დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის N1-1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | № 1-1/171 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.024.016908 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1–1/1527 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 24.07.2012, 010240070.22.024.016191) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოება, ინსპექტირების ორგანოების მონიტორინგის განხორციელება“. ბ) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, საქართველოს და მსოფლიოს შრომის უსაფრთხოების სფეროში დარგობრივი და საკანონმდებლო ანალიზი, შრომის დაცვის სფეროს კანონმდებლობაზე მუშაობა-ანალიზი და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მათი სააგენტოს უფროსისათვის შემდგომი ინიცირებისათვის მინისტრისადმი/კურატორი მოადგილისადმი, შრომის დაცვის საერთაშორისო ორგანოებთან ურთიერთობა“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები