„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 132-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 010230000.05.001.016892
132-Iს
21/12/2012
ვებგვერდი, 30/12/2012
010230000.05.001.016892
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 35. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემოწმება

  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ, სამართლებრივ და ორგანიზაციულ  საქმიანობას, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურებს ამოწმებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია.“.

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 დეკემბერი 2012 წ.

N132-Iს