„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4373-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010230000.05.001.017956
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4373-Iს
27/10/2015
ვებგვერდი, 11/11/2015
010230000.05.001.017956
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) მე-10 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეებს; შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურეებს;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, აჯილდოებს მათ უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფასიანი საჩუქრებით; საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურისათვის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების შესახებ;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №148 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ოქტომბერი 2015 წ.

N4373-Iს