დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის N1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/584 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.024.016514 |
1-1/584
29/12/2017
ვებგვერდი, 05/01/2018
010240070.22.024.016514
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის N1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1–1/1527 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 24.07.2012, 010240070.22.024.016191) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევებში დამრღვევი პირისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობის დაკისრება“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი: „მ1) საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობის ხელშესაწყობად, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, აღნიშნული ზედამხედველობის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელების მიზნით წინამოსამზადებელი ქმედებების უზრუნველყოფა, “. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსის მოადგილეს, განსაზღვრავს მის ფუნქციებს“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), იღებს გადაწყვეტილებებს (დადგენილებებს)“. 3. მე-3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც სააგენტოს უფროსის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობას სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე. 4. სააგენტოს უფროსის მოადგილე უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი მის საკურატორო სფეროში შემავალი სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე და ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე. 5. სააგენტოს უფროსს უფლება აქვს თავისი მოვალეობებისა და უფლებების ნაწილი ბრძანებით გადააკისროს მოადგილესა და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს“. 4. მე-4 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ინდუსტრიულ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველო;“ ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო;“ დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის სამმართველო;“ ე) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვების სამმართველო;“ ვ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ბაზარზე ზედამხედველობის სამმართველო;“ ზ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინდუსტრიულ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების შექმნამდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შემდეგ საზედამხედველო ობიექტებზე: ამწე მოწყობილობა, ლიფტი, ესკალატორი, ფუნიკულიორი, საბაგირო გზა, საქვაბე დანადგარი, ატრაქციონი, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი, ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი, თხევადი ჟანგბადის წარმოება, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი, ნავთობბაზა, მაგისტრალური ნავთობსადენი, მაგისტრალური გაზსადენი, ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები). ავტოგასამართი სადგურის ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) საზედამხედველო ობიექტზე არსებული შეუსაბამობის ხარისხის განსაზღვრა (არაარსებითი, არსებითი, კრიტიკული) და მისი შესაბამის ინსპექტირების ოქმში შეტანა; გ) არსებითი ან/და კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში დამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დარღვევის ადგილზე შედგენა კანონმდებლობის შესაბამისად და მისი წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს უფროსისათვის რეკომენდაციების მიწოდება შეუსაბამობის გამოსწორებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე და ამ ვადის დაცვის შემდგომი კონტროლი; ე) დარღვევებისა და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ვ) ობიექტების მონიტორინგის ნუსხის პროექტის შემუშავება და მისი სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილი ობიექტების კონტროლი, რომ არ მოხდეს ამ ობიექტების ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტების ფარული ექსპლუატაციის შემთხვევაში მისი მფლობელის დაჯარიმება და ამ ობიექტის შეჩერების შესახებ რეკომენდაციის მომზადება; თ) ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებული რისკის კატეგორიებზე დაყრდნობით გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის გეგმის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა; ი) დადგენილი პერიოდულობის გარდა, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფროსთან შეთანხმებით ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება ამ სფეროში ინსპექტირების ორგანოების შექმნამდე, ან თუ ასეთი შექმნილია მისი მეშვეობით; კ) საზედამხედველო ობიექტზე დოკუმენტური კონტროლის განხორციელება; ლ) ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოსათვის საზედამხედველო ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განახორცილებს ამ ინფორმაციის შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრში; მ) მონაწილეობის მიღება დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში და სააგენტოს უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; ნ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სააგენტოში ყოველდღიურად შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) საარქივო საქმის წარმოების წარმართვა, სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვა კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) სააგენტოში რეგისტრირებული კორესპონდენციის განაწილება და გადაცემა; დ) სააგენტოს უფროსის მიერ ხელმოწერილი ბრძანებების სათანადო რეგისტრაცია და შენახვა, ბრძანებების რეესტრის წარმოება; ე) სათანადო მასალების მომზადება სააგენტოდან საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის; ვ) დოკუმენტების ასლების ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმება; ზ) კადრების აღრიცხვის, მონიტორინგისა და ანალიზის განხორციელება, სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, შვებულებების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება, სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის დისციპლინის კონტროლი; თ) საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია და წარმართვა, საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადება, სააგენტოს ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის პროექტების შემუშავება, ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი სამინისტროში და ხაზინაში წარდგენა; ი) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა, სამეურნეო საქმიანობის წარმართვა, კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური ანგარიშების ანალიზი და განხილვა, წინადადებების შემუშავება ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უწყებრივი რეესტრის წარმოება, ინსპექტირების ორგანოების მონიტორინგის განხორციელება, საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, საქართველოს და მსოფლიოს შრომის უსაფრთხოების სფეროში დარგობრივი და საკანონმდებლო ანალიზი, შრომის დაცვის სფეროს კანონმდებლობაზე მუშაობა-ანალიზი და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მათი სააგენტოს უფროსისათვის შემდგომი ინიციირებისათვის მინისტრისადმი/კურატორი მოადგილისადმი, შრომის დაცვის საერთაშორისო ორგანოებთან ურთიერთობა; ლ) ინსპექტირების ოქმებში შეუსაბამობების გამოსწორებისათვის მითითებული ვადების დაცვის შემდგომი ერთობლივი კონტროლი შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამართალდარღვევის საქმეების წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა; მ) სააგენტოს ლოკალური კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება; ნ) ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ო) ქსელის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა; პ) სხვადასხვა სახის კომუნიკაციების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ჟ) ერთიანი ელექტრონული სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა ლოკალური და ცენტრალიზებული (მონაცემთა და გეომონაცემთა) ბაზების საფუძველზე; რ) ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა; ს) ერთიანი ელექტრონული სისტემის სრულყოფილი მუშაობის უზრუნველყოფა და სისტემაში დაფიქსირებული შეცდომების გასწორება; ტ) ერთიანი ელექტრონული სისტემის კონტროლის, დაარქივების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; უ) ერთიანი ელექტრონული სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ფ) გეოინფორმაციული სისტემის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა; ქ) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის შექმნის უზრუნველყოფა; ღ) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ყ) მასობრივი ინფორმაციების საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სააგენტოს უფროსის ურთიერთობის კოორდინირების უზრუნველყოფა; შ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და ანალიზის უზრუნველყოფა; ჩ) ვებპორტალის ფუნქციონირების უზრუნველყოფა: ინფორმაციის განთავსება, აქტუალიზაცია და ადმინისტრირება; ც) კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე სააგენტოს თანამშრომლების და საზოგადოების ინფორმირება; ძ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვების გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; წ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია: ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა; ბ) მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთათვის, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გასაცემი მითითების, შემოწმების აქტის მომზადება; გ) შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, დადგენილების პროექტის მომზადება შესაბამისი სანქციის გამოყენების თაობაზე და აღნიშნული მასალების სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტების ფარგლებში; ე) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტების ფარგლებში; ვ) დაუბრკოლებლად შევიდეს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე; ზ) შეაჩეროს მშენებლობის წარმოება მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში; თ) მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მოსთხოვოს მშენებლობის დამკვეთს ან მშენებელ ორგანაზაციას განახორციელოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდები და გაზომვები. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – სააგენტო მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან; ი) მოამზადოს დადგენილების პროექტი მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ან/და დემონტაჟის შესახებ; კ) მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტების, ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის შემთხვევაში ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება; ლ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“ ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვების სამმართველოს ფუნქციებია: ა) განმცხადებლის მომართვის საფუძველზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის შემთხვევაში, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა; ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემა (I, II, III სტადიები), ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის შემთხვევაში სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემადგენლობის შემოწმება, მასალების მომზადება სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება, სანებართვო მოწმობის გაფორმება, მშენებლობის ნებართვისა და საპროექტო დოკუმენტაციის ასლების გადაცემა ნებართვის მაძიებლისათვის და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სამსახურისათვის, განცხადებების რეგისტრაციის ჟურნალისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; გ) ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე სათანადო დასკვნების მომზადება; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, კერძოდ, ტრენინგების ჩატარება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ საკითხებზე; ე) კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება-განხილვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ვ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“ ვ) მე-7 პუნქტის: ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოსათვის საზედამხედველო ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განახორციელებს ამ ინფორმაციის შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრში;“ ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“ ზ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ბაზარზე ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია: ა) ბაზარზე განთავსებული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ობიექტების ზედამხედველობა.; ბ) საზედამხედველო ობიექტზე არსებული შეუსაბამობის ხარისხის განსაზღვრა (არაარსებითი, არსებითი, კრიტიკული) და მისი შესაბამის ინსპექტირების ოქმში შეტანა; გ) არსებითი ან/და კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში დამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დარღვევის ადგილზე შედგენა კანონმდებლობის შესაბამისად და მისი წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს უფროსისათვის რეკომენდაციების მიწოდება შეუსაბამობის გამოსწორებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე და ამ ვადის დაცვის შემდგომი კონტროლი; ე) დარღვევებისა და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ვ) ობიექტების მონიტორინგის ნუსხის პროექტის შემუშავება და მისი სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ზ) საზედამხედველო ობიექტზე დოკუმენტური კონტროლის განხორციელება; თ) ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოსათვის საზედამხედველო ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განახორციელებს ამ ინფორმაციის შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრში; ი) მონაწილეობის მიღება დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში და სააგენტოს უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; კ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“; თ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 29 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები