„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის N1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის N1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 24/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2014
ძალაში შესვლის თარიღი 24/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016333
1-1/202
24/07/2014
ვებგვერდი, 25/07/2014
010240070.22.024.016333
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის N1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/202

2014 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1-1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1-1/1527 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 24.07.2012, 010240070.22.024.016191) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვ. ჯიქიას ქ. N8“.   

2. მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე. სააგენტოს უფროსის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას ასრულებს პირველი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე.

4. სააგენტოს უფროსის მოადგილეები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ კონტროლი მათ საკურატორო სფეროში შემავალი სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე და ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს უფროსის წინაშე“.

3. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამწე – სატრანსპორტო და წნევის ქვეშ მომუშავე ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველო“. 

4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველო;

თ) ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო.“.

5. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამწე – სატრანსპორტო და წნევის ქვეშ მომუშავე ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების შექმნამდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შემდეგ საზედამხედველო ობიექტებზე: ამწე მოწყობილობა, ლიფტი, ესკალატორი, ფუნიკულიორი, საბაგირო გზა, საქვაბე დანადგარი, ატრაქციონი, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი;

ბ) საზედამხედველო ობიექტზე არსებული შეუსაბამობის ხარისხის განსაზღვრა (არაარსებითი, არსებითი, კრიტიკული) და მისი შესაბამის ინსპექტირების ოქმში შეტანა;

გ) არსებითი ან/და კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში დამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დარღვევის ადგილზე შედგენა კანონმდებლობის შესაბამისად და მისი წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს უფროსისათვის რეკომენდაციების მიწოდება შეუსაბამობის გამოსწორებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე და ამ ვადის დაცვის შემდგომი კონტროლი;

 ე) დარღვევებისა და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ვ) ობიექტების მონიტორინგის ნუსხის პროექტის შემუშავება და მისი სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

 ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილი ობიექტების კონტროლი, რომ არ მოხდეს ამ ობიექტების ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტების ფარული ექსპლუატაციის შემთხვევაში მისი მფლობელის დაჯარიმება და ამ ობიექტის შეჩერების შესახებ რეკომენდაციის მომზადება;

თ) ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებული რისკის კატეგორიებზე დაყრდნობით გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის გეგმის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა;

ი) დადგენილი პერიოდულობის გარდა, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით, ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება ამ სფეროში ინსპექტირების ორგანოების შექმნამდე, ან თუ ასეთი შექმნილია, მისი მეშვეობით;

კ) საზედამხედველო ობიექტზე დოკუმენტური კონტროლის განხორციელება;

 ლ) ადმინისტრაციული სამმართველოსათვის საზედამხედველო ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განახორცილებს ამ ინფორმაციის შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრში;

 მ) მონაწილეობის მიღება დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში და სააგენტოს უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ნ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების შექმნამდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შემდეგ საზედამხედველო ობიექტებზე: საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელი ან/და ტერაკონი, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი, ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი, თხევადი ჟანგბადის წარმოება, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი, ნავთობბაზა, მაგისტრალური ნავთობსადენი, მაგისტრალური გაზსადენი, ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები). ავტოგასამართ სადგურზე და ავტოგასამართ კომპლექსზე (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები) ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.“.

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტოში ყოველდღიურად შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

გ.ბ) “გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სააგენტოში რეგისტრირებული კორესპონდენციის განაწილება და გადაცემა;

დ) სააგენტოს უფროსის მიერ ხელმოწერილი ბრძანებების სათანადო რეგისტრაცია და შენახვა, ბრძანებების რეესტრის წარმოება;

ე) სათანადო მასალების მომზადება სააგენტოდან საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის.“.

გ.გ) „ზ“, „თ“, „ი“ და „კ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კადრების აღრიცხვის, მონიტორინგისა და ანალიზის განხორციელება, სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, შვებულებების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება, სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის დისციპლინის კონტროლი;

თ) საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია და წარმართვა, საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადება, სააგენტოს ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის პროექტების შემუშავება, ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი სამინისტროში და ხაზინაში წარდგენა;

ი) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა, სამეურნეო საქმიანობის წარმართვა, კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური ანგარიშების ანალიზი და განხილვა, წინადადებების შემუშავება ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უწყებრივი რეესტრის წარმოება, ინსპექტირების ორგანოების მონიტორინგის განხორციელება, საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, საქართველოს და მსოფლიოს შრომის უსაფრთხოების სფეროში დარგობრივი და საკანონმდებლო ანალიზი, შრომის დაცვის სფეროს კანონმდებლობაზე მუშაობა-ანალიზი და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მათი სააგენტოს უფროსისათვის შემდგომი ინიციირებისათვის მინისტრისადმი/კურატორი მოადგილისადმი, შრომის დაცვის საერთაშორისო ორგანოებთან ურთიერთობა.“.

დ) მე-5 პუნქტის:

დ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, დადგენილების პროექტის მომზადება შესაბამისი სანქციის გამოყენების თაობაზე და აღნიშნული მასალების სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა.“.

დ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მოსთხოვოს მშენებლობის დამკვეთს ან მშენებელ ორგანაზაციას განახორციელოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდები და გაზომვები. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – სააგენტო მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან“.

6. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი; აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების შექმნამდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შემდეგ საზედამხედველო ობიექტებზე: კარიერი, მაღარო, შახტი სასარგებლო წიაღისეულის მექანიზებული წესით მოპოვების შემთხვევაში, ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები) კონსტრუქციული მდგრადობა;

ბ) საზედამხედველო ობიექტზე არსებული შეუსაბამობის ხარისხის განსაზღვრა (არაარსებითი, არსებითი, კრიტიკული) და მისი შესაბამის ინსპექტირების ოქმში შეტანა;

გ) არსებითი ან/და კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში დამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დარღვევის ადგილზე შედგენა კანონმდებლობის შესაბამისად და მისი წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის;

დ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს უფროსისათვის რეკომენდაციების მიწოდება შეუსაბამობის გამოსწორებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე და ამ ვადის დაცვის შემდგომი კონტროლი;

ე) დარღვევებისა და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ვ) ობიექტების მონიტორინგის ნუსხის პროექტის შემუშავება და მისი სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ზ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილი ობიექტების კონტროლი, რომ არ მოხდეს ამ ობიექტების ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტების ფარული ექსპლუატაციის შემთხვევაში მისი მფლობელის დაჯარიმება და ამ ობიექტის შეჩერების შესახებ რეკომენდაციის მომზადება;

თ) ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებული რისკის კატეგორიებზე დაყრდნობით გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის გეგმის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა;

ი) დადგენილი პერიოდულობის გარდა, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება ამ სფეროში ინსპექტირების ორგანოების შექმნამდე, ან თუ ასეთი შექმნილია, მისი მეშვეობით;

კ) საზედამხედველო ობიექტზე დოკუმენტური კონტროლის განხორციელება;

ლ) ადმინისტრაციული სამმართველოსათვის საზედამხედველო ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განახორცილებს ამ ინფორმაციის შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრში;

მ) მონაწილეობის მიღება დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში და სააგენტოს უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ნ) „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის 182 მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;

ო) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

8. ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ლოკალური კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება;

ბ) ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

გ) ქსელის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;

დ) სხვადასხვა სახის კომუნიკაციების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ე) ერთიანი ელექტრონული სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა ლოკალური  და ცენტრალიზირებული (მონაცემთა და გეომონაცემთა) ბაზების საფუძველზე;
ვ) ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა; 

ზ) ერთიანი ელექტრონული სისტემის სრულყოფილი მუშაობის უზრუნველყოფა და სისტემაში დაფიქსირებული შეცდომების გასწორება;

თ) ერთიანი ელექტრონული სისტემის კონტროლის, დაარქივების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ი) ერთიანი ელექტრონული სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

კ) გეოინფორმაციული სისტემის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა;

ლ) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის შექმნის უზრუნველყოფა;

მ) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ნ) მასობრივი ინფორმაციების საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სააგენტოს უფროსის ურთიერთობის კოორდინირების უზრუნველყოფა;

ო) სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და ანალიზის უზრუნველყოფა;

პ) ვებპორტალის ფუნქციონირების უზრუნველყოფა: ინფორმაციის განთავსება, აქტუალიზაცია და ადმინისტრირება;

ჟ) კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე სააგენტოს თანამშრომლების და საზოგადოების ინფორმირება;

რ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 24 ივლისიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი