„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის N1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/399
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016390
1-1/399
22/09/2015
ვებგვერდი, 23/09/2015
010240070.22.024.016390
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის N1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/399

2015 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1–1/1527 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 24.07.2012 წ., 010240070.22.024.016191) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე–4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საწარმოო, საზოგადოებრივი და სხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის სამმართველო“.
2. მე–4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) ენერგოგენერაციის და მასთან დაკავშირებული ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის სამმართველო“.
3. მე–5 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საწარმოო, საზოგადოებრივი და სხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების: მაგისტრალური წყალსადენი, საკანალიზაციო კოლექტორი, საავტომობილო გზები და რკინიგზები სათანადო ინფრასტრუქტურული ობიექტებით, საწარმოო, საზოგადოებრივი და სხვა დანიშნულების ობიექტები, მსხვილი საწარმოო კომპლექსები, აეროდრომები და სხვა ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა;
ბ) მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთათვის, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გასაცემი მითითების, შემოწმების აქტის მომზადება;
გ) შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, დადგენილების პროექტის მომზადება შესაბამისი სანქციის გამოყენების თაობაზე და აღნიშნული მასალების სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტების ფარგლებში;
ე) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტების ფარგლებში;
ვ) დაუბრკოლებლად შევიდეს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე;
ზ) შეაჩეროს მშენებლობის წარმოება მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში;
თ) მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მოსთხოვოს მშენებლობის დამკვეთს ან მშენებელ ორგანაზაციას განახორციელოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდები და გაზომვები. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – სააგენტო მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან;
ი) მოამზადოს დადგენილების პროექტი მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ან/და დემონტაჟის შესახებ;
კ) მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტების, ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის შემთხვევაში ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;
ლ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.”.
4.  მე–5 მუხლის მე–8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შენაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:
„ჟ1) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვების გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში“.
5. მე–5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–9 პუნქტი:
„9. ენერგოგენერაციის და მასთან დაკავშირებული ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების: ჰიდროელექტროსადგურების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, თბოელექტროსადგურების და სხვა ელექტროსადგურების, ელექტროქვესადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, მაგისტრალური გაზსადენის, მაგისტრალური ნავთობსადენის მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა;
ბ) მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთათვის, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გასაცემი მითითების, შემოწმების აქტის მომზადება;
გ) შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, დადგენილების პროექტის მომზადება შესაბამისი სანქციის გამოყენების თაობაზე და აღნიშნული მასალების სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტების ფარგლებში;
ე) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტების ფარგლებში;
ვ) დაუბრკოლებლად შევიდეს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე;
ზ) შეაჩეროს მშენებლობის წარმოება მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში;
თ) მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მოსთხოვოს მშენებლობის დამკვეთს ან მშენებელ ორგანაზაციას განახორციელოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდები და გაზომვები. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – სააგენტო მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან;
ი) მოამზადოს დადგენილების პროექტი მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ან/და დემონტაჟის შესახებ;
კ) მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტების, ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის შემთხვევაში ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;
ლ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი