„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის N1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის N1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/623
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016619
1-1/623
27/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
010240070.22.024.016619
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის N1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/623

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1–1/1527 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 24.07.2012, 010240070.22.024.016191) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას №8“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ობიექტების ტექნიკური ინსპექტირებას განხორციელება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში“ж

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის მე-5 ნაწილში მითითებულ ობიექტებზე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება, ამავე კოდექსის აღნიშნული მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.

გ) „მ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას“;

ბ) „მ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ1) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე გასცეს დანამატი, სააგენტოს უფროსის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით „საქართველოს შრომის კოდექსი“-ს მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოსა ან/და სამინისტროს საქმიანობასთან, ასევე თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციების შესრულებისათვის თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში“.

4. მე-4 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზედამხედველობის სამმართველო“.

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვებისა და ზედამხედველობის სამმართველო“.

დ) „“ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:“.

6. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შემდეგ საზედამხედველო ობიექტებზე: ამწე მოწყობილობა, ლიფტი, ესკალატორი, ფუნიკულიორი, საბაგირო გზა, საქვაბე დანადგარი, ატრაქციონი, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი, ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი, თხევადი ჟანგბადის წარმოება, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი, ნავთობბაზა, მაგისტრალური ნავთობსადენი, მაგისტრალური გაზსადენი, კარიერი, მაღარო, შახტი სასარგებლო წიაღისეულის მექანიზებული წესით მოპოვების შემთხვევაში, ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები) კონსტრუქციული მდგრადობა, ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები). ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებული  ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ან/და ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით“.

7. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება და შესაბამისი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი“.

8. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინსპექტირების ოქმში მითითებული შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დადგენილი გონივრული ვადის დაცვის შემდგომი კონტროლი;

ე) დარღვევების ან/და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ორგანიზება და შესაბამისი სააგენტოს დადგენილების პროექტის მომზადება“.

9. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილი ობიექტების კონტროლი, რომ არ მოხდეს ამ ობიექტების ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტების ფარული ექსპლუატაციის შემთხვევაში მისი მფლობელის დაჯარიმება და ამ ობიექტის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა“. 

 10. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ - „თ3“ ქვეპუნქტები:

„თ1) სააგენტოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

2) გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის გეგმის  შესრულების ანგარიშის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა; 

3) ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშის მომზადება და ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოსათვის მიწოდება“.

11. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დადგენილი პერიოდულობის გარდა, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება”.

12. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა”.

13. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა“.

14. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს:

 ა) დაემატოს შემდეგი შინაარსი „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსის ორგანიზება“.

 ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსი „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) სააგენტოს ავტოპარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლი“.

15. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოება, ინსპექტირების ორგანოების მონიტორინგის განხორციელება, საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, საქართველოს და მსოფლიოს შრომის უსაფრთხოების სფეროში დარგობრივი და საკანონმდებლო ანალიზი, შრომის დაცვის სფეროს კანონმდებლობაზე მუშაობა-ანალიზი და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მათი სააგენტოს უფროსისათვის შემდგომი ინიცირებისათვის მინისტრისადმი/კურატორი მოადგილისადმი, შრომის დაცვის საერთაშორისო ორგანოებთან ურთიერთობა“.

16. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა სამინისტროსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში“.

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დარგობრივ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვაში მონაწილეობის მიღება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე“.

17. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვებისა და ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:“.

19. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განმცხადებლის მომართვის საფუძველზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;

ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემა (I, II, III სტადიები) ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება და შესაბამისი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება“.

20. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება“.

21. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; 

ვ) მონაწილეობის მიღება დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში და სააგენტოს უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება”.

22. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ - „ჩ“ ქვეპუნქტები:

„ზ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა;

თ) მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთათვის, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გასაცემი მითითების, შემოწმების აქტის მომზადება;

ი) შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ორგანიზება, დადგენილების პროექტის მომზადება შესაბამისი სანქციის გამოყენების თაობაზე და აღნიშნული მასალების სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;

კ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტების ფარგლებში;

ლ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტების ფარგლებში;

მ) დაუბრკოლებლად შევიდეს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე;

ნ) შეაჩეროს მშენებლობის წარმოება მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ო) მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მოსთხოვოს მშენებლობის დამკვეთს ან მშენებელ ორგანაზაციას განახორციელოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდები და გაზომვები. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – სააგენტო მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან;

პ) მოამზადოს დადგენილების პროექტი მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ან/და დემონტაჟის შესახებ;

ჟ) მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება და შესაბამისი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი  აქტის პროექტის მომზადება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა სამინისტროსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ს) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვაში მონაწილეობის მიღება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ტ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სააგენტოს დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

უ) დაჯარიმების შესახებ სააგენტოს დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდის კონტროლი;

ფ) დაჯარიმების შესახებ სააგენტოს დადგენილებით ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აღმოფხვრის  კონტროლი;

ქ) სამმართველოს ყოველკვარტალური სამოქმედო გეგმების პროექტების შემუშავება და სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ღ) სააგენტოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ყ) სამმართველოს ყოველკვარტალური სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა;

შ) ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოსათვის მიწოდება;

ჩ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.

23. მე-5 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

24. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

3. სააგენტო ვალდებულია  შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს  სათანადო ინფორმაცია.”.

 25. მე-6 მუხლს დაემატოს 61 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 61. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

 სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას, განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.“.

26. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 10. სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა