტის ჩატარების უფლება აქვთ აუდიტორსა და აუდიტორ-სტაჟიორს.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის ჩასატარებლად მოიწვიოს კერძო სამართლის სუბიექტი, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი უფლება-მოვალეობები.

3. აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები უფლებამოსილი არიან, აუდიტის ჩატარების მიზნით:

ა) მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და ნებისმიერი დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), აუდიტის ობიექტს მოსთხოვონ დოკუმენტური მასალის საქართველოს სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა, გადაიღონ დოკუმენტების ასლები;

ბ) დაუბრკოლებლად შევიდნენ აუდიტის ობიექტში, ჩაატარონ ინვენტარიზაცია;

გ) საჭიროების შემთხვევაში დალუქონ საწყობები, არქივები და სალაროები, გარდა კერძო სამართლის სუბიექტისა;

დ) მიიღონ ახსნა-განმარტება შესამოწმებელ საკითხებთან დაკავშირებით.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უფლებამოსილია ცალკეული გადასახადის გადამხდელების შესახებ მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია (საგადასახადო საიდუმლოება) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

[ 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უფლებამოსილია მიიღოს ცალკეული გადასახადის გადამხდელების შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია (საგადასახადო საიდუმლოება) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.  (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება აუდიტის ობიექტისათვის სავალდებულოა.

6. აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები ვალდებული არიან:

ა) დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

ბ) აუდიტის ობიექტს გააცნონ აუდიტის სახეობა, მიზანი, პერიოდი და მხარეთა უფლება-მოვალეობანი;

გ) უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) აუდიტის შედეგები არ გახადონ საჯარო აუდიტის ანგარიშის შედგენამდე;

ე) აუდიტის პროცესში შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დოკუმენტების ორიგინალები დაურთონ აუდიტის მასალებს, ხოლო მათი დამოწმებული ასლები დატოვონ აუდიტის ობიექტში;

ვ) დაიცვან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი;

ზ) აუდიტის ჩატარებისას არ ჩაერიონ აუდიტის ობიექტის მიმდინარე საქმიანობაში.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის ორგანული კანონი №2583 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის ორგანული კანონი №4430 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.

    მუხლი 21. სპეციალისტები და ექსპერტები

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის პროცესში მოიწვიოს ან/და ჩართოს სპეციალისტი, ექსპერტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობა მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სპეციალისტი, ექსპერტი არის პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა და რომელიც მოიწვევა სპეციალური გამოკვლევის ჩატარების მიზნით, აუდიტისათვის საჭირო გარემოებათა შესახებ სათანადო აქტის შესადგენად.

3. სპეციალისტსა და ექსპერტზე ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 31  პუნქტით დადგენილი უფლება-მოვალეობებისა.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 22. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

    მუხლი 23. აუდიტის ობიექტის უფლებები და მოვალეობები

1. აუდიტის ობიექტს უფლება აქვს:

ა) აუდიტის პროცესში წარადგინოს შენიშვნები და მოსაზრებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) გაასაჩივროს აუდიტის ანგარიში ამ კანონით დადგენილი წესით.

2. აუდიტის ობიექტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, სამუშაო ოთახით;

ბ) უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე აუდიტის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინფორმაციით; იგი პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე, ობიექტურობასა და სისრულეზე;

გ) არ ჩაერიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის საქმიანობაში, არ შეაფერხოს აუდიტის ჩატარება, ხელი შეუწყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს, დოკუმენტები სამუშაო საათების განმავლობაში ისე შეამოწმოს, რომ არ შეაფერხოს აუდიტის ობიექტის მუშაობა ;

დ) გამოყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი .

3. აუდიტის ობიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით წარადგინოს სრული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. შესაბამისი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აუდიტის ობიექტს შეუძლია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართოს თხოვნით, გააგრძელოს ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, აუდიტის ობიექტის თხოვნით, აღნიშნული ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ, არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.

4. (ამოღებულია – 24.11.2011, №5294).

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 24. აუდიტის შედეგების რეალიზაცია

1. აუდიტის შედეგებზე დგება ანგარიში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის შედეგებზე ასევე შეიმუშაოს რეკომენდაცია. აუდიტის ანგარიში და რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარედგინება აუდიტის ობიექტს, ასევე შეიძლება წარედგინოს აუდიტის ობიექტის ზემდგომ ორგანოს ან იმ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია აუდიტის ობიექტი.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში აუდიტის ობიექტის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას წინასწარი აუდიტის შედეგებზე შეიმუშაოს რეკომენდაცია და გაუგზავნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტს.

3. რეკომენდაციის შესაბამისად გატარებული ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა ეცნობოს 1 თვეში, თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაციას ყოველწლიურად წარუდგენს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას გაუგზავნოს ინფორმაცია აუდიტის შედეგე ბის შესახებ , აგრეთვე საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წინაშე დასვას აუდიტის შედეგების განხილვის საკითხი და გაატაროს სხვა შესაბამისი ღონისძიებები დარღვევათა თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6866 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 241 . სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობა სამართალდამცავ ორგანოებთან

1. დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს. სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნება მხოლოდ ის მასალა (ან მისი ნაწილი), რომელიც უშუალოდ შეიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ. წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი რეალიზაციის ღონისძიებათა შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აცნობონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიმართვის საფუძველზე ექსპერტად ჩართოს აუდიტორი.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 25. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შედეგების გამოქვეყნება

სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია გამოაქვეყნოს აუდიტის ანგარიში, აგრეთვე სხვა ინფორმაცია მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, იგი ვალდებულია არ გაამჟღავნოს კანონით დაცული საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ეხება აუდიტის ობიექტს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 26. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისას იყენებს აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებულ საჯარო სექტორის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტის პროცედურებთან დაკავშირებით შეიმუშავებს და ამტკიცებს მეთოდოლოგიებს, სახელმძღვანელოებსა და ინსტრუქციებს.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

 

თავი V1. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

  მუხლი 261 . პასუხისმგებლობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურითვის აუცილებელი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მიწოდებისთვის თავის არიდება, მცდარი ინფორმაციის წარდგენა, მის საქმიანობაში ჩარევა ან მისი საქმიანობისთვის სხვაგვარად ხელის შეშლა −

გამოიწვევს პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 262 . სამართალწარმოება

1. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.

2. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული ( საქალაქო) სასამართლო. დაჯარიმების შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევს ასევე კისრება იმ მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისთვისაც მას შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას იმ მოვალეობის შესრულების ნაწილში, რომლის შეუსრულებლობისთვისაც სამართალდამრღვევს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

3. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

 

თავი VI. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიშის გასაჩივრება

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 27. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიშის გასაჩივრება

1. აუდიტის ობიექტები, რომლებიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, არიან ადმინისტრაციული ორგანოები, უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ში.

2. აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოებისა, უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ში, ასევე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი განუხილველი რჩება კანონით დადგენილი წესით.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ში ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 28. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

    მუხლი 29. საჩივრის განხილვის წესი

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ის პრეზიდიუმი ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს მისი წარდგენიდან 20 დღის ვადაში. განსახილველი საქმის სირთულის გათვალისწინებით, ეს ვადა, პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 20 დღით.

2. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების სხვა საკითხები განისაზღვრება სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ის რეგლამენტით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 30. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

 

თავი VII. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან. საერთაშორისო ურთიერთობები

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 31. მოხსენებები, ანგარიშები და ინფორმაციები

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 50 დღის ვადაში საქართველოს მთავრობას აცნობებს ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ.

2. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა წარუდგენს თავის მოხსენებას. მოხსენებასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. ეს ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა. ყოველწლიური ანგარიში საჯაროდ ქვეყნდება.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშები ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2 წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების შესახებ.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1 600 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის  კანონი №3382  –  ვებგვერდი, 24.09.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3881 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6866 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

     მუხლი 311 . სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია სხვა სახელმწიფოთა უმაღლეს აუდიტორულ, მაკონტროლებელ და სხვა შესაბამის ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადოს შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

 

თავი VIII. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამსახურებრივი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები. სოციალური დაცვის გარანტიები

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 32. სამსახურებრივი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, როგორებიცაა სამსახურში მიღება და სამსახურიდან განთავისუფლება, უფლება-მოვალეობანი, სამსახურისა და სტაჟირების გავლის, პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები სხვაგვარად რეგულირდება ამ კანონითა და გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 321 . სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი ადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას და ფუნქციების შესრულებისას მოსამსახურეთა ქცევის წესებსა და ნორმებს.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 322 . სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

1. გენერალური აუდიტორის შრომის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შრომის ანაზღაურების ოდენობაზე ნაკლები.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორის შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია გაითვალისწინოს საქართველოში მოქმედ უმსხვილეს აუდიტორულ ფირმებში არსებული შრომის ანაზღაურების დონე.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დანარჩენ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 33. სოციალური დაცვა

1. აუდიტორი ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ზიანი, რომელიც მიადგა აუდიტორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით , კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. აუდიტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში.

3. გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით. იგი იკრძალება სახელმწიფოს ხარჯზე.

4. გენერალურ აუდიტორს ან მის მოადგილეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებაში შრომისუნარიანობის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვისას ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

5. გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

 

თავი IX. ფინანსები და ქონება

    მუხლი 34. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაფინანსება

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ათვის მიმდინარე წლის სა ხელმწიფო ბიუჯეტ ის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების შემცირება, ასევე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანხმობით.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 35. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტს ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად შერჩეული აუდიტორული ფირმა (გარე აუდიტორი).

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 21 დეკემბრის კანონი №132 - ვებგვერდი, 30.12.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 13 ნოემბრის კანონი №2784 - ვებგვერდი, 20.11.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3881 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.

    მუხლი 36. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქონება

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახური უზრუნველყოს საჭირო შენობა-ნაგებობებითა და სხვა სახელმწიფო ქონებით, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თავისი ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

 

თავი IX1. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

    მუხლი 361 . საჯარო აუდიტის ინსტიტუტი

1. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი (შემდგომ − ინსტიტუტი) არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ინსტიტუტის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

2. ინსტიტუტის ფუნქციებია: საჯარო აუდიტის სწავლება, საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება (შემდგომ − სერტიფიცირება) და განგრძობადი სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, კვლევითი/ანალიტიკური, საექსპერტო, საკონსულტაციო და საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურება.

3. ინსტიტუტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური აუდიტორი.

4. ინსტიტუტის დებულებას ამტკიცებს გენერალური აუდიტორი.

5. ინსტიტუტის დაფინანსება ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სუბსიდირების გზით.

6. ინსტიტუტის მომსახურების საფასურს, მისი გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ინსტიტუტი.

[ 6. ინსტიტუტის მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ინსტიტუტსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით, ხოლო საჯარო აუდიტის სწავლების, სერტიფიცირებისა და განგრძობადი სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში − ინსტიტუტის ხელმძღვანელის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით − ბრძანებით.  (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

7. ინსტიტუტის მომსახურების შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

[ 7. (ამოღებულია - 09.02.2023, №2583).  (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

8. ინსტიტუტის სახსრები და შემოსავლები ხმარდება ინსტიტუტის ფუნქციების შესრულებას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის განვითარებას.

9. ინსტიტუტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური .

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის ორგანული კანონი №2583 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის ორგანული კანონი №4430 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.

    მუხლი 362 . ინსტიტუტის აუდიტორული მომსახურების ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა

1. ინსტიტუტი პასუხისმგებელია აუდიტორული მომსახურების ხარისხის კონტროლის სათანადო პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებასა და გამოყენებაზე.

2. ინსტიტუტის აუდიტორული მომსახურების ხარისხს უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 363 . ინსტიტუტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლობა

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია გაითვალისწინოს ინსტიტუტის აუდიტორული შეფასებები.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისუფლდება ინსტიტუტის მომსახურების საფასურის გადახდისაგან .

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 364 . სერტიფიცირება

1. სერტიფიცირება მოიცავს საჯარო აუდიტის სფეროში საკვალიფიკაციო კურსის გავლას და პროფესიული ცოდნის შეფასებას.

2. საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ აუდიტორს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის „საჯარო სექტორში“ მოიაზრება ამ კანონით განსაზღვრული აუდიტის ობიექტები.

4. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი.

5. სერტიფიცირების პირობები და წესი განისაზღვრება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

 

თავი X. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 37. გარდამავალი დებულებანი

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის აუდიტის ჩასატარებლად შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და ნორმატიული ბაზის მომზადება.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე კონტროლის პალატა უფლებამოსილია, შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლოს და გააანალიზოს აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის ეკონომიურობა და პროდუქტიულობა.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კონტროლის პალატამ სათანადო ცვლილებები შეიტანოს შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში.

4. საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის ამ კანონის შესაბამისად მიღებამდე, აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №275-ორგ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტით, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით.

5. ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი მიღებულ იქნეს 2009 წლის 1 ოქტომბრამდე.

6. 2024 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრამდე გენერალური აუდიტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვრით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2024 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №4086 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.

    მუხლი 371 . საქართველოს კონტროლის პალატის უფლებამონაცვლის განსაზღვრა

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის საქართველოს კონტროლის პალატის უფლებამონაცვლე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა საქართველოს კონტროლის პალატის ქონება და ფინანსური საშუალებები.

2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალური აუდიტორის ახალი ნორმატიული აქტის გამოცემამდე.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 38. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და VI თავისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 ოქტომბრიდან.

3. ამ კანონის VI თავი ამოქმედდეს 2009 წლის 1 მარტიდან.

4. ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება დაიწყოს 2012 წლის 1 იანვრიდან.

5. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 46).

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 26 დეკემბერი.

№880–რს

23. 05/09/2024 - საქართველოს ორგანული კანონი - 4430-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2024 22. 27/06/2024 - საქართველოს ორგანული კანონი - 4327-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/07/2024 21. 07/03/2024 - საქართველოს ორგანული კანონი - 4086-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/03/2024 20. 09/02/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 2583-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 19. 01/12/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 2281-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 18. 15/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6866-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 17. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3881-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 16. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3382-Iს - ვებგვერდი, 24/09/2018 15. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3309-რს - ვებგვერდი, 06/08/2018 14. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1831-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 13. 13/10/2017 - საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი - 1324-რს - ვებგვერდი, 19/10/2017 12. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 148-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 11. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4373-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 10. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3361-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 9. 13/11/2014 - საქართველოს კანონი - 2784-Iს - ვებგვერდი, 20/11/2014 8. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1600-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 7. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1597-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 6. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1045-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 21/12/2012 - საქართველოს კანონი - 132-Iს - ვებგვერდი, 30/12/2012 4. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 3. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6328-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 2. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5662-რს - ვებგვერდი, 111229002, 29/12/2011 1. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5294-IIს - ვებგვერდი, 111201028, 01/12/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას