„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ”

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 1-1/1527
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 23/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2012
ძალაში შესვლის თარიღი 23/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016191
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/1527
23/07/2012
ვებგვერდი, 24/07/2012
010240070.22.024.016191
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/07/2012 - 24/07/2014)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1527

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-12 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თანდართული დებულება.

 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის №1-1/2031 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი.მატკავა

 

ზედამხედველობის სააგენტოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

4. სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, ბლანკი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №12.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (შემდგომში – ობიექტების) სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.

2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემა;

ბ) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემა;

გ) უწყებრივ რეესტრში ობიექტების რეგისტრაციის წარმოება;

დ) ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებას განხორციელება ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით, ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ე) დამრღვევი პირისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობის დაკისრება;

ვ) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება;

ზ) ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შემუშავება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში;

თ) ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტური კონტროლის განხორციელება ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და საინსპექციო ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;

ი) მითითებების გაცემა ან/და გონივრული ვადის განსაზღვრა შეუსაბამობის გამოსწორებისათვის;

კ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის მე-5 ნაწილში მითითებულ ობიექტებზე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება, ამავე კოდექსის აღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში (ინსპექტირების ორგანოების ჩამოყალიბებამდე);

ლ) პერსონალის გადამზადება, სწავლება, ამ მიზნით ტრენინგებისა და კურსების ჩატარება.

 მ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესითა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება;

 ნ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

 3. სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე თავის ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

    მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. სააგენტოს უფროსი:

ა) ხელმძღანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსის მოადგილეებს, ანაწილებს ფუნქციებს მათ შორის;

გ) ზედამხედველობს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

დ) მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

ვ) პასუხისმგებელია სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;

ზ) სააგენტოს საშტატო ნუსხას წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), იღებს გადაწყვეტილებას (დადგენილებას) ადმინისტრაციული სახდელის დადების ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;

ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

კ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს სახელით.

მ) მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს ხელფასის ფონდს, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;

ნ) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;

ო) განსაზღვრავს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიებს;

პ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. ინსპექციის უფროსის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას ასრულებს პირველი, ხოლო მის არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე.

4. სააგენტოს უფროსის მოადგილეები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ კონტროლი მათ საკურატორო სფეროში შემავალი ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე და ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს უფროსის წინაშე.

5. სააგენტოს უფროსს უფლება აქვს თავისი მოვალეობებისა და უფლებების ნაწილი ბრძანებით გადააკისროს თავის მოადგილეებსა და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს.

    მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ამწე, საქვაბე, თბოელექტროსადგურებზე და სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველო;

ბ) გაზის, ნავთობისა და ქიმიურ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველო;

გ) ადმინისტრაციული სამმართველო;

დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ე) არქიტექტურულ – სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;

ვ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნებართვების სამმართველო;

    მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები:

1. ამწე, საქვაბე, თბოელექტროსადგურებზე და სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი; აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების არსებობამდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შემდეგ საზედამხედველო ობიექტებზე: კარიერი, მაღარო, შახტი სასარგებლო წიაღისეულის მექანიზებული წესით მოპოვების შემთხვევაში, ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობა, ლიფტი, ესკალატორი, ფუნიკულიორი, საბაგირო გზა, საქვაბე დანადგარი, ატრაქციონი, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი;

ბ) საზედამხედველო ობიექტზე არსებული შეუსაბამობის ხარისხის განსაზღვრა (არაარსებითი, არსებითი, კრიტიკული) და მისი შესაბამის ინსპექტირების ოქმში შეტანა;

გ) არსებითი ან/და კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში დამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დარღვევის ადგილზე შედგენა კანონმდებლობის შესაბამისად და მისი წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის;

დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფროსისათვის რეკომენდაციების მიწოდება შეუსაბამობის გამოსწორებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე და ამ ვადის დაცვის შემდგომი კონტროლი;

ე) დარღვევებისა და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ვ) ობიექტების მონიტორინგის ნუსხის პროექტის შემუშავება და მისი უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ზ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილი ობიექტების კონტროლი, რომ არ მოხდეს ამ ობიექტების ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტების ფარული ექსპლუატაციის შემთხვევაში მისი მფლობელის დაჯარიმება და ამ ობიექტის შეჩერების შესახებ რეკომენდაციის მომზადება;

თ) ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებული რისკის კატეგორიებზე დაყრდნობით გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის გეგმის მომზადება და უფროსისათვის წარდგენა;

ი) დადგენილი პერიოდულობის გარდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფროსთან შეთანხმებით ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება ამ სფეროში ინსპექტირების ორგანოების შექმნამდე, ან თუ ასეთი შექმნილია მისი მეშვეობით;

კ) საზედამხედველო ობიექტზე დოკუმენტური კონტროლის განხორციელება;

ლ) ადმინისტრაციული სამმართველოსათვის საზედამხედველო ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განახორცილებს ამ ინფორმაციის შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრში;

მ) მონაწილეობის მიღება დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში და უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ნ) „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის 182-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;

ო) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

2. გაზის, ნავთობისა და ქიმიურ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:

 ა) აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების არსებობამდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შემდეგ საზედამხედველო ობიექტებზე: საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელი ან/და ტერაკონი, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი, ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი, თხევადი ჟანგბადის წარმოება, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი, ნავთობბაზა, მაგისტრალური ნავთობსადენი, მაგისტრალური გაზსადენი.

ბ) საზედამხედველო ობიექტზე არსებული შეუსაბამობის ხარისხის განსაზღვრა (არაარსებითი, არსებითი, კრიტიკული) და მისი შესაბამის ინსპექტირების ოქმში შეტანა;

გ) არსებითი ან/და კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში დამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დარღვევის ადგილზე შედგენა კანონმდებლობის შესაბამისად და მისი წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის;

დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფროსისათვის რეკომენდაციების მიწოდება შეუსაბამობის გამოსწორებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე და ამ ვადის დაცვის შემდგომი კონტროლი;

ე) დარღვევებისა და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ვ) ობიექტების მონიტორინგის ნუსხის პროექტის შემუშავება და მისი უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ზ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილი ობიექტების კონტროლი, რომ არ მოხდეს იმ ობიექტების ექსპლუატაცია, რომლებშიც აღმოჩენილია კრიტიკული შეუსაბამობა, ხოლო ობიექტების ფარული ექსპლუატაციის შემთხვევაში მისი მფლობელის დაჯარიმება და ამ ობიექტის შეჩერების შესახებ რეკომენდაციის მომზადება;

თ) ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებული რისკის კატეგორიებზე დაყრდნობით გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის გეგმის მომზადება და უფროსისათვის წარდგენა;

ი) დადგენილი პერიოდულობის გარდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფროსთან შეთანხმებით ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება ამ სფეროში ინსპექტირების ორგანოების შექმნამდე, ან თუ ასეთი შექმნილია მისი მეშვეობით;

კ) საზედამხედველო ობიექტზე დოკუმენტური კონტროლის განხორციელება;

ლ) ადმინისტრაციული სამმართველოსათვის საზედამხედველო ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განახორცილებს ამ ინფორმაციის შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრში;

მ) მონაწილეობის მიღება დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში და უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ნ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

3. ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ინსპექციაში ყოველდღიურად შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) საარქივო საქმის წარმოების წარმართვა, სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ინსპექციაში რეგისტრირებული კორესპონდენციის განაწილება და გადაცემა;

დ) ინსპექციის უფროსის მიერ ხელმოწერილი ბრძანებების სათანადო რეგისტრაცია და შენახვა, ბრძანებების რეესტრის წარმოება;

ე) სათანადო მასალების მომზადება ინსპექციიდან საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის;

ვ) დოკუმენტების ასლების ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმება;

ზ) კადრების აღრიცხვის, მონიტორინგისა და ანალიზის განხორციელება, ინსპექციის უფლებამოსილების ფარგლებში ინსპექციის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, შვებულებების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება, ინსპექციის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის დისციპლინის კონტროლი;

თ) საფინანსო- ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია და წარმართვა, საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადება, ინსპექციის ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის პროექტების შემუშავება, ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი სამინისტროში და ხაზინაში წარდგენა;

ი) ინსპექციის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა, სამეურნეო საქმიანობის წარმართვა, კომპეტენციის ფარგლებში ინსპექციის აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური ანგარიშების ანალიზი და განხილვა, წინადადებების შემუშავება ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უწყებრივი რეესტრის წარმოება, ინსპექტირების ორგანოების მონიტორინგის განხორციელება, საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, საქართველოს და მსოფლიოს შრომის უსაფრთხოების სფეროში დარგობრივი და საკანონმდებლო ანალიზი, შრომის დაცვის სფეროს კანონმდებლობაზე მუშაობა- ანალიზი და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მათი ინსპექციის უფროსისათვის შემდგომი ინიციირებისათვის მინისტრისადმი/კურატორი მოადგილისადმი, შრომის დაცვის საერთაშორისო ორგანოებთან ურთიერთობა;

ლ) ინპექტირების ოქმებში შეუსაბამობების გამოსწორებისათვის მითითებული ვადების დაცვის შემდგომი ერთობ ივი კონტროლი შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამართალდარღვევის საქმეების წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;

მ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

4. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ძირითადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამართლებრივი პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;

გ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი;

დ) ადმინისტრაციულ სამმართველოსთან და სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვის შედეგებზე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ე) სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ვ) სააგენტოს თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევა სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;

ზ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვაში მონაწილეობის მიღება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

თ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

5. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:

 ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (ხაზობრივი ნაგებობების – მაგისტრალური გაზსადენი, მაგისტრალური ნავთობსადენი, მაგისტრალური წყალსადენი, საკანალიზაციო კოლექტორი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, საავტომობილო გზები და რკინიგზები სათანადო ინფრასტრუქტურული ობიექტებით, საწარმოო და სხვა დანიშნულების ობიექტების – ელექტროსადგურები, მსხვილი საწარმოო კომპლექსები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, აეროდრომები და სხვა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა;

ბ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთათვის, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გასაცემი მითითების, შემოწმების აქტის მომზადება;

გ) შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, დადგენილების მომზადება შესაბამისი სანქციის გამოყენების თაობაზე და აღნიშნული მასალების ინსპექციის უფროსისთვის წარდგენა;

დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა;

ე) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;

ვ) დაუბრკოლებლად შევიდეს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე;

ზ) შეაჩეროს მშენებლობის წარმოება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში;

თ) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მოსთხოვოს მშენებლობის დამკვეთს ან მშენებელ ორგანაზაციას განახორციელოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდები და გაზომვები. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – ინსპექცია მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან;

ი) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა- ნაგებობების სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა- ნაგებობების მშენებლობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ან/და დემონტაჟის შესახებ;

კ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის შემთხვევაში ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;

ლ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

6. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნებართვების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) განმცხადებლის მომართვის საფუძველზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის შემთხვევაში, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;

ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემა (I, II, III სტადიები), ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის შემთხვევაში სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემადგენლობის შემოწმება, მასალების მომზადება სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება, სანებართვო მოწმობის გაფორმება, მშენებლობის ნებართვისა და საპროექტო დოკუმენტაციის ასლების გადაცემა ნებართვის მაძიებლისათვის და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სამსახურისათვის, განცხადებების რეგისტრაციის ჟურნალისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;

გ) ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე სათანადო დასკვნების მომზადება;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, კერძოდ, ტრენინგების ჩატარება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ საკითხებზე;

ე) კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება- განხილვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

    მუხლი 6. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.

2. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განაახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელება საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობას.

    მუხლი 7. სააგენტოს დაფინანსება და ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სააგენტოს სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება.

2. სააგენოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) მიზნობრივი გრანტები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებუ ი (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) სააგენტოს მომსახურების საფასური;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    მუხლი 8. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება

1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

  სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 10. დასკვნითი დებულებები

დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.